უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება - ქართული სამართლებრივი ჩარჩო გლობალურ კონტექსტში

ავტორები

  • გოგა კიკილაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • ანდრეა ბორრონი კამპანიას ლუიჯი ვანვიტელის სახელობის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11864

საკვანძო სიტყვები:

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, არბიტრაჟი, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

ანოტაცია

არბიტრაჟის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებადობა იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ ქვეყანაშია ის გამოტანილი.

ამასთან, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შინაარსის უცვლელად ექვემდებარება ცნობასა და აღსრულებას, რაც მხარეთათვის ქმნის დამატებით კომფორტს, რომ მათთვის სასურველ სამართლებრივ გარემოში, სასურველი პროცედურული წესების და მატერიალური სამართლის ნორმების გამოყენებით მიიღონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და შემდგომში მოახდინონ მისი აღსრულება სხვა ქვეყანაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის არსებობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების და ზოგადად დავის გადაწყვეტის საშუალების ეფექტიანობის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია და დავის მონაწილე მხარეთა უფლებების დაცვისთვის სათანადო სამართლებრივ გარემოს ქმნის.

არბიტრაჟის ქართული მოდელი და, მათ შორის, უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესის არც ისე ხანგრძლივი ისტორია სულ ორ ათწლეულს ითვლის და ამ პერიოდშიც რამდენიმე საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა, რამაც არსებითან შეცვალა მანამდე არსებული მოწესრიგება. შესაბამისად, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ოპტიმალურია უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესი და დამკვიდრებული ქართული სასამართლო პრაქტიკა იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო ბიზნეს-სამართლებრივ ურთიერთობებში ხშირია უცხო ქვეყნის საარბირტაჟო გადაწყვეტილების აღსრულების საჭიროება და საქართელო სწორედ ისეთ სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორები აქტიურად აწარმოებენ ბიზნეს სამართლებრივი ურთიერთობებს.

წინამდებარე სტატიის ფარგლებში სწორედ საქართველოში უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მექანიზმის ეფექტიანობის შეფასება მოხდება რელევანტური საერთაშორისო გამოცდილების და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, რათა შეფასდეს რამდენად პასუხობს ის საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე ბიზნეს სამართლებრივი გარემოს თავისებურებებს.

ავტორის ბიოგრაფიები

გოგა კიკილაშვილი , შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

ანდრეა ბორრონი, კამპანიას ლუიჯი ვანვიტელის სახელობის უნივერსიტეტი

სამართლის დოქტორი, კამპანიას ლუიჯი ვანვიტელის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, შედარებითი კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი.

წყაროები

Law of Georgia “On Arbitration”, 19/06/2009.

Civil Procedure Code of Georgia, 14/11/1997.

Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards (New York), 1958.

European Convention on Human Rights (Rome), 1950.

Benedettelli M., Human Rights as a Litigation Tool in International Arbitration: Reflecting on the ECHR Experience, Arbitration International, Vol. 31, Iss. 4, 2015.

Benedettelli V. M., International Arbitration in Italy, 2020.

Ferrari F., Rosenfeld F., Kotuby C. T. Jr., Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: A Concise Guide to the New York Convention’s Uniform Regime, 2023.

Gotua L., Recognition and Enforcement of Foreign Court Judgments and Foreign Arbitral Awards, Doctoral Dissertation submitted for the Degree of Doctor of Law, Tbilisi, 2010.

Hülskötter T., Effective Judicial Protection against Arbitral Awards in EU Law: The Seraing-Powers Conference “Dispute Resolution and Sport” in Bayreuth, The International Sports Law Journal, 2025 (published online), https://link.springer.com/article/10.1007/s40318-025-00331-x?utm. Last visit: 01.02.2026.

Liluashvili B., Recognition and Enforcement of Foreign Court Judgments in Georgia, Tbilisi, 2009.

Scherer M., Effects of Foreign Judgments Relating to International Arbitral Awards: Is the “Judgment Route” the Wrong Road?, Journal of International Dispute Settlement, Vol. 4, No. 3, 2013.

Shahlaei F., The Anatomy of a Valid Waiver of Human Rights, Human Rights Law Review, Vol. 25, Iss. 5, 2025.

Wilken S., Ghaly K., The Law of Waiver, Variation and Estoppel, Third Edition, 2012.

Zoidze B., Reception of European Private Law in Georgia, Tbilisi, 2005.

Airey v. Ireland, [1979], ECHR, 6289/73.

Apostol v. Georgia, [2007], ECHR, 40765/02.

Bramelid and Malmström v. Sweden, [1989], 8588/79 and 8589/79.

Burdov v. Russia, [2002], ECHR, 59498/00.

Case C-124/21, International Skating Union v European Commission, [2023], CJEU.

Case C-333/21, European Superleague Company, SL v Fédération Internationale de Football Association (FIFA) and Union of European Football Associations (UEFA), [2023], CJEU.

Deweer v. Belgium, [1980], 6903/75.

Dvorski v. Croatia, [2015], ECHR, 25703/11.

Golder v. the United Kingdom, [1975], 4451/70.

Hornsby v. Greece, [1997], ECHR, 18357/91.

Ibrahim and Others v. the United Kingdom, [2016], ECHR, 50541/08, 50571/08, 50573/08 and 40351/09.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, April 3, 2025, case NA-6659-Sh-159-2024.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, April 30, 2024, case NA-4514-Sh-125-2023.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, April 12, 2024, case NAS-406-2024.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, February 1, 2017, case NA-3151-Sh-83-2016.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, July 6, 2016, case NA-952-Sh-23-2016.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, March 14, 2025, case NAS-222-2025.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, March 30, 2021, case NA-1060-Sh-27-2020.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, May 17, 2019, case NAS-237-2019.

Judgement of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia, November 20, 2023, case NA-2367-Sh-70-2022.

Judgement of the Constitutional Court of Georgia, December 15, 2023, case No. 2/31/1768, Davit Nebieridze v Parliament of Georgia.

Judgement of the Constitutional Court of Georgia, December 24, 2014, case No. 3/2/577, N(N)LE Human Rights Education and Monitoring Center (EMC) and Citizen of Georgia Vakhushti Menabde v Parliament of Georgia.

Judgement of the Constitutional Court of Georgia, February 27, 2014, case No. 2/2/558, Citizen of Georgia Ilia Chanturia v Parliament of Georgia.

Judgement of the Constitutional Court of Georgia, June 28, 2010, case No. 1/466, Public Defender of Georgia v Parliament of Georgia.

Judgement of the Constitutional Court of Georgia, May 23, 2014, case No. 3/2/574, Citizen of Georgia Giorgi Ugulava v Parliament of Georgia.

LML Limited v. Piaggio & C. S.p.A., [2021], Corte Suprema di Cassazione (Italy), No. 29429.

Mutu and Pechstein v. Switzerland, [2018], ECHR, 40575/10 and 67474/10.

Pastore v. Italy, [1999], ECHR, 46483/99.

Prince Hans-Adam II of Liechtenstein v. Germany, [2001], ECHR, 42527/98.

Regent Company v. Ukraine, Application, [2008], ECHR, 773/03.

Republic of Kazakhstan v. Anatolie Stati et al., [2022], Corte Suprema di Cassazione (Italy), No. 3255.

Simeonovi v. Bulgaria, [2017], ECHR, 21980/04.

Suda v. the Czech Republic, [2010], ECHR, 1643/06.

Tabbane v. Switzerland, [2016], ECHR, 41069/12.

Tyrer v. United Kingdom, [1978], ECHR, 5856/72.

გამოქვეყნებული

2026-06-30

როგორ უნდა ციტირება

კიკილაშვილი გ., & ბორრონი ა. (2026). უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება - ქართული სამართლებრივი ჩარჩო გლობალურ კონტექსტში. სამართლის ჟურნალი, (1). https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11864

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.