შრომის სამართლის განვითარება ევროინტეგრაციული პროცესების ფონზე
საკვანძო სიტყვები:
შრომის კოდექსი, ასოცირების შეთანხმება (AA), DCFთA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე), ასოცირების დღის წესრიგი, სამართლებრივი ჰარმონიზაცია, PCA (პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება), ENPAP (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქ. გეგმა).ანოტაცია
2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას (AA). შეთანხმება განსაზღვრავს ვალდებულებებს, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს შრომის სამართლის სფეროში. აღსანიშნავია, რომ შრომის სამართალი არ არის მხოლოდ მიმდინარე დღის წესრიგი ევროპული ინტეგრაციის ფორმატში. ევროპული სტანდარტების დინამიკური და ეტაპობრივი აპროქსიმაციის საკითხი პერმანენტულად განიხილებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ძალაში შესვლის დროიდან – 1999 წლიდან.
სტატიაში შესწავლილია შემდეგი საკითხები:
1. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები: აქ, პირველად, წარმოდგენილია ასოცირების შეთანხმების დებულებების თეორიული ინტერპრეტაცია; შრომის სფერო გააზრებულია DCFთA-ისა (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში. აგრეთვე, განხილულია ასოცირების დღის წესრიგისა და ეროვნული წლიური გეგმების მიდგომებიც;
2. შრომის სამართლის აპროქსიმაციის დინამიკა ევროინტეგრაციული პროცესების ხელშემწყობი ნორმატიული გარემოს ფონზე: პირველად სისტემატიზებულია ევროპული ინტეგრაციის ფონზე შრომის სამართლის სფეროში განხორციელებული სამართლებრივი აპროქსიმაციის ყველა ეტაპი, რაც მოიცავს პერიოდს PCA-იდან AA-ამდე, მათ შორის ეროვნული ჰარმონიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა და ENP AP-ის (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის) შესრულების პერიოდებს, ევროკომისიის ყოველწლიური შეფასების ანგარიშებს და სხვ.