დანაშაულში თანამონაწილეობის დროს მიზეზობრივი კავშირის საკითხი ქართულ და ანგლოამერიკულ სისხლის სამართალში
საკვანძო სიტყვები:
თანამონაწილეობა, ამსრულებელი, დამხმარე, დანაშაულის ობიექტური მხარე, საფრთხის შემქმნელი დელიქტი, სამოქალაქო აგენტის დოქტრინა, დანაშაულის დაფარვა, მიზეზობრივი კავშირი, დანაშაულის შედეგი, თავისუფალი ნება, condicio sine qua non.ანოტაცია
ქართული სისხლის სამართლის მიხედვით, მიზეზობრივი კავშირი არის ის ობიექტური საფუძველი, რომელზეც თანამონაწილეობის დასჯადობა ეფუძნება. ანგლოამერიკული სისხლის სამართალი დანაშაულში თანამონაწილეობის დასადგენად მიზეზობრივი კავშირის არსებობას არ ითხოვს. პირის ქმედება შეიძლება თანამონაწილეობად დაკვალიფიცირდეს, თუ მან ხელი შეუწყო ამსრულებლის ქმედების განხორციელებას. ამის მიუხედავად, საერთო სამართლის ქვეყნებში ზოგიერთი ავტორი ზოგადად აღიარებს თანამონაწილეობის მიზეზობრიობას, თუმცა ითხოვს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ერთმანეთისგან გავმიჯნოთ კაუზალური და არაკაუზალური თანამონაწილეები.
წყაროები
გამყრელიძე ო., სისხლის სამართლის პრობლემები, ტ. II, თბ., 2010, 224, 236.
მჭედლიშვილი ქ., სისხლის სამართალი, დანაშაულის გამოვლინების ცალკეული ფორმები, თბ., 2011, 219, 233.
სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, თბ., 2007, 191.
ტურავა მ., სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, თბ., 2013, 90.
წერეთელი თ., სისხლის სამართლის პრობლემები, ტ. II, თბ., 2007, 12, 18, 19, 27.
Ashworth A., Principles of Criminal Law, 5th Edition, 2006, 412, 415.
DresslerJ., Reforming Complicity Law, Trivial Assistance as Lesser Offence, Ohaio State Journal of Criminal Law, Vol. 5:427, 439, 447, 448.
Gardner J., Complicity and Causality, 1 CRIM. L. & PHIL. 127, 2007, 14.
Kreutzer J., Complicity and Repentance, Reexamining Complicity in the Light of Attempt Doctrine, NY Journal of Law and Liberty, Vol. 3:155, 2008, 4, 5.
Lippman M., Contemporary Criminal Law, Concepts, Cases and Controversies, Sage Publications, 2007, 158.
Moore M., Causing, Aiding and Superfluity of Accomplice Liability, 156 U. PA. L. REV., 395, 2007, 55.
Yager Daniel., Helping, Doing and the Grammar of Complicity, 15 Crim. Just. Ethics, 1996, 25.