სამართლის სუბიექტი: სამი იპოსტასი

ავტორები

  • კრისტოფ გრჟეგორჟიკ (ავტორი)
  • თევდორე ნინიძე (მთარგმნელი)
  • ეკატერინე სუმბათაშვილი (მთარგმნელი)

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2024.7937

საკვანძო სიტყვები:

Keywords are not available in the article.

ანოტაცია

სტატია, რომლის ქართულ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს, პირველად გამოქვეყნდა  1989 წელს ჟურნალ „სამართლის ფილოსოფიის არქივების“  34-ე ტომში. მიუხედავად სიძველისა, მიგვაჩნია, რომ სტატიას დღემდე არ დაუკარგავს თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. ავტორისეული დებულებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოსტსაბჭოთა პერიოდის სამართლის თეორიისათვის, სადაც ხდება პიროვნების იმ ცნების კრიტიკული განხილვა, რომელიც გაბატონებული იყო მარქსისტულ ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში [პიროვნება, როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობათა ანსამბლი]. ავტორის კონცეფციის მიხედვით სამართლის სუბიექტის ერთიანი ცნება შეიცავს სამართლის ფილოსოფიის და იურიდიული დოგმატიკის თვალსაზრისით შეურიგებელ აპორიებს [წინააღმდეგობებს]; ეს წინააღმდეგობები განსაკუთრებული რელიეფურობით ვლინდება სამართლის სუბიექტის 3 იპოსტასის  - სუბიექტის-  როგორც მესაკუთრის; როგორც სამართლებრივ ქმედებათა ჩამდენის და როგორც პასუხისმგებელი სუბიექტის, ცნებების კრიტიკული განხილვის შედეგად. ავტორის თვალსაზრისით, სამართლის სუბიექტის ვერცერთი განზომილება ვერ უზრუნველოფს მისი რეალური განსაზღვრების ჩამოყალიბებას. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სამართლის სუბიექტი არ არსებობს. თუმცა იგი არსებობს სპეციფიურად; არსებობს მხოლოდ სამართალში, როგორც „მეფის ფიგურა ჭადრაკში“. ჩვენი აზრით, სტატია მიეკუთვნება იმ ნაშრომების კატეგორიას, რომლის გაცნობა მკითხველისათვის შეიძლება გახდეს ინტელექტუალური და პროფესიული სიამოვნებების წყარო.

„სამართლის ფილოსოფიის არქივი“* რამდენიმე წელი ორიენტირებულია იურიდიული ენციკლოპედიის შექმნაზე, რომელმაც უნდა გაანალიზოს ჩვენი დისციპლინის ფუნდამენტური კონცეფციები. თუმცა, თუ პრობლემას დაწვრილებით განვიხილავთ, თვალში საცემია არსებობა დიდი ხარვეზის: არ არსებობს იურიდიული წესრიგის გასაღების - სამართლის სუბიექტის ცნების- ფილოსოფიური და თეორიული ანალიზი.

ეს შესამჩნევი გულმავიწყობაა თანამედროვე ინტელექტუალური ატმოსფეროსი, სადაც დომინირებს ინდივიდის და საზოგადოების პრობლემათა ჰუმანისტური შეფასება და დაბრუნება კლსიკური წყაროებისადმი. ჩვენმა საზოგადოებამ გაითავისა პროტაგორას დევიზი: „ადამიანი ყველა დანარჩენის საზომია“. მოცემული ტომის მიზანია ხელშეწყობა არნიშნული ხარვეზის გამოსწორებაში.

კარტეზიანელობის* მნებავ ქვეყანაში სხვანაირად დაწყება შეუძლებელია, თუ არ გაიყო ბინომი - სუბიექტი-ობიექტი-დაპირისპირებულობის და შემავსებლობის თვალსაზრისით. მაგრამ ეტიმოლოგია სხვა საშუალებებსაც სახავს, რაც არ არის თანხვედრი დეკარტის სქემისა და ეწინააღმდეგება კიდეც მას. მართლაც ობიექტი ეს ისაა, რაც (objekere - წინ დადება) თავსდება სუბიექტის წინ; იგი უნდა აღნიშნავდეს დაქვემდებარებულს ან დამორჩილებულ (subjectus – subjkere- დამორჩილება). მაგრამ აღნიშნული პირველი და უძველესი მნიშვნელობა, რასაკვირველია, დეკარტს და მის ინტელექტუალურ მემკვიდრეებს არ ეკუთვნის. იგი უფრო უახლოვდება ტრადიციულ იურიდიულ და პოლიტიკურ შეფასებას, როგორსაც ვხვდებით „მისი ბრიტანეთის უდიდებულესობის სუბიექტი“ ან სხვა მსგავს გამონათქვამებში“.

            წავაწყდით შეფასებათა დუალიზმს: ერთია ფილოსოფიური სუბიექტი, მეორე - მეფეების; პირველი აქტიური და ობიექტის ხელმძღვანელია, მეორე - პასიური და ხელისუფლებას დაქვემდებარებული. რომელი მათგანია სამართლის სუბიექტი?

* „სამართლის ფილოსოფიის არქივები“ [Archives de philosofie de drua] ფრანგული იურიდიული ჟურნალი; რ.კაბირიაკის მონოგრაფიაში დახასიათებულია როგორც ყველაზე სოლიდური ფრანგული გამოცემა სამართლის თეორიასა და ფილოსოფიაში; ჟურნალს 1974 წლიდან 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ცნობილი თანამედროვე ფრანგი ცივილისტი და თეორეტიკოსი ფ.ტერრე, რომელიც აგრეთვე იყო მუდმივი ავტორი გაზეთში Figaro.

* კარტეზიანელობა - აქ მხედველობაშია დასავლური ფილოსოფიის მიმართულება, რომელიც განვითარდა დეკარტეს იდეების გავლენით, რომლის სახელი ლათინურ ტრანსკრიფციაში ჟღერს როგორც კარტეზი [Cartesius].

ავტორის ბიოგრაფიები

კრისტოფ გრჟეგორჟიკ (ავტორი)

პარიზის უნივერსიტეტის ლექტორი

თევდორე ნინიძე (მთარგმნელი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

წყაროები

References are not available in the article.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-06-30

როგორ უნდა ციტირება

გრჟეგორჟიკ (ავტორი) კ., ნინიძე (მთარგმნელი) თ., & სუმბათაშვილი (მთარგმნელი) ე. (2024). სამართლის სუბიექტი: სამი იპოსტასი. სამართლის ჟურნალი, (1), 5–22 (Geo). https://doi.org/10.60131/jlaw.1.2024.7937

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.