ფენომენოლოგიური ძიებანი გერჰარტ ჰუსერლის სამეცნიერო ნაშრომში „სამართლის სუბიექტი და სამართლებრივი პირი“

ავტორები

  • მიხეილ ბიჭია

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.2.2024.8316

საკვანძო სიტყვები:

სამართალსუბიექტობა, რეალური სივრცე, პირის სამართლებრივი სტატუსი, ფიქცია, უფლებამოსილება, სამართლებრივი სისტემა, ინდივიდი, სამართლებრივი შესაძლებლობა (posse-posse).

ანოტაცია

გერჰარტ ჰუსერლის წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომი ეხება სამართლის სუბიექტისა და სამართლებრივი პირის ონტოლოგიური ბუნების შესახებ კონცეფციებს. ავტორი ფენომენოლოგიური მიდგომის დახმარებით აანალიზებს მათ სპეციფიკურ თავისებურებებს და გვთავაზობს ორიგინალურ მიგნებებს.

კვლევის მიხედვით, სამართლის სუბიექტი განიხილება რეალური სფეროს ნაწილად, ხოლო სამართლებრივი პირი - აბსტრაქტულ (სამართლებრივ) მოვლენად. გერჰარტ ჰუსერლის მიაჩნია, რომ სამართლის სუბიექტობა განისაზღვრება მისი თვითცნობიერებისა და პიროვნული იდენტობის ფაქტორებით, სამართლის სუბიექტს აქვს ინდივიდუალური ნება, სრული ავტონომია და მორალური პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სამართლებრივ პირს, ის მიიჩნევა ხელოვნურ კონსტრუქციად; მისი ნება განსაზღვრულია კოლექტიური გადაწყვეტილებებით და მოქმედების თავისუფლება შეზღუდულია გარკვეული წესებით. ამასთან, სამართლებრივი პირის პასუხისმგებლობა ატარებს მხოლოდ სამართლებრივ ხასიათს. სამართლის სუბიექტობის მიმართ მოქმედი ინტენციონალობა მიმართულია საკუთარი შეგნებისკენ, სამართლებრივ პირს კი აქვს ფუნქციონალური დატვირთვა. ამდენად, გერჰარტ ჰუსერლის გადმოცემით, სამართლის სუბიექტისა და სამართლებრივი პირის ცნებების გამიჯვნა გამოიხატება მათ ონტოლოგიურ ბუნებაში, წარმოშობის საფუძვლებში, ნების სპეციფიკაში, ავტონომიის ფარგლებში, პასუხისმგებლობის ხასიათში, სხვადასხვა უნარსა და გარემოებაში.

ავტორის ბიოგრაფია

მიხეილ ბიჭია

სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტი, ადვოკატი, მედიატორი.

წყაროები

Adriano E. A. Q., The Natural Person, Legal Entity or Juridical Person and Juridical Personality, Penn State Journal of Law & International Affairs, Vol. 4, Iss. 1, 2015, 370, 372.

Beriashvili M., Odishelidze G., The Idea of Freedom in Its Historical Development, in: Classics of the Philosophy of Freedom, from Plato to Heidegger, editors: Beriashvili M., Jeck U.R., Moisisch B., Tbilisi, 2011, 11-12 (in Georgian).

Bichia M., Protection of Private Life According to Georgian Civil Law, Tbilisi, 2012, 121, 327 (in Georgian).

Bichia M., The Content of the Right in the Civil Law, TSU "Law Journal", №2, 2023, 46 (Georgian).

Bichia M., Methodological Problems of Civil Law, Tbilisi, 2023, 149, 151-152, 157 (in Georgian).

Bichia M., The Idea of Protecting privacy from Its Origin to the Present, Revaz Gogshelidze's 65th Anniversary Collection, ed. Khrustali V., Meparishvili G., Tbilisi, 2022, 454-455 (in Georgian).

Bichia M., Legal Obligational relations, Handbook, 3rd edition, Tbilisi, 2020, 19 (in Georgian).

Bichia M., Scope of Civil Legal Concept of Dignity, TSU “Journal of Law”, №2, 2014, 11.

Bichia M., The Danger of the Privacy “Disappearance” during a pandemic in the context of Globalization and the Grounds for its Legitimacy: an institutional analysis, Journal “Globalization and Business”, №11, 2021, 44.

Brox H., Walker W.-D., Allgemeiner Teil des BGB, 30. Aufl, München, 2006, 318-319.

Chanturia L., Introduction to the General Part of Georgian Civil Law, Tbilisi, 2000, 57-58 (in Georgian).

Crespo M., Husserl on Personal Aspects of Moral Normativity, Ethical Perspectives, 22, No. 4, 2015, 704, 707.

Demirsoy N., Kirimlioglu N., Protection of privacy and confidentiality as a patient right: physicians’ and nurses’ viewpoints, Biomedical Research- India, Vol. 27, Issue 4, 2016, 1437-1438.

Hübner H., Allgemeiner Teil des Bürgerlichen Gesetzbuches, 2. Auflage, 1996, 77.

Husserl G., Rechtssubjekt und Rechtsperson, Archiv für die civilistische Praxis, 127. Bd., H. 2, 1927, 130-131, 133-134, 138-139, 142-143, 147, 152-154, 157, 159, 168-170, 176, 178-179, 180-181, 183, 186-187, 191, 193-194, 199, 208-209.

Husserl E., Paris Lectures // Husserl E. Selected Works, Moscow, 2005, 349 (in Russian).

Husserl E., Articles on Renewal, Questions of Philosophy, No. 4, 1997, 120 (in Russian).

Khetsuriani J., Functions of Civil Law, Tbilisi, 1995, 92 (in Georgian).

Kochashvili K., Civil Liability for the Actions of Persons Without Legally Valid Will, "Legal Methods", №7, 2023, 96-99 (in Georgian).

Khubua G., Theory of Law, Tbilisi, 2004, 208 (in Georgian).

Martini S., Die Formulierung der Menschenwürde bei Immanuel Kant in: Vortragsskript eines im WiSe 2005/06 gehaltenen Referats im Rahmen des rechtsphilosophischen Seminars “Die aktuelle Werte-Debatte” bei Prof. Klaus Adomeit (Freie Universität Berlin), 2005/06, 5-7.

Maunez E. G., Introduction to Law, 31st ed., 1980, 21.

Moran D., Introduction to Phenomenology, Routledge, 2000, 4-5, 16.

Pantykina M. I., Phenomenological Methodology: Experience in Legal Research, Yekaterinburg, 2008, 242 (in Russian).

Rössler B., Der Wert des Privaten, Frankfurt am Main, 2001, 274.

Stovba O. V., Temporal Ontology of Law, Dissertation Abstract, Kharkov, 2017, 15 (in Russian).

Varga A. P., Brentano’s Influence on Husserl’s early notion of Intentionality, Studia Universitatis Babes-Bolyai, Philosophia, 54, no. 1-2, 2008, 44-45.

Wolf E., Recht und Welt. Bemerkungen zu der gleichnamigen Schrift von Gerhart Husserl (Sonderdruck aus der Festschrift fur Edmund Husserl), Zeitschrift für die gesamte Staatswissenschaft/ Journal of Institutional and Theoretical Economics, Bd. 90, H. 2, 1931, 332-333, 345.

Zahavi D., Husserl's Phenomenology, translator: Gonashvili G., Tbilisi, 2016, 166 (in Georgian).

Zahavi D., Phenomenology, Basics, 1st Edition, Routledge, 2018, 1-2.

https://www.geni.com/people/Gerhart-Husserl/6000000011571359886 [02.011.2023].

გამოქვეყნებული

2024-12-05

როგორ უნდა ციტირება

ბიჭია მ. (2024). ფენომენოლოგიური ძიებანი გერჰარტ ჰუსერლის სამეცნიერო ნაშრომში „სამართლის სუბიექტი და სამართლებრივი პირი“. სამართლის ჟურნალი, (2). https://doi.org/10.60131/jlaw.2.2024.8316

გამოცემა

სექცია

სტატიები

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები