შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პატიმართა ბადრაგირება

ავტორები

  • ზოია ხასია

საკვანძო სიტყვები:

კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები, პატიმართა უფლებები, დაცვა, ბადრაგირება, გადასაყვანი პირი, შშმ პირი, შემოწმება.

ანოტაცია

სტატია მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართა ტრანსპორტირებასთან (ბადრაგირებასთან) დაკავშირებული სირთულეების ანალიზს და მათი დაძლევის გზების ძიებას. აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, პატიმართა ბადრაგირების პროცესებთან დაკავშირებით მასალა არც ისე ბევრია. განსაკუთრებით მწირია სტანდარტები, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ტრანსპორტირებას. შესაბამისად, არსებული კვლევები ვერ გვთავაზობს საკითხის გადაწყვეტის ეფექტურ გზას. სტატიაში კვლევის საფუძველზე შესწავლილია ის სავარაუდო რისკები და პრობლემები, რომელიც შშმ პატიმართა გადაყვანასა და მათი ტრანსპორტირების თავისებურებებს უკავშირდება; განხილულია ის სპეციფიკური მიდგომები, რომელსაც ადგენს საერთაშორისო სტანდარტები; ასევე გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, პატიმართა ტრანსპორტირების დროს დაშვებული დარღვევები აღიარებულ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის[1] დარღვევად.

კვლევის მიზანია გამოავლინოს ქართულ რეალობაში არსებული ხარვეზები და პენიტენციურ სისტემას შესთავაზოს რეკომენდაციები, რომლებიც მას აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესაძლებლობას მისცემს.  

[1] იხ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი,  მუხლი 3,  წამების აკრძალვა, ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.

 

ავტორის ბიოგრაფია

ზოია ხასია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

წყაროები

Imprisonment Code of Georgia.

Order N149 of 19 October 2015 of the Minister of Corrections of Georgia on “Approving the Rule of Removal/Transfer of Accused/Convicted Persons”, 2015.

Order N145 of 12 September 2014 of the Minister of Corrections on “the types of special means possessed by bodies responsible for enforcement of pretrial detention and imprisonment as well as rules and conditions of storing, carrying and using such means; rules of determining persons authorised to use the special means”.

Council of Europe, European Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms, 4 November 1950, ETS 5.

Recommendation Rec(2006)2 of the Committee of Ministers of the Council of Europe to member states on the European Prison Rules, 2006.

The United Nations Standard Minimum Rules for the Treatment of Prisoners (the Nelson Mandela Rules), 2015.

Mr Mallia E., Report, Committee on Legal Affairs and Human Rights, Protecting human rights during transfers of prisoners, Parliamentary Assembly, CoE, Malta, 2019, 3.

Handbook on Prisoners with Special Needs, United Nations Office on Drugs and crime, Vienna, 2009, 9, 43, 57, 79, 103, 123, 143, https://www.unodc.org/pdf/criminal_justice/Handbook_on_Prisoners_with_

Special_Needs.pdf [17.03.2020].

Communicating Information About Risks on Escort or Transfer, The Person Escort Record (PER), Prison Service Order, 2009, 15.

Factsheet, European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT), Council of Europe, 2018, 2-5, 12, 17, https://rm.coe.int/16808b631d, [17.03.2020].

Disabled prisoners: A short thematic review on the care and support of prisoners with a disability, Thematic report by HM Inspectorate of Prisons, London 2009, 4, 10, 29, https://www.justiceinspectorates.gov.uk/hmiprisons/wpcontent/uploads/sites/4/2014/07/Disability-thematic-2008.pdf, [17.03.2020].

Prison Incident Management Handbook, UN, 2013, 27, https://www.un.org/ruleoflaw/files/Prison_Incident_Management_Handbook_OROLSI_Mar2013.pdf. [17.03.2020].

Kavalerov and others v. Russia: References:55477/10, ECHR 2017.

Idalov v. Russia (App no 5826/03) ECHR 22 May 2012.

Mouisel v. France, Application No. 67263/01, 2002.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-31

როგორ უნდა ციტირება

ხასია ზ. (2019). შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პატიმართა ბადრაგირება. სამართლის ჟურნალი, (2), 125–135. Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/2899

გამოცემა

სექცია

სტატიები