მინორიტარი აქციონერის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები საერთაშორისო შერწყმის დროს ევროკავშირის სამართლის მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.48614/jlaw.2.2020.69-89საკვანძო სიტყვები:
მინორიტარი აქციონერი, საერთაშორისო შერწყმა, დაცვის სამართლებრივი მექანიზმი, სათანადო დაცვის უზრუნველყოფა, ადეკვატური ფულადი კომპენსაცია.ანოტაცია
მინორიტარი აქციონერის დაცვა საერთაშორისო შერწყმის დროს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, რომლის მოგვარებას მისი მესვეურები თანდათანობით და ეტაპობრივად ცდილობენ. საერთაშორისო შერწყმის გარიგებების ევროკავშირის დონეზე რეგულირების ევოლუციური განვითარება გვიჩვენებს, რომ მინორიტარი აქციონერებისთვის სათანადო დაცვის უზრუნველყოფა 2005 წელს ჯერ წევრ სახელმწიფოებს დააწვათ მხრებზე, ხოლო 2019 წელს უკვე თავად ევროკავშირმა აიღო საკუთარ თავზე მინორიტარი აქციონერების ადეკვატური და პროპორციული დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება და დირექტივის მეშვეობით უშუალოდ ევროპული კავშირის დონეზე დაარეგულირა საერთაშორისო შერწყმის დროს მინორიტარი აქციონერის დაცვის ძირითადი სპეციალური მექანიზმი.
სტატია შეეხება საერთაშორისო შერწყმის განხორციელების პროცესში მინორიტარი აქციონერის დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებსაც მინორიტარი აქციონერების დაცვისთვის ევროკავშირის სამართალი ითვალისწინებს. ადეკვატური ფულადი კომპენსაციის მიღების, როგორც მინორიტარი აქციონერის დაცვის მთავარ სპეციალურ მექანიზმთან ერთად სტატიაში განხილული და გაანალიზებულია მინორიტარი აქციონერის დაცვის ტრადიციული მექანიზმები, რომლებითაც სარგებლობა მინორიტარ აქციონერს საკუთარი ინტერესების დასაცავად საერთაშორისო შერწყმის პროცესში შეუძლია.
მინორიტარი აქციონერის დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ფუნქციონირების უკეთესი გაგებისა და გააზრებისთვის ჯერ გამოკვლეულია საერთაშორისო შერწყმის გარიგების სამართლებრივი ბუნება, რომლის განსაზღვრა ისეთი საკითხების შესწავლის გზით მოხდა, როგორებიცაა: საერთაშორისო შერწყმის არსი, მისი მონაწილე მხარეები, შერწყმის ფორმები და გარიგების განხორციელების პროცესი და მხოლოდ ამის შემდეგ სტატიაში განხილულია მინორიტარი აქციონერის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები.
წყაროები
Association Agreement between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part, 27/06/2014.
Commission of the European Communities, Proposal for a Directive of the European Parliament and of the Council on Cross-border Mergers of Companies with Share Capital, COM(2003) 703 final 2003/0277 (COD) Brussels, 18.11.2003, 3.
Commission of the European Communities, Proposal for Tenth Council Directive based on Article 54 (3) (g) of the EEC Treaty concerning Cross-border Mergers of Public Limited Companies, Bulletin of the European Communities Supplement 3/85, 1985, 1-23.
Directive (EU) 2019/2121 of the European Parliament and of the Council of 27 November 2019 amending Directive (EU) 2017/1132 as regards Cross-border Conversions, Mergers and Divisions (Text with EEA relevance), O J L 321, 12.12.2019, 1-44.
Directive (EU) 2017/1132 of the European Parliament and of the Council of 14 June 2017 relating to Certain Aspects of Company Law (Codification), (Text with EEA relevance) OJ L 169, 30.6.2017, 46-127.
Directive 2005/56/EC of the European Parliament and of the Council of 26 October 2005 on Cross-border Mergers of Limited Liability Companies, (Text with EEA relevance), OJ L 310, 25.11.2005, 1-9.
Draft of the Convention on International Merger of Sociétés Anonymes and Report on the draft Convention on the International Merger of Sociétés Anonymes, Submitted to the Council by the Commission on 29 June 1973, The Bulletin of the European Communities, 7/8, Vol. 6, 1973, Supplement 13/73, 2-123.
Proposal for a Directive of the European Parliament and of the Council Amending Directive (EU) 2017/1132 as regards Cross-border Conversions, Mergers and Divisions, COM/2018/241 final, 2018/0114 (COD), Brussels, 25.4.2018, 2.
Vertrag zur Gründung der Europäischen Wirtschaftsgemeinschaft, Rom, den 25. März 1957, EUR-Lex Document (CELEX number) 11957E/TXT, Art. 220.
Alavi H., Khamichonak T., Protection of dissenting shareholders in the EU Cross-border Mergers Framework: A Call for further Harmonization?, Trames Journal of the Humanities and Social Sciences Vol. 21, Iss. 3, 2017, 215-232.
Alavi H., Khamichonak T., To Be or not to Be; the EU Cross-border Mergers Framework and Harmonization of Dissenting Shareholder’s Rights, Hungarian Journal of Legal Studies, Vol. 58, Iss. 3, 2017, 314.
Gerven D., Community Rules Applicable to Cross-border Mergers, In Book: Gerven D. (ed.), Cross-border Mergers in Europe, Vol. 1, Cambridge Univ. Press, New York, 2010, 4, 6, 15, 16-17.
Grundmann S., European Company Law: Organization, Finance and Capital Markets, 2nd ed., Intersentia, Antwerpen, 2012, 476, 487-488.
Knapp V., Cross Border Mobility: What do We Need in Practice?, ERA Forum: Journal of the Academy of European Law, Vol. 19, Iss. 1, 2018, 68.
Lazíková J., Belková L., lková Z., Ďurkovičová J., Cross-border Mergers – the Concept and its Implementation into the Legal Order of the Slovak Republic, EU Agrarian Law, Vol. 2, Iss. 2, 2013, 55.
Papadopoulos Th., Reviewing the Implementation of the Cross-Border Mergers Directive, In Book: Papadopoulos Th. (ed.), Cross-Border Mergers: EU Perspectives and National Experiences, Studies in European Economic Law and Regulation, Vol. 17, Springer, Cham, 2019, 7-8, 13, 14.
Seretakis A., Appraisal Rights in the US and the EU In Book: Papadopoulos Th. (ed.), Cross-Border Mergers: EU Perspectives and National Experiences, Studies in European Economic Law and Regulation, Vol. 17, Springer, Cham, 2019, 70-71.
Siems M. M., The European Directive on Cross-Border Mergers: An International Model?, Colum. J. Eur. L., Vol. 11, 2005, 169.
Ventoruzzo M., Cross-border Mergers, Change of Applicable Corporate Laws and Protection of Dissenting Shareholders: Withdrawal Rights under Italian Law, European Company and Financial L. Rev., 2007, Vol. 4, Iss. 1, 47-75.
Vermeylen J., The Cross-Border Merger Directive, In Book: Vermeylen J., Velde I. V. (eds.), European Cross-Border Mergers and Reorganisations, Oxford Univ. Press, New York, 2012, 1.01.
Wyckaert M., Geens K., Cross-border Mergers and Minority Protection: An Open-Ended Harmonization, Utrecht L. Rev., Vol. 4, Iss. 1, 2008, 45, 49-50.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .