საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ეროვნული კანონდებლობის და ევროპული კონვენციის კონტინუუმში

ავტორები

  • ირინა ბათიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.2.2021.3617

საკვანძო სიტყვები:

რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის განზომილებები, მათი შეზღუდვის მიზნები და ჩარევის ლეგიტიმური ფორმები.

ანოტაცია

საქართველოს კონსტიტუციით თითოეულ ადამიანს აქვს უფლება სწამდეს ღმერთი, აირჩიოს და აღიაროს ნებისმიერი რელიგია, რწმენა თუ მსოფლმხედველობა, გააზიაროს თავისი შეხედულებები, იცხოვროს და იმოქმედოს მათ შესაბამისად. ადამიანი, როგორც განუმეორებელი ყოფიერი, რომელიც არის თავის თავის შესაძლებლობათა მთელი სპექტრი, წარმოადგენს ექსისტენცის ფილოსოფიის საგანს. ამ ფილოსოფიაში სინდისი წარმოადგენს ადამიანური ყოფიერების ექსისტენციალურ მახასიათებელს და იგი ფუნდამენტური ზნეობრივი კატეგორიაა.

აუცილებელია, რომ რწმენის გაცხადებისა და აღმსარებლობის გამოხატვის ფორმები შეთავსებადი იყოს ადამიანის ღირსებისა და ხელშეუხებლობის ფუნდამენტურ პრინციპებთან.

სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა დაცვის დროს აქვთ მოქნილობის გარკვეული ზღვარი, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო სამართლით დადგენილ შეზღუდვებს. ამგვარი მოქნილობის არსებობა ვერ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტებს თუ სახელმწიფოს დისკრეცია, ძირითად უფლებათა შეზღუდვა და მის მიერ გამოყენებული „უფლებამოსილებათა ზღვარი“ დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შეზღუდვის მიზნების ჩამონათვალი ბევრად ვიწროა, ვიდრე ევროპულ კონვენციაში, რომლის მონაწილეა ქართული სახელმწიფო და რომლის შესაბამისად ხდება საქმეთა განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ევროპული კონვენციისებური ვერსია დამატებითი ფარია ამ მნიშვნელოვანი ძირითადი უფლების დასაცავად, რომელიც თუ ვერ გადალახა სახელმწიფომ, მისი ქმედება უფლების შელახვად აღიქმება. აღნიშნული ნაშრომით შესაძლებელია დანახულ იქნეს დაპირისპირებულ ინტერესებთან მიმართებაში სამართლიანობის ბალანსსა და საერთაშორისო პრაქტიკას შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი წონასწორობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესახებ სახელმძღვანელოს „აზრის სინდისის და რელიგიის თავისუფლება“ თანახმად თითოეულ სახელმწიფოს უფლება აქვს, შეამოწმოს ახორციელებს თუ არა აშკარად რელიგიური მიზნების მქონე მოძრაობა ან გაერთიანება მოსახლეობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დამაზიანებელ აქტივობებს. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება აქვს გაატაროს პრევენციული ზომები სხვათა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

აქედან გამომდინარე, ძირითადი უფლებების განმარტებისათვის და სახელმწიფოს მიერ უფლებათა შეზღუდვის გამოყენებისას უმჯობესია ერთმნიშვნელოვნად დაცულ იქნეს ევროპული კონვენციის სტანდარტი.

 

 

ავტორის ბიოგრაფია

ირინა ბათიაშვილი

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის წევრი, 2017 წლიდან - 2021 წლის ჩათვლით ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.

წყაროები

Constitution of Georgia, Departments of the Parliament of Georgia, 31-33, 24/08/1995.

Demetrashvili A., Gogiashvili G., Constitutional Law, Tbilisi, 2016, 97, 102-103 (in Georgian).

Dickson B., The United Nations and Freedom of Religion, International and Comparative law Quarterly, Cambridge University Press, Vol. 44, № 2, 1995, 332.

Heidegger M., Sein und Zeit, Tevzadze G. (trans.), Tbilisi, 2019, 1-917, 413 (in Georgian).

Institute for Development of Freedom of Information, Freedom of Information Guide, 1st ed., Tbilisi, 2012, 7 (in Georgian).

Korkelia K., Izoria L., Kublashvili K., Khubua G., Comments on the Constitution of Georgia, Basic Human Rights and Freedoms, Tbilisi, 2005, 117 (in Georgian).

Kublashvili K., Human Rights, Tbilisi, 2003, 78-79, 137-138 (in Georgian).

Nietzsche F., On the Genealogy of Morality, Writings in two volumes, Vol. 2, Publishing House “Thought”, Moscow, 1990 (in Russian).

Sajó A., Limiting Government: An Introduction to Constitutionalism, Tbilisi, 2003, 2-4, 248 (in Georgian).

Decision of December 14, 2018 № 3/1/752 on the case: “(NNLE) "Green Alternative" v. Parliament of Georgia” of Constitutional Court of Georgia.

Decision of June 26, 2012 № 3/1/512 on the case: “Danish citizen Heike Kronkvist v. Parliament of Georgia” of Constitutional Court of Georgia.

Decision of December 22, 2011 № 1/1/477 of Constitutional Court of Georgia.

Decision of March 11, 2004 № 2/1/241 of Constitutional Court of Georgia.

Gavrilă Baciu v. Romania, [17/9/2013] ECHR (Third Section), Application no. 76146/12.

Handyside v United Kingdom, [07/12/1976] ECHR, Application no. 5493/72.

Leyla Şahin v. Turkey, [10/11/2005] ECHR, Application no. 44774/98, https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-70956%22]} [12.01.2021].

Metropolitan Church of Bessarabia and Others v. Moldova, [13/12/2001] ECHR, Application no. 45701/99.

S.A.S. v. France, [01/07/2014] ECHR, Application no. 43835/11.

Dictionary of the English Language, 5th ed., American Heritage, 2011, https://www.thefreedictionary.com/proselytism [27.01.2022].

-Ologies & -Isms, 2008, https://www.thefreedictionary.com/proselytism [27.01.2022].

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-03-02

როგორ უნდა ციტირება

ბათიაშვილი ი. (2021). საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ეროვნული კანონდებლობის და ევროპული კონვენციის კონტინუუმში. სამართლის ჟურნალი, (2), 20–36 (Geo) 18. https://doi.org/10.60131/jlaw.2.2021.3617

გამოცემა

სექცია

სტატიები