ადამიანის ღირსების დაცვა მოქმედებით ჩადენილი შეურაცხყოფისას ძველ ქართულ სამართალში

ავტორები

  • ელზა ჩაჩანიძე

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.2.2022.7036

საკვანძო სიტყვები:

ღირსება, პატივი, შეურაცხყოფა, შერცხვენა, უპატიობა, საუპატიო.

ანოტაცია

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარდა, პატივი და ღირსება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს. პატივისა და ღირსების ხელყოფა შესაძლებელია ცილისწამებით და შეურაცხყოფით. თავის მხრივ შეურაცხყოფა შეიძლება იყოს ჩადენილი მოქმედებით, ან იყოს სიტყვიერი. კვლევის საგანია ძველ ქართულ სამართალში მოქმედებით განხორციელებული შეურაცხყოფის, როგორც ადამიანის ღირსების შემლახავი ქმედებების შესწავლა. აღნიשნულ საკითხთან დაკავშირებული ტერმინების ცნების დაზუსტება საშუალებას იძლევა წარმოჩინდეს რა სახის ქმედებები ითვლებოდა შეურაცხყოფად. ძველ ქართულ სამართალში
სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოსახატავად დამკვიდრებული იყო ტერმინი „გინება“. რაც შეეხება მოქმედებით ჩადენილ შეურაცხყოფას, სამართლის ძეგლებში „შეურაცხყოფის“ გარდა გამოყენებულია ტერმინები „შერცხვენა“, „გაუპატიება“, „უპატიობა“.
შეურაცხყოფისათვის პასუხისმგებლობის ფაქტს ხშირად ადასტურებს კანონმდებლის მიერ დაწესებული და სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი „საუპატიო“. ცემისთვის, ან ზოგიერთი სახის ჯანმრთელობის დაზიანებისთვის სანქციად საუპატიოს განსაზღვრა გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ, რომ ძველ ქართულ სამართალში აღნიშნული ქმედებები ასევე შეურაცხყოფად ითვლებოდა.


მოქმედებით ჩადენილი შეურცხყოფის სახეები და ფორმები მრავალგვარი იყო და აქედან გამომდიანრე პირობითად შეიძლება მათი დაყოფა რამდენიმე ჯგუფად. ქმედებები, რომლებიც უშუალოდ პირის ღირსების დამცირებისკენ არის მიმართული. მაგალითად, წვერის მოჭრა, მოგლეჯვა, შებოჭვა, აბჯარის აყრა, დაჯაბნა. ცალკე שეიძლება გამოიყოს თავდასხმისას ჩადენილი შეურაცხყოფა, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, როგორც პირის პატივის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ოჯახის ღირსების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამავე დროს ძველი ქართული სამართლის ძეგლებში და სასამართლო განჩინებებში გვხდება მოქმედებით ჩადენილი შეურაცხყოფის სხვა შემთხვევებიც.


მოქმედებით ჩადენილი შურაცხყოფისთვის სასჯელად უმეტესად სისხლის ფასი და საუპატიო იყო განსაზღვრული. რამდენად მნიშვნელოვანია და ფასეულია სამართლებრივი სიკეთის დაცვა, ეს ჩადენილი ქმედებისთვის დაწესებულ სასჯელში პოვებს ასახვას. ძველ ქართულ სამართალში მოქმედებით ჩადენილი შურაცხყოფისთვის დადგენილი სანქციები უმეტესად უთანაბრდებოდა ადამიანის სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის განსაზღვრულ სასჯელებს.

ავტორის ბიოგრაფია

ელზა ჩაჩანიძე

ივანე ჯავახიשვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი.

წყაროები

Chubinashvili D., Georgian-Russian dictionary, 2nd ed., Prepared for Printing and Preface added by Shanidze A., Tbilisi,1984, 4, 276, 316, 473, 865, 1123-1235, 1264 (in Georgian).

Davitashvili G., Types of Offenses in Georgian Customary Law, Tbilisi, 2017, 382, 524, 530-532, 535 (in Georgian).

Dolidze Is. (Publisher of the Text), Monuments of Georgian Law, Vol. I, Collection of Law Books of Vakhtang, Tbilisi, 1963, 396-397, 411-412, 415- 417, 433-436, 440-442, 467, 493, 428-432, 463, 467-468, 471, 486-487, 489, 497-503, 547, 519, 551 (in Georgian).

Dolidze Is. (Publisher of the Text), Monuments of Georgian Law, Vol. II, Secular Legislative Monuments (X-XIX Centuries), Tbilisi, 1965, 49, 206, 210, 355-356, 434 (in Georgian).

Dolidze Is. (Publisher of the Text), Monuments of Georgian Law, Vol. III, Church Legislative Monuments (XI-XIX Centuries), Tbilisi, 1970, 142, 437, 641, 669, 966 (in Georgian).

Dolidze Is. (Publisher of the Text), Monuments of Georgian Law, Vol. IV, Court Rulings (XVI-XVIII Centuries), Tbilisi, 1972, 50, 58, 82, 227-228, 270-271, 302-303, 415-416, 489-490, 545-546, 600-602 (in Georgian).

Kekelia M., Offenses Against Human Life, Health, Honor and Dignity in Ancient Georgian Law, Tbilisi, 2015, 203, 214-217 (in Georgian).

Khizanashvili N. (Urbneli), Selected Writings, Prepared for Printing, Biographical Materials and Notes were Attached to it by Dolidze Is., Tbilisi, 1982, 331, 335, 345, 466, 488 (in Georgian).

Nadareishvili G., Protection of Human Honor and Dignity According to the Monuments of Georgian Feudal Law and Court Practice Materials, Journal of "Almanaxi", 2000, №14, 62, 64-65 (in Georgian).

Sulkhan-Saba Orbeliani, Georgian Dictionary, I, Prepared According to the Autograph Lists, Researched and Attached a Dictionary of Definitions by Abuladze I., Tbilisi, 1991, 23, 154, 157 (in Georgian).

Sulkhan-Saba Orbeliani, Georgian dictionary, II, Prepared According to the Autograph Lists, Research, and Glossary Search Engine was Attached by Abuladze I., Tbilisi, 1993, 32, 165 (in Georgian).

Surguladze Iv., Sources of the History of Georgian Law, Tbilisi, 2000, 80 (in Georgian).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-30

როგორ უნდა ციტირება

ჩაჩანიძე ე. (2022). ადამიანის ღირსების დაცვა მოქმედებით ჩადენილი შეურაცხყოფისას ძველ ქართულ სამართალში . სამართლის ჟურნალი, (2), 324–339 (Geo) 293. https://doi.org/10.60131/jlaw.2.2022.7036

გამოცემა

სექცია

სტატიები