სამართლის ჟურნალი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ,,სამართლის ჟურნალი“ არის სრული ღია წვდომის ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი პერიოდული გამოცემა.

ქართულენოვანი ჟურნალი დაფუძნდა 2009 წელს, 2011 წლიდან ჟურნალი წელიწადში ორჯერ ქართულენოვან და ინგლისურენოვან დამოუკიდებელ გამოცემებად ქვეყნდება ელექტრონული და  ბეჭდური სახით.

ჟურნალი მიზნად ისახავს სამართლის ყველა დარგობრივი მიმართულებით შედარებითსამართლებრივი კვლევების პუბლიცირების გზით დინამიური და ინტერნაციონალური სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებას და სამეცნიერო დისკურსის გაფართოებას ტრანსნაციონალურ კონტექსტში.

ჟურნალის პერიოდული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომრებია (ISSN):

ბეჭდური: 1987-7668 (ქართულენოვანი გამოცემისთვის), 2233-3746 (ინგლისურენოვანი გამოცემისთვის), ელექტრონული: 2720-782X.