საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ევროპული სისტემების შედარებითი მიმოხილვა
საკვანძო სიტყვები:
საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, საკონსტიტუციო კონტროლი, არაკონსტიტუციური, ნორმატიული კონტროლი, ევროპული სისტემა, საკონსტიტუციო სასამართლო, ადამიანის უფლებები, ინდივიდუალური სარჩელი.ანოტაცია
სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მრავალფეროვანი მოდელები: ამერიკული დიფუზიური, ავსტრიული, გერმანული, ფრანგული და სხვა. თუმცა ევროპის სასამართლოები და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები ადვილად არ ერგებიან ამგვარ კლასიფიკაციას. სხვადასხვა საკონსტიტუციო სასამართლოებისა და მათი ექვივალენტი ორგანოების მახასიათებლები ევროპის მასშტაბით საკმაოდ კომპლექსურია და რთულია თუნდაც ორი ისეთი სასამართლოს პოვნა, რომელსაც ერთიდაიგივე თვისებები ექნება.
სტატიის ავტორი ასახელებს სამ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც სასამართლოებს ერთმანეთისგან მიჯნავს. ეს კრიტერიუმებია: შემადგენლობის ჩამოყალიბება, იურისდიქციის სახე, გადაწყვეტილებათა ეფექტი. ავტორი ამ კრიტერიუმების შესაბამისად, დეტალურად განიხილავს საკონსტიტუციო კონტროლის ევროპულ სისტემებს და წარმოადგენს საინტერესო დასკვნებს მათ შესახებ.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2018 TSU Publishing House
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .