ელექტროენერგიის დერივატივებით ვაჭრობა (ევროპული ჩარჩოს რეცეფციის ქართული პარადიგმა)

ავტორები

  • აკაკი გაწერელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11890

საკვანძო სიტყვები:

ელექტროენერგიის დერივატივებით ვაჭრობის ქართული მოდელი, ელექტროენერგიის ბირჟა, ფიუჩერსები, ფორვარდები, ოფციონები, სვოპები.

ანოტაცია

სტატია მიმოიხილავს ელექტროენერგიის დერივატივებით საბითუმო ვაჭრობის სამართლებრივ მექანიზმებსა და შესაბამის სავაჭრო პროდუქტებს ევროპული გამოცდილების საფუძველზე. კვლევის ფარგლებში განხილულია ელექტროენერგიის დერივატივების ძირითადი სახეები - ფიუჩერსები, ფორვარდები, ოფციონები და სვოპები, მათი სამართლებრივი ბუნება, გამოყენების მიზნები და ვაჭრობის თავისებურებები როგორც ელექტროენერგიის ბირჟებზე, ისე დახლს მიღმა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრებზე.

სტატიაში გაანალიზებულია ელექტროენერგიის დერივატივებით ვაჭრობის ორგანიზების ევროპული მოდელები, მათ შორის, ბირჟის, ცენტრალური კონტრაჰენტის, კლირინგისა და ანგარიშსწორების მექანიზმების როლი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დერივატივების გამოყენებას საბაზრო ფასების მერყეობასთან დაკავშირებული რისკების მართვისა და სამომავლო მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების კონტექსტში.

კვლევის ცალკე ნაწილი ეძღვნება საქართველოში ელექტროენერგიის დერივატივების ბაზრის ფუნქციონირების სამართლებრივ წინაპირობებს. ამ მიზნით განხილულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებები. ნაშრომში დასმულია ელექტროენერგიის, როგორც დერივატივის საბაზისო აქტივის, სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი და შეფასებულია ელექტროენერგიის ბირჟის ოპერატორის შესაძლო როლი დერივატივების ბაზრის ფუნქციონირების პროცესში.

კვლევის შედეგად კეთდება დასკვნა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის დერივატივების ბაზრის განვითარებისათვის მიზანშეწონილია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ევროპული გამოცდილების გაზიარება ენერგეტიკული სექტორის მონაწილეთათვის.

ავტორის ბიოგრაფია

აკაკი გაწერელია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, LL.M. (კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია),  ,,ჯორბენაძე გაწერელია ქაუნსელორსის“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, მედიატორი.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

1. Scholer-Iordanashvili L., Derivatives and Financial Market Stability, doctoral dissertation, Grigol Robakidze University, Tbilisi, 2022 [in Georgian].

2. Fried J., Voelcker M., in: Pritzsche K., Vacha V. (Hrsg.), Energierecht, § 12 „Stromhandel“, München: C.H. Beck, 2024.

3. Lang W., Pritzsche H., Energierecht. Hrsg. von Bader, M. 2. Auflage. München: C.H. Beck, 2024.

4. Löschel A., Rübbelke D., Ströbele W., Pfaffenberger W., Heuterkes M., Energiewirtschaft. Einführung in Theorie und Politik. 4., vollständig überarbeitete Auflage. Berlin/Boston: Walter de Gruyter GmbH, 2020.

5. Mäntysaari P., EU Electricity Trade Law: The Legal Tools of Electricity Producers in the Internal Electricity Market. Cham: Springer International Publishing, 2015.

6. Meeus L., The Evolution of Electricity Markets in Europe. Cheltenham, UK / Northampton, MA, USA: Edward Elgar Publishing, 2020.

7. Moczko D. M., Mitteilungspflichten der Teilnehmer des Energiegroßhandelsmarktes nach dem europäischen Recht. Marktüberwachung auf Unionsebene und die Zusammenarbeit mit den nationalen Regulierungsbehörden. Inauguraldissertation zur Erlangung des Doktorgrades des Fachbereichs Rechtswissenschaft der Johann Wolfgang Goethe-Universität Frankfurt am Main. Frankfurt am Main, 2020.

8. Seeliger A., Seidel, M. (Hrsg.), Energiehandel – einfach erklärt. Strom, Erdgas, Wasserstoff, Berlin: VDE Verlag GmbH, 2025.

გამოქვეყნებული

2026-06-30

ციტირების წესი

გაწერელია ა. (2026). ელექტროენერგიის დერივატივებით ვაჭრობა (ევროპული ჩარჩოს რეცეფციის ქართული პარადიგმა). სამართლის ჟურნალი, (1). https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11890

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.