ადამიანის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი
DOI:
https://doi.org/10.60131/jlaw.2.2024.8323საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, ადამიანის უფლებები, ხელოვნური ინტელექტის შესახებ კონვენცია.ანოტაცია
წარმოდგენილი სტატია ეხება ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. ამ თემასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი სამეცნიერო განხილვებისა და კამათის საგანია, თუმცა სტატიის მიზანი საკითხის ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან შესწავლაა. წინამდებარე კვლევის ფარგლებში დასმული მთავარი კითხვაა, ახდენს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანის უფლებებზე ნეგატიურ გავლენას და რამდენად რეალურია ეს საფრთხე საქართველოში. სტატიის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პროგრესული პირმშო, არათუ ინდივიდების პერსონალური მონაცემების გამჟღავნების და არალეგიტიმური მიზნებით, არაპროპორციულად დიდი ოდენობის მონაცემთა დამუშავების საფრთხეს ქმნის, არამედ, უარყოფით გავლენას ახდენს არაერთი სხვა უფლების და თავისუფლებით სარგებლობაზე. ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მარტივად შესაძლებელი ხდება ისეთი უფლებების არალეგიტიმური და არაპროპორციული შეზღუდვა, როგორიცაა გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, გაერთიანების უფლება, შრომის უფლება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, საარჩევნო უფლება, თანასწორობის უზრუნველყოფა და ა.შ. უფლებებზე ნეგატიური გავლენის კვლევის გარდა, სტატია მიმოიხილავს იმ მინიმალურ ევროპულ სტანდარტებს, რაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს, ასევე სტატიაში განხილულია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მათი მხრიდან ადამიანის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტის ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების თაობაზე. სტატიაში საკითხები შესწავლილია შედარებითი კვლევის მეთოდით. სტატია ასევე გამოკვეთს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების კუთხით არსებულ გამოწვევებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებული ტემპის კვალდაკვალ, ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტების და მბოჭავი რეგულაციების დადგენა საქართველოში აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესში ერთის მხრივ დადებითი ეფექტის და პოზიტიური შედეგების გამოყენება და მეორეს მხრივ არ მოხდეს ამ ტექნოლოგიების მეშვეობით არალეგიტიმურად, უხეშად და არა პროპორციულად ადამიანის უფლებებით დაცულ სფეროებში ჩარევა.
წყაროები
References are not available in English.
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .