უნდობლობის ვოტუმის, როგორც პოლიტიკურსამართლებრივი მექანიზმის, გააზრება
საკვანძო სიტყვები:
ხელისუფლების დანაწილება, უნდობლობის ვოტუმი, კონსტრუქციული ვოტუმი, მთავრობის პასუხისმგებლობა, მთავრობის კონტროლი, ძლიერი მთავრობა, კოლექტიური პასუხისმგებლობა, მთავრობის გადაყენება, პოლიტ. კრიზისი, საპარ. უმრავლესობა, პარლ-ის სტატუსი, პოლიტ. ძალთა ბალანსიანოტაცია
უნდობლობის ვოტუმი მეტად მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზებასთან. მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთმიმართება და მათი უფლებამოსილებების დაბალანსება უმეტესად უნდობლობის ვოტუმზეა დამოკიდებული. ძლიერი მთავრობის პირობებში პარლამენტს უნდა ჰქონდეს მთავრობაზე ზემოქმედების მოხდენის რეალური ბერკეტი, რაც უზრუნველყოფს მთავრობის საქმიანობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას. მექანიზმის მახასიათებლების განსაზღვრისათვის კი უმთავრესი მნიშვნელობა აქვს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს სტატუსს. თუმცა, ძირითად დანიშნულებასთან ერთად, უნდობლობის ვოტუმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური პარტიების მიერ როგორც გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, განხილულ იქნეს ვოტუმი, როგორც პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მექანიზმი.