მარწმუნებლის ქონების პრეზუმფცია კერძო სამართლის დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში

ავტორები

  • რევაზ ფუტკარაძე

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.2.2025.10700

საკვანძო სიტყვები:

მარწმუნებელი; რწმუნებული; რწმუნებულის კრედიტორი; მარწმუნებლის ქონება და უფლებები; პრეზუმფცია; დავალება; საკუთრების მინდობა; კომისიის ხელშეკრულება.

ანოტაცია

როგორც სამოქალაქო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში, ისე სამოქალაქო საპროცესო სამართალში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება პრეზუმფციების კატეგორიას. დოქტრინაში ცნობილია და სასამართლო პრაქტიკაც იყენებს ორგვარ პრეზუმფციას - იურიდიულ, ანუ სამართლებრივ პრეზუმფციას და ფაქტობრივ ანუ სასამართლოსმიერ პრეზუმფციას. პრეზუმფციის მნიშვნელოვან როლს ერთი მხრივ, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ზუსტი კვალიფიკაცია, მეორე მხრივ, მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების აუცილებლობა  განაპირობებს.

წინამდებარე კვლევის საგანი ვიწროა. კვლევის საგანს არ წარმოადგენს სამართალში არსებული პრეზუმფციების კატეგორიის სრული ანალიზი. ეს შეუძლებელიც არის სტატიის ფარგლებში. ამასთან, კვლევის საგნად შერჩეული იქნა ერთ-ერთი იურიდიული პრეზუმფცია - მარწმუნებლის ქონების პრეზუმფცია კერძო სამართალში, რომლის შემცველი დანაწესიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (მუხლი 716-ე) მრავალსახოვანი ნორმაა, რაც განაპირობებს ნორმით რეგულირებული ურთიერთობის კვალფიკაციის სირთულეს. ქართულ სამართალში ამ პრობლემის ცალკე აღებული კვლევა არ განხორციელებულა, თუმცა ცხოვრება ცხადყოფს საკუთარი სახელით, მაგრამ მარწმუნებლის ხარჯზე წარმოშობილი ურთიერთობების პრაქტიკულ მნიშვნელობას. ნორმის სწორი გამოყენება კი, შეუძლებელია სათანადო მეცნიერული კვლევების არსებობის გარეშე. აქედან გამომდინარე კი, კვლევის მიზანია დადგინდეს მარწმუნებლის ქონების პრეზუმფციის შესახებ დანაწესის ზუსტი იურიდიული მნიშვნელობა, მოქმედების ფარგლები, ნორმის ადრესატი, ნორმის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი, ის, თუ ვის ინტერესებს იცავს მოცემული ნორმა. აღნიშნული პრობლემის კვლევის შედეგად

განისაზღვრება ნორმით გათვალისწინებული ინსტიტუტის ფუნქციური დანიშნულება, შემთხვევები, რომელთა მიმართაც არის დასაშვები ნორმის გამოყენება, ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობები, რაც შესაძლებელს გახდის მის სწორ შეფარდებას სასამართლოების მიერ, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და განავითარებს კერძო სამართლის დოქტრინას.

ავტორის ბიოგრაფია

რევაზ ფუტკარაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, ადვოკატი.

წყაროები

1. Civil Code of Georgia, 26/06/1997. (In Georgian.)

2. Convention on the “Representation of the International Trade of Goods”, 17/02/1983.

3. Law of Georgia on Entrepreneurs, 02/08/2021. (In Georgian.)

4. The Civil Procedure Code of Georgia, 14/11/1997. (In Georgian.)

5. Gotua, L., Some Legal Aspects of the Regulation of Factoring in Georgia, “Law Journal,” No. 2, 2018, p. 24. (In Georgian)

6. Rusiashvili, G., “Contract for the management of another’s affairs (Geschaftsbesorgungsvertrag) and fiduciary ownership”, Georgian German Journal of Comparative Law, https://lawjournal.ge/3244235235-2/ [25.09.2025]. (In Georgian.)

7. Skhirtladze, K., Legal Regulation of the Commission Contract, David Aghmashenebeli University of Georgia, Seminar Paper in Research Skills, Doctoral Program in Law, Tbilisi, 2022, p. 12. (In Georgian.)

8. Supreme Court of Georgia, Civil Cases Chamber, Ruling of 30 April 2018, Case #ას-260-248-2017. (In Georgian.)

9. Supreme Court of Georgia, Civil Cases Chamber, Ruling of 31 July 2017, Case #ას-712-665-2017. (In Georgian.)

10. Supreme Court of Georgia, Civil Cases Chamber, Decision of 13 December 2013, Case #ას-398-377-2012. (In Georgian.)

11. Tbilisi City Court, Civil Cases Panel, Default Decision of 14 November 2023, Case #2/23757-22. (In Georgian.)

12. The principles of European Contract Law (PECL).

13. German Commercial Code, 10/05/1897.

14. Commercial code of France, 18/09/2000.

15. Canaris C.-W., Handelsrecht, München: C.H. Beck, 2001.

16. Gernhuber J., Das Schuldverhältnis. Tübingen, 1989.

17. Koller I., Kindler P., Roth W.-H., Drüen K.-D., Handelsgesetzbuch: Kommentar, 9. Aufl., C.H. Beck 2019.

18. Larenz K., Lehrbuch des Schuldrechts. 14. Aufl. München, 1987.

19. Larenz K., Wolf M., Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts. 8. Aufl. München, 1997.

20. Leloup J.–M., Les agents commerciaux. Statuts juridiques. Strategies professionelles. Paris: DELMAS, 1993.

21. Lieder J., Wüstenberg T., Kommissionsgeschäft und Forderungszuordnung – Dogmatische Grundsatzfragen des §392 Abs. 2 HGB, JURA 2016.

22. Schmidt K., Gesellschaftsrecht, 5. Aufl., 2022.

23. Schmittgoff C., Agency in International Trade. Collected Courses of the Hague Academy of International Law, vol. 129, 1970.

24. Shubert C., Münchener Kommentar zum BGB, 10 Auflage. 2025.

25. Tuhr A., Allgemeiner Teil des schweizerischen Obligationenrechts. Tübingen, 1924, Halb bd 1.

26. Vilkova, N. G., Contract Law in International Circulation, Moscow, Statut, 2002, pp. 221–222; 273–274. (In Russian.)

27. Zimmermann R., The Law of Obligations, Oxford University Press, 1996.

28. Zweigert K., Kötz H., Einführung in die Rechtsvergleichung, 3. Aufl. Tübingen, 1996.

29. Buzbakh, V.V., Puchinsky, V. K., Ed., Civil and Commercial Law of Foreign Countries, textbook, Moscow, MCFER, 2004, pp. 210–211. (In Russian.)

30. Oberlandesgericht Köln, Urteil vom 16.09.2010 – 18 U 87/09.

31. Oberlandesgericht München, Beschluss vom 25.01.2017 – 34 Wx 359/16.

32. BGH Urteil vom 12. März 2003 – VIII ZR 179/02.

გამოქვეყნებული

2025-12-30

როგორ უნდა ციტირება

ფუტკარაძე რ. (2025). მარწმუნებლის ქონების პრეზუმფცია კერძო სამართლის დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში. სამართლის ჟურნალი, (2). https://doi.org/10.60131/jlaw.2.2025.10700

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.