პირის ღირსების დაცვა სიტყვიერი შეურაცხყოფისას ძველ ქართულ სამართალში
საკვანძო სიტყვები:
ღირსების დაცვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, ქონებრივი საზღაური, სისხლის ფასი, საუპატიო.ანოტაცია
პირის ღირსების ხელყოფა შესაძლებელია, როგორც ქმედებით, ისე სიტყვიერად. სიტყვიერი შეურაცხყოფა ქმედებით განხორციელებულ შეურაცხყოფასთან შედარებით პირის ღირსების ხელყოფის უფრო მსუბუქ ფორმას წარმოადგენს. სტატიის მიზანია, პირის ღირსების სამართლებრივი დაცვის შესწავლა, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ძველი ქართული სამართლით დაწესებული პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მიმართულებით განხილულია ნორმები ქართული სამართლის ძეგლებიდან, სასამართლო პრაქტიკა, ისტორიული წყაროები. სამართლებრივი ტერმინების განმარტების საფუძველზე დახასიათებულია დელიქტის შემადგენლობის ნიშნები, კანონმდებელთა მიერ მითითებული სანქციები შედარებულია პრაქტიკაში გამოყენებულ სასჯელებთან. ძველი ქართული სამართლის კაზუისტური ხასიათი ვლინდება აღნიშნულ დელიქტებთან მიმართებითაც. ამ გარემოების გათვალისწინებით სტატიაში ცალკე არის გამოყოფილი და დახასიათებული სასულიერო პირების, ქალის, ყმის მიერ ბატონის და ვერბალური შეურაცხყოფის სხვა შემთხვევები. მიუხედავად დასახელებული გარემოებისა სამართლის ძეგლებში სიტყვიერი შეურაცხყოფის ზოგადი ნორმებიც არის, რაც მიანიშნებს, რომ დასჯადი იყო არა მარტო ნორმებით გათვალისწინებული კონკრეტული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები, არამედ სამართალი ზოგადად იცავდა პირის ღირსებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, როგორც შეურაცხყოფილის, ისე შეურაცხმყოფელის სოციალურ სტატუსი. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით უფრო მეტად ქონებრივი სანქციები გამოიყენებოდა და საზღაურის გადახდა ხშირად შეურაცხყოფილის სასარგებლოდ ხდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ძველ ქართულ სამართალში სიტყვიერი შეურაცხყოფა კერძო დელიქტს წარმოადგენდა, რადგან ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელი იყო თუ ვის მიმართ განხორციელდებოდა შეურაცხყოფა.
წყაროები
Abuladze I., Old Georgian Dictionary (materials), Tbilisi, 1973, 93, 129 (in Georgian).
Chubinashvili D., Georgian-Russian Dictionary, 2nd Edition, prepared for printing and foreword enclosed
by A. Shanidze, Tbilisi, 1984, 107, 138, 322, 645, 671, 908, 1105, 1161, 1264, 1492 (in Georgian).
Davitashvili G., Types of Crime in the Customary Law of Georgia, Tbilisi, 2017, 526 (in Georgian).
Dolidze Is. (Text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. I, Vakhtang VI Law Books Collection,
Tbilisi, 1963, 118-119, 146-147, 165-166, 171, 197, 206, 230, 233, 256, 278, 283-284, 292, 297, 308,
-315, 396, 429, 443, 465, 467, 489, 503, 539, 540, 547 (in Georgian).
Journal of Law, №2, 2019
Dolidze Is. (Text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. II, Secular Legal Monuments (X-XIX
centuries), Tbilisi, 1965, 180-181, 206, 488 (in Georgian).
Dolidze Is. (Text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. III, Ecclesiastical Legal Monuments (XIXIX
centuries), Tbilisi, 1970, 142 (in Georgian).
Dolidze Is. (Text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. V, Court rulings, (XVIII century), Tbilisi,
, 107, 586 (in Georgian).
Dolidze Is. (Text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. VI, Court rulings, (XVIII-XIX centuries),
Tbilisi, 1977, 399, 580-581, 586 (in Georgian).
Giunashvili E. (Text publisher) The Minor Canon Law; prepared for publishing by Elguja Giunashvili,
Tbilisi, 1972, 139 (in Georgian).
Javakhishvili Iv., Works in Twelve Volumes, Vol. VII, Tbilisi, 1984, 217 (in Georgian).
Khizanishvili N. (Urbneli), Selected Works, prepared for printing, enclosed with biographical material
and notes by Is. Dolidze, Tbilisi, 1982, 356, 489, 490 (in Georgian).
Nadareishvili G., Protection of Human Honour and Dignity according to Georgia Feudal Legal Monuments
and Judicial Practice Materials, Journal “Almanach”, 2000, N 14, 55, 62-63 (in Georgian).
Purtseladze D. (Text publisher), David Batonishvili Law, Text published and Research added by D.
Purtseladze, Tbilisi, 1964, 98-100, 109, 62-63, 67, 84-85, 117 (in Georgian).
Sulkhan-Saba Orbeliani, Georgian Dictionary, I, prepared according to Autographic Lists, the study and
index for vocabulary of definitions enclosed by I. Abuladze, Tbilisi, 1991, 159, 204, 408, 439 (in Georgian).
Sulkhan-Saba Orbeliani, Georgian Dictionary, II, prepared according to Autographic Lists, the study and
index for vocabulary of definitions enclosed by I. Abuladze, Tbilisi, 1993, 32, 147 (in Georgian).
Surguladze Iv., For the History of Georgian State and Law, Tbilisi, 1952, 47 (in Georgian).
Surguladze Iv., Sources of History of Georgian Law, Tbilisi, 2000, 224 (in Georgian).
Surguladze N. (Text publisher), The Digest of Justinian, Book One, Tbilisi, 2000, 66 (in Georgian).
Surguladze N. (Text publisher), The Institutes of Justinian, Tbilisi, 2002, 221 (in Georgian).
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .