ასოცირების შეთანხმება როგორც ქართული გარემოს დაცვის სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი

ავტორები

  • პაატა ტურავა
  • გვანცა ვარამაშვილი

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2025.9288

საკვანძო სიტყვები:

ასოცირების შეთანხმება, სამართლებრივი დაახლოება/ჰარმონიზაცია, ევროპეიზაცია, ქართული გარემოსდაცვითი სამართლის ტრანსფორმაცია.

ანოტაცია

„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ (შემდგომში „ასოცირების შესახებ შეთანხმება“), პარაფირება[1] მოხდა 2013 წლის 28-29 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში, რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ ამავე წლის 18 ივლისს.

საქართველოს ხელისუფლებამ ასოცირების შეთანხმებით აიღო სხვადასხვა, მათ შორის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მარეგულირებელ დირექტივებთან დაახლოების ვალდებულება.[2] 

ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამ შექმნა სხვადასხვა სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავების გრძელვადიან პერსპექტივა, მათ შორის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებამ წარმოქმნა სოლიდური სამართლებრივი საფუძველი სამომავლო კანონშემოქმედებისა და კანონაღსრულების პროცესისთვის.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პლანეტა დგას სერიოზული ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე, რომლის მოგვარება და დაძლევა მხოლოდ შესაძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობით და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და იზიარებს ევროპულ საუკეთესო გამოცდილებას. შესაბამისად, 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, გარემოსდაცვითი სამართალი უახლოვდება ევროპულ გარემოსდაცვითი კანონმდებლობას, რაც როგორც აღვნიშნეთ წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებას. თუმცა საკანონმდებლო დაახლოების გზაზე, საკანონმდებლო პროგრესის გარდა გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის იდენტიფიცირება და დაძლევაც წარმოადგენს წარმატებული გარემოსდაცვითი საკანონმდებლო და ეროვნული პოლიტიკის წინაპირობას.

აღნიშნული სტატიის ფარგლებში, განხილული იქნება ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ქართული გარემოს დაცვის სამართლის ტრანსფორმაციის გზა, იდენტიფიცირებული იქნება ის გამოწვევები, რომელიც არსებობს საკანონმდებლო დაახლოების პროცესში გარემოსდაცვითი მიმართულებით და წარმოდგენილი იქნება ავტორთა რეკომენდაციები აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიზნით.

[1] მოლაპარაკებული ტექსტის დადასტურება მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელების მიერ, შეთანხმების თითოეულ გვერდზე ინიციალების დასმით.

[2] „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, მუხლი 306, 312.

Author Biographies

პაატა ტურავა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

გვანცა ვარამაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, ასისტენტი.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

“Association Agreement between the European Union and the European Atomic Energy Community and Their Member States, of the One Part, and Georgia, of the Other Part” (27/06/2014), https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=4 [30.05.2025].

Law of Georgia on Environmental Assessment Code, 890-IIს, https://matsne.gov.ge/document/view/3691981?publication=12 [30.05.2025].

Law of Georgia on Water Resources, 3423-XIმს-Xმპ, https://matsne.gov.ge/document/view/5846594?publication=0 [30.05.2025].

Law of Georgia on Environmental Liability, 244-IVმს-Xმპ, https://matsne.gov.ge/document/view/5109151?publication=1 [30.05.2025].

Law of Georgia on Industrial Emissions, 3381-XIმს-Xმპ, https://matsne.gov.ge/document/view/5845429?publication=1 [30.05.2025].

Law of Georgia on Making Amendments to the Law on Protection of Atmospheric Air (Legislative Herald, N5948-ss, 28/05/2020), https://matsne.gov.ge/ka/document/view/4821836?publication=0 [30.05.2025].

Law of Georgia on Making Amendments to the Law on Protection of Atmospheric Air (Legislative Herald, N6903-rs, 28/07/2020), https://matsne.gov.ge/ka/document/view/4918031?publication=0 [30.05.2025].

Decree of the Government of Georgia on Approval of the Technical Regulation on the Introduction of EU-Legislated Emission Limit Values for Harmful Substances Emitted by Various Types of Transport and Other Mobile Mechanical Means into the Air within the Territory of Georgia, No. 238, 28.06.2023, https://matsne.gov.ge/ka/document/view/5845990?publication=0 [30.05.2025].

Treaty Establishing the European Coal and Steel Community, https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=CELEX:11951K:EN:PDF [30.05.2025].

Approximation of Laws. Treaty Establishing the European Economic Community and Related Instruments (EEC Treaty), Part Three, Title I, Chapter 3, https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:11997E/TXT [30.05.2025].

Treaty on the Functioning of the European Union, Part Three – Union Policies and Internal Actions, Title XX, Environment.

Directive 2011/92/EU of 13 December 2011 on the Assessment of the Effects of Certain Public and Private Projects on the Environment, https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2011/92/oj [30.05.2025].

Directive 2001/42/EC of 27 June 2001 on the Assessment of the Effects of Certain Plans and Programmes on the Environment, https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2001/42/oj [30.05.2025].

Directive 2003/35/EC of 26 May 2003 Providing for Public Participation in Respect of the Drawing up of Certain Plans and Programmes Relating to the Environment, https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2003/35/oj [30.05.2025].

Directive 2004/35/EC of 21 April 2004 on Environmental Liability with Regard to the Prevention and Remedying of Environmental Damage, https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2004/35/oj [30.05.2025].

Directive 2000/60/EC of 23 October 2000 Establishing a Framework for Community Action in the Field of Water Policy, https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2000/60/oj [30.05.2025].

Directive 2007/60/EC of 23 October 2007 on the Assessment and Management of Flood Risks, https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2007/60/oj [30.05.2025].

Council Directive 91/271/EEC of 21 May 1991 Concerning Urban Waste-Water Treatment, https://eur-lex.europa.eu/eli/dir/1991/271/oj [30.05.2025].

Council Directive 91/676/EEC of 12 December 1991 Concerning the Protection of Waters Against Pollution Caused by Nitrates from Agricultural Sources, https://eur-lex.europa.eu/eli/dir/1991/676/oj [30.05.2025].

Kalichava K., Environmental Law, Tbilisi, 2018, 27, 32, 40.

Maastricht Recommendations on Promoting Effective Public Participation in Decision-making in Environmental Matters, prepared under the Aarhus Convention, United Nations Publication, Sales No.: E.15.II.E.7, https://unece.org/fileadmin/DAM/env/pp/Publications/2015/1514364_E_web.pdf [30.05.2025].

Kalichava K., Europäisierung des georgischen Verwaltungsrechts, DÖV, 2018, 92 f.

Kloepfer M., Umweltrecht, C.H.Beck, 2004, 721.

Lohse E. J., Rechtsangleichungsprozesse in der Europäischen Union, 2017, 28, 33, 71, 95.

Markus T., Zur Rechtsvergleichung im nationalen und internationalen Umweltrecht, ZaöRV, 2020, 649.

Turava P., Establishment of Biosphere Reserve in Georgia, 2017, 3.

Winter G., Kalichava K., Rechtstransfer und Eigendynamik in Transformationsländern: Das Beispiel der Verwaltungsrechtsentwicklung in Georgien, ZaöRV, 2019, 273.

გამოქვეყნებული

2025-06-30

ციტირების წესი

ტურავა პ., & ვარამაშვილი გ. (2025). ასოცირების შეთანხმება როგორც ქართული გარემოს დაცვის სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი. სამართლის ჟურნალი, (1), 391–406 (Geo) 295. https://doi.org/10.60131/jlaw.1.2025.9288

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.