საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის ინსტიტუტების საიდუმლო საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობის პრობლემები

ავტორები

  • ლევან ალაფიშვილი

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2023.7070

საკვანძო სიტყვები:

დემოკრატიული მმართველობა, უსაფრთხოება, საიდუმლოება, საპარლამენტო ზედამხედველობა, უფლებამოსილების დელეგირება, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, ანგარიშვალდებულება.

ანოტაცია

დემოკრატიული მმართველობა პარლამენტისადმი აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ეფუძნება. ხალხის აბსოლუტური ლეგიტიმაციის მქონე წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიულ გარემოს და მტავრობის ეფექტურ ანგარიშვალდებულებას. პარლამენტისადმი მთავრობის ანგარიშვალდებულების ეფექტური სისტემა ხალხისადმი მთავრობის ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს. მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობა არის ძალაუფლების წყაროსადმი, მოქალაქებისადმი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების კონსტიტუციური ვალდებულება.

აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი და გადაწყვეტილებები დაკავშირებულია საიდუმლო საქმიანობასთან და დოკუმენტებთან. საიდუმლოების საკანონმდებლო მოწესრიგება და მთავრობისთვის უფლებამოსილების დელეგირება ან ავტორიზაცია არის  პარლამენტის კონსტიტუციური ექსკლუზიური უფლებამოსილება.

მთავრობის საიდუმლო საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობას ვერ უზრუნველყოფს პარლამენტი, რომლის წევრებს არ აქვთ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ან პარლამენტის წევრების სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების საკითხის გადაწყვეტა გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის. პარლამენტის წევრების სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების საკითხის მოწესრიგების შეუზღუდავი დელეგირება მთავრობისთვის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ნიშნავს ხელისუფლების დანაწილებისა და პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულების დარღვევას, რაც პარლამენტს ართმევს მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობის საშუალებას.

            ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების მომწესრიგებელი გარემოს და სახელმწიფო საიდუმლოების მართვის ნორმატიული მოწესრგების უფლებამოსილების დელეგირების ანალიზი.

            მთავრობის საიდუმლო საქმიანობის საპარლამენტო ზედამხედველობის ქართული და უცხოური გამოცდილების შედარებით ნაშრომში სამსჯელოდ გამოკვეთილია პარლამენტის წევრთა საიდუმლოებასთან დაშვების მოწესრიგების პრობლემები და მოცემულია მთავრობის საიდუმლო საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობის აქტუალური საკითხების გადაწყვეტის მოსაზრებები.

ავტორის ბიოგრაფია

ლევან ალაფიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, კომპანია Lexica-ს მმართველი პარტნიორი, ადვოკატი.

წყაროები

Constitution of Georgia, Newsletter of the Parliament of Georgia, 31-33, 24/08/1995.

Organic Law of Georgia "On Normative Acts", Lgisltative Herald of Georgia, 33, 09/11/2009.

Law of Georgia "On State Secrecy", Legislative Herald of Georgia, 12/03/2015.

The Law of Georgia "On the Structure, Powers and Procedures of the Government of Georgia", Legislative Herald of Georgia, 3, 13/02/2004.

Rule of Procedure of the Parliament of Georgia, Legislative Herald of Georgia website, 06/12/2018.

Decree of September 24, 2015 No 507 of the Government of Georgia “on approval of normative acts related to the implementation of the Law of Georgia "On State Secrets", Legislative Herald of Georgia, 29/09/2015.

Montesquieu Ch., The Spirit of Laws, Tbilisi, 1994, 180-181 (in Georgian).

Alaverdashvili G., Security Sector Oversight in the American Congress, Tbilisi, 2023, https://gyla.ge/ge/post/usafrtkhoebis-seqtorze-kontroli-amerikis-kongresshi#_ftn14 [12.05.2023].

Gonashvili V., Eremadze K., Tevdorashvili G., Kakhiani G., Kverenchkhiladze G., Chigladze N., Introduction to Constitutional Law, Tbilisi, 2016, 16 (in Georgian).

Honore T., About Law: An Introduction, Tbilisi, 2018, 36 (In Georgian).

Kublashvili K., First Government – Parliaments and Parliamentarism, Tbilisi, 2022, 24 (in Georgian).

Khubua G., Theory of Law, Tbilisi, 2015, 42, 55 (in Georgian).

Pirtskhalaishvili A., Mirianashvili G., Fundamentals of State Organization of Georgia, Tbilisi, 2018, 53 (in Georgian).

Schierkolk N.Y., Parliamentary Access to Classified Information, Geneva, 2018, 22-23.

Decision of February 11, 2021 No.1/1/1505,1515,1516,1529 of the Constitutional Court of Georgia in the case "Paata Diasamidze, Giorgi Chitidze, Eduard Marikashvili and Lika Sajaia against the Parliament of Georgia and the Government of Georgia".

Decision of August 2, 2019 No.1/7/1275 of the Constitutional Court of Georgia in the case "Alexandre Mdzinarashvili v. National Communications Commission of Georgia".

Decision of July 20, 2016 No.3/3/763 of the Constitutional Court of Georgia in the case "Group of members of the Parliament of Georgia - Davit Bakradze, Sergo Ratiani, Roland Akhalaia, Giorgi Baramidze and others, a total of 42 members of parliament - against the Parliament of Georgia’’.

Congressional Oversight Manual, 2021.

Public access to information and secrecy, Stockholm, 2020.

State Secrets and Classified Information of Foreign States Act. https://www.riigiteataja.ee/en/eli/503072018009/consolide [12.05.2023].

Public Access to Information and Secrecy Act (2009:400) (in Swedish) http://www.riksdagen.se/sv/dokument-lagar/dokument/svensk-forfattningssamling/offentlighets--och-sekretesslag-2009400_sfs-2009-400 [12.05.2023].

Public Access to Information and Secrecy Ordinance (2009:641) (in Swedish). http://www.riksdagen.se/sv/dokument-lagar/dokument/svensk-forfattningssamling/offentlighets--och-sekretessforordning-2009641_sfs-2009-641 [12.05.2023].

Rule Of Law Checklist, European Commission For Democracy Through Law (Venice Commission), Venice, 11-12 March 2016, https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2016)007-e [12.05.2023].

Respect for Democracy, Human Rights and the Rule of Law During States of Emergency – Reflections, European Commission for Democracy Through Law (Venice Commission), Strasbourg, 26 May 2020, https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2020)005rev-e# [12.05.2023].

Government’s Openness Rating, World Justice Project https://worldjusticeproject.org/rule-of-law-index/country/2022/ [12.05.2023].

Freedom of World Press Index https://rsf.org/en/index [12.05.2023].

Rating of Information Accessibility https://www.rti-rating.org/country-data/ [12.05.2023].

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-30

როგორ უნდა ციტირება

ალაფიშვილი ლ. (2023). საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის ინსტიტუტების საიდუმლო საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობის პრობლემები. სამართლის ჟურნალი, (1), 205–221 (Geo) 179. https://doi.org/10.60131/jlaw.1.2023.7070

გამოცემა

სექცია

სტატიები