ცოლ-ქმრის მკვლელობა ძველ ქართულ სამართალში

ავტორები

  • Medea Matiashvili

საკვანძო სიტყვები:

ქმრის მკვლელობა, ცოლის მკვლელობა, მეუღლის მკვლელობა, მრუში ცოლის მკვლელობა, უბრალო/უდანაშაულო ცოლის მკვლელობა, ქმრის უფლება ცოლზე, ცოლის დასჯა, ზნეობრივი დანაშაული, მრუშობა, ვირზე შესმა, ჩაქოლვა.

ანოტაცია

წინამდებარე სტატია ეხება ცოლ-ქმრის მკვლელობის საკითხს ძველ ქართულ სამართალში. ნაშრომის მიზანია: დაადგინოს, თუ როგორ რეგულირდებოდა ცოლის/ქმრის მკვლელობა ძველ ქართულ სამართალში, განისაზღვროს ამ დანაშაულის ამკრძალავი შესაბამისი ნორმები და გამოიკვეთოს მეუღლეთა პასუხისმგებლობა. ამ მიზნის მისაღწევად შესწავლილია სამართლის პირდაპირი (პოზიტიური, საეკლესიო და ჩვეულებითი სამართლის ნორმები) და არაპირდაპირი (ჰაგიოგრაფიული და ისტორიული ძეგლები) წყაროები. შედეგად დადგენილია, რომ, ძველი ქართული მიხედვით, ცოლის/ქმრის მკვლელობა დანაშაულია. პოზიტიური სამართალი იცნობს როგორც ცოლის მკვლელობის ზოგად შემადგენლობას, ისე ცალკე გამოყოფს მრუში ცოლის მკვლელობის საკითხს (დანაშაულზე წასწრებისა და ამ მოტივით ჩადენილი დანაშაულების ჩათვლით). დანაშაულია ქმრის მკვლელობა. ამ სახეს იცნობს ვახტანგ VI-ის სამართალი და სომხური სამართალი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-07-05

როგორ უნდა ციტირება

Matiashvili, M. (2017). ცოლ-ქმრის მკვლელობა ძველ ქართულ სამართალში. სამართლის ჟურნალი, (1). Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/1802

გამოცემა

სექცია

სტატიები