ქურდობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული „მრავალფერი“ დანაშაული
DOI:
https://doi.org/10.60131/jlaw.2.2023.7691საკვანძო სიტყვები:
პარვა, ქურდობა, ქონებრივი საზღაური, საზღური შვიდეული.ანოტაცია
ვახტანგ ბატონიშვილის სამართლის წიგნში აღნიშნულია, რომ ქურდობა „ბევრი რიგის“ და „მრავალფერი“ არის. ძველ ქართულ სამართალში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე მსგავსი სახის დანაშულია, ძარცვა, მეკობრეობა, ქურდობა. სამივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვისი საკუთრების მითვისებას. ძარცვის და მეკობრეობისაგან განსხვავებით ქურდობა არ წარმოადგენდა ძალადობით ჩადენილ აშკარა ქმედებას. ძველ ქართულ სამართალში არსებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით ქურდობის სხვადასხვა სახე პირობითად შეიძლება დავყოთ დანაშაულის ძირითად, კვალიფიციურ და პრივილეგირებულ შემადგენლობად. კვალიფიციური ქურდობის შემთხვევაში უმეტესად საქმე მეფის კარზე განიხილებოდა და ქურდს სიკვდილით სჯიდნენ, ან დამასახიჩრებელ სასჯელს იყენებდნენ. ქურდობის ძირითადი შემადგენლობის სასჯელი ქონებრივი საზღაურის სახის იყო, რომელიც განისაზღვრებოდა მოპარაული ნივთის ღირებულების მიხედვით. სამართლის წყაროებში გვხვდება ნივთის ღირებულების ორმაგი, სამმაგი, ხუთმაგი, შვიდმაგი ოდენობის ანაზღაურება. უმეტესად შვიდმაგი ოდენობის გადახდა იყო დაწესებული, საიდანაც ქონებრივი საზღაურის ორმაგი წილი დაზარალებულს გადაეცემოდა, დანარჩენი კონკრეტულ მოხელეს, ან ზოგადად სახელმწიფოს. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ძველ ქართულ სამართალში ქურდობის შესახებ არსებული ნორმების უმეტესობა კერძო და საჯარო ინტერესის დაცვისკენ არის მიმართული. კერძო ინტერესის დაკმაყოფილება ნივთის მესაკუთრესთვის საზღაური შვიდეულის ორი წილის გადაცემით ხდებოდა, ხოლო სახელმწიფოს დანარჩენი ნაწილი ეკუთვნოდა.
წყაროები
Gabidzashvili E., Gyunashvili E., Dalakadze M., Ninua G. (publishers of the text), Great Law of God (Didi Sjuliskanoni), 1975, 176 (in Georgian).
Gyunashvili E. (publishers of the text), Minor Law of God (Mtsire Sjuliskanoni), 1975, 120, 176 (in Georgian).
Davitashvili G., Types of crimes in Georgian Common Law, Tbilisi, 2017, 456, 507-508, 493, 478, 488 (in Georgian).
Dolidze I. (text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. I, Vakhtang VI Law Books Collection, Tbilisi,1963, 141, 201, 202, 203, 303, 304, 310, 394, 419, 420, 448, 449, 461, 463, 467, 469, 470, 472, 480, 519, 520, 544 (in Georgian).
Dolidze I. (text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. II. Secular legislative monuments (X-XIX centuries), Tbilisi, 1965, 22, 23, 38, 142, 204, 206, 210, 277, 311, 323, 411, 496, 524, 559 (in Georgian).
Dolidze I. (text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. III, The Monuments Ecclesiastics (XI-XIX century), Tbilisi, 1970, 584, 840, 841, 880 (in Georgian).
Dolidze I. (text publisher), Georgian Legal Monuments, Vol. IV, Court Decisions (XVI-XVIII century). Tbilisi, 1972, 54, 83, 84, 245, 251, 625, 638 (in Georgian).
Vacheishvili Al., Essays from the History of Georgian Law, Vol. II, 1948, 52 (in Georgian).
Nadareishvili G., Private and Public Punishments in Feudal Georgia, "Almanac" journal, 2000, No. 14, 112 (in Georgian).
Sulkhan-Saba Orbeliani, Georgian Dictionary, I. prepared according to Autographic Lists, Study and the Index Part included by Abuladze I., Tbilisi, 1991, 40, 207, 490, 461, 388, 581 (in Georgian).
Surguladze Iv., From the History of Georgian State and Law, Tbilisi, 1963, 51-53 (in Georgian).
Surguladze N., Institutes of Justinian, 2002, 204-205 (in Georgian).
Purtseladze D., David Batonishvili Law (published the text and added research), Tbilisi 1964, 71, 105-106 (in Georgian).
Chubinashvili D., Georgian-Russian Dictionary, 2nd Edition, prepared for Printing and Foreword by Shanidze A., Tbilisi, 1984, 8, 228, 442, 628, 645, 699, 775, 946, 1005, 1153, 1289, 1781 (in Georgian).
Khizanashvili N. (Urbneli), Selected Writings, Prepared according to Autographic Lists, Study and the Index Part included by Dolidze I., Tbilisi, 1982, 496, 502 (in Georgian).
Javakhishvili Iv., Works in Twelve Volumes, Vol. VII, 1984, 227-228, 232 (in Georgian).
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .