პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა v. ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა: ევროკავშირის სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი

ავტორები

  • ქეთევანი კუკავა

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.2.2024.8331

საკვანძო სიტყვები:

ელექტრონული კომუნიკაციები, მონაცემთა შენახვა, ეროვნული უსაფრთხოება, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო.

ანოტაცია

ტექნოლოგიური პროგრესის თანმდევი რისკების გათვალისწინებით, თანამედროვე მსოფლიოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუცილებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ციფრულმა ტექნოლოგიამ, არაერთ სარგებელთან ერთად, მეთვალყურეობის უპრეცედენტო შესაძლებლობაც შექმნა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებია, რომელთა მიღწევის ერთ-ერთი საშუალება ელექტრონულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებაა. ამავე დროს, სახელმწიფოს ფართო უფლებამოსილება ადამიანებს მუდმივი მეთვალყურეობის განცდას უჩენს და მსუსხავ ეფექტს წარმოშობს. სახელმწიფო ორგანოების ფართო დისკრეცია და გატარებული ღონისძიებების ფარული ხასიათი ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებულ რისკს ქმნის. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა სამართალში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ბალანსის დაცვა ერთი მხრივ, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზანსა და მეორე მხრივ, ადამიანის ძირითად უფლებებს შორის.

ბოლო პერიოდში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო ელექტრონულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული მონაცემების შენახვისა და გადაცემის რეჟიმების ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის თაობაზესხვადასხვა სამართლებრივ სიკეთეს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფის პროცესში სასამართლო სათანადოდ იაზრებს როგორც თანამედროვე მსოფლიოში არსებულ საფრთხეებს, ისე ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

წინამდებარე სტატია განიხილავს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხს ევროკავშირის სამართლის მიხედვით და აანალიზებს ამ კუთხით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის განვითარებას.

ავტორის ბიოგრაფია

ქეთევანი კუკავა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

წყაროები

Charter of Fundamental Rights of the European Union, 2000.

Treaty on European Union, 1992.

Directive 2002/58/EC of the European Parliament and of the Council of 12 July 2002 concerning the processing of personal data and the protection of privacy in the electronic communications sector (Directive on privacy and electronic communications).

Buono I., & Taylor A., Mass Surveillance in the CJEU: Forging European Consensus, Cambridge Law Journal, Vol. 76, No. 2, 2017, 251-253.

Celeste E., Formici G., Constitutionalizing Mass Surveillance in the EU: Civil Society Demands, Judicial Activism, and Legislative Inertia, German Law Journal, 2024, 13, 18.

Eskens S., The Ever-Growing Complexity of the Data Retention Discussion in the EU: An In-depth Review of La Quadrature du Net and Others and Privacy International, European Data Protection Law Review (EDPL), Vol. 8, No. 1, 143.

Karaboga M., Matzner T., Obersteller H., Ochs C., Is there a Right to Offline Alternatives in a Digital World? in Data Protection and Privacy: (In)visibilities and Infrastructures, Leenes R., Brakel R.v., Gutwirth S., Hert P.D., (eds), Springer International Publishing AG, 2017, 45, 54.

Ronen Y., Big Brother's Little Helpers: The Right to Privacy and the Responsibility of Internet Service Providers, Utrecht Journal of International and European Law, Vol. 31, N 80, 2015, 73.

Joined Cases C-511/18, C-512/18 and C-520/18, La Quadrature du Net and Others v Premier Ministre and Others, [2020], CJEU.

C-623/17, Privacy International v Secretary of State for Foreign and Commonwealth Affairs and Others, [2020], CJEU.

Joined Cases C-203/15 and C-698/15, Tele2 Sverige AB v Post- och telestyrelsen and Secretary of State for the Home Department v Tom Watson and Others, [2016], CJEU.

C 293/12, C 594/12, Digital Rights Ireland Ltd v Minister for Communications, Marine and Natural Resources and Others and Kärntner Landesregierung and Others, [2014], CJEU.

გამოქვეყნებული

2024-12-05

როგორ უნდა ციტირება

კუკავა ქ. (2024). პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა v. ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა: ევროკავშირის სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი. სამართლის ჟურნალი, (2). https://doi.org/10.60131/jlaw.2.2024.8331

გამოცემა

სექცია

სტატიები