სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაცია - კონფლიქტების დაძლევის გზა და ეროვნული თვითგამორკვევის ფორმა
საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაცია, უნიტარული სახელმწიფო, ფედერალიზმი, კონფედერაცია, კონფლიქტები, ეთნიკური უმცირესობა, ეროვნული თვითგამორკვევის უფლება.ანოტაცია
საზოგადოებაში არსებული კონფლიქტები არაერთგვაროვანია, როგორც თავისი წარმოშობით, ასევე მიმდინარეობით. ამ კონფლიქტებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და მსოფლიო პოლიტიკის ნაწილად იქცევა. საზოგადოებაში არსებული კონფლიქტების განეიტრალება ხანგრძლივი და ურთულესი ამოცანაა და მათი საბოლოო ლიკვიდაცია თითქმის შეუძლებელია. ამიტომ სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ყველა ის მოდელი, რაც ამ კონფლიქტების მოგვარების მიზნით იქმნება, ძირითადად, მათი მაქსიმალური განეიტრალებისკენ არის მიმართული. მრავალი სახელმწიფოს მაგალითის განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფედერალიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტურ საშუალებად. ფედერაციული სახელმწიფო არის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი სხვადასხვა უმცირესობისათვის, რათა მათ წარმატებით განავითარონ თავიანთი ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობა. ფედერალიზმი ხელს უწყობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და, ამავე დროს, იცავს სახელმწიფოს ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. სახელმწიფო მოწყობის ეს ფორმა არ შეიძლება განხილულ იქნეს პრობლემების საბოლოო გადაჭრის უნივერსალურ გზად. მან შესაძლებელია, დადებითი როლი შეასრულოს საქართველოს გამთლიანების პროცესში და ქვეყნისთვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მოგვცეს.