სამართლისა და სამართალშემოქმედების მორალურობა ლონ ფულერისეულ ბუნებითი სამართლის პროცედურულ თეორიაში

ავტორები

  • ჟირონ ხუჯაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11862

საკვანძო სიტყვები:

ლონ ფულერი, სამართლის შინაგანი მორალურობა, სამართალშემოქმედება, სპეციალური მორალურობა, კულტურა, საღი აზრი.

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომის კვლევის საგანი ლონ ფულერისეული ბუნებითი სამართლის პროცედურული თეორიაა, რომლის თანახმადაც სამართალი ადამიანის ქცევის ზოგადი ნორმებისადმი დაქვემდებარების მიზნობრივი საქმიანობაა. აღნიშნული დეფინიცია უარყოფს მკაცრ დიქოტომიას ფაქტსა და ღირებულებას შორის: „არსი" და „ჯერარსი", აღწერა და შეფასება ურთიერთდამოკიდებული კატეგორიებია და ერთდროულად მონაწილეობს ცნების განსაზღვრაში. სწორედ ამ მეთოდოლოგიურ საფუძველს ეყრდნობა სამართლის შინაგანი მორალურობის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, მართლწესრიგის მორალურობას განაპირობებს არა მისი მატერიალური ნაწილი, არამედ ის პროცედურული პრინციპები, რომლებიც კანონმდებელსა და კანონშემფარდებელს ავალდებულებს, შექმნან ნორმათა სისტემა და უზრუნველყონ მისი მოქმედება. თავის მხრივ, ნორმატიული მართვის ეს პროცესი სამართალსუბიექტს გონიერ, ავტონომიურ და პასუხისმგებლიან ინდივიდად მოიაზრებს.

აღნიშნული თეორიული ჩარჩოს საფუძველზე, სტატიაში განხილულია  კანონმდებლის პროფესიული როლის თანმდევი სპეციალური მორალურობის საკითხი. შემოთავაზებულია სამართალშემოქმედების ფართო კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, სამართლის ფორმირება არ შემოიფარგლება მხოლოდ ოფიციალური ინსტიტუტების საქმიანობით. ამ იდეის თანახმად, ფუნდამენტური (წინა)სამართლებრივი მნიშვნელობები სოციალური ინტერაქციითა და ზოგადი კულტურული კონტექსტით განისაზღვრება, სამართლებრივი მასალის გაგების საფუძველი კი საღი აზრი და მართებულობის საერთო სტანდარტებია.

ავტორის ბიოგრაფია

ჟირონ ხუჯაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

1. Conklin W.E., Lon Fuller’s Phenomenology of Language, International Journal for the Semiotics of Law, Vol. 19, № 2, 96-97.

2. Dworkin R., Philosophy, Morality and Law – Observations Prompted by Professor Fuller’s Novel Claim, University of Pennsylvania Law Review, Vol. 113, № 5, 1965, 676.

3. Fuller L.L., A Reply to Professors Cohen and Dworkin, Villanova Law Review, Vol. 10, № 4, 1965, 660.

4. Fuller L.L., American Legal Philosophy at Mid-Century, Journal of Legal Education, Vol. 6, № 4, 1954, 473.

5. Fuller L.L., Anatomy of the Law, Westport, 1976, 59, 84.

6. Fuller L.L., Human Purpose and Natural Law, The American Journal of Jurisprudence, Vol. 3, № 1, 1958, 70.

7. Fuller L.L., Irrigation and Tyranny, Stanford Law Review, Vol. 17, № 6, 1965, 1033.

8. Fuller L.L., Jurisprudence, in: The Encyclopaedia Britannica, Vol. 13, 14th ed., Chicago, 1968, 151, 152.

9. Fuller L.L., On Teaching Law, Stanford Law Review, Vol. 3, № 1, 1950, 36.

10. Fuller L.L., Positivism and Fidelity to Law: A Reply to Professor Hart, Harvard Law Review, Vol. 71, № 4, 1958, 645.

11. Fuller L.L., Problems of Jurisprudence, Brooklyn, 1949, 719.

12. Fuller L.L, Reason and Fiat in Case Law, Harvard Law Review, Vol. 59, № 3, 1946, 387.

13. Fuller L.L., Some Presuppositions Shaping the Concept of “Socialization”, in: Law, Justice, and the Individual in Society: Psychological and Legal Issues, Tapp J.L. Levine F.J. (eds.), New York, 1977, 37-38.

14. Fuller L.L., The Implicit Laws of Lawmaking, in: The Principles of Social Order: Selected Essays of Lon L. Fuller, Winston K.I. (ed.), Durham, 1981, 159, 163-164.

15. Fuller L.L., The Law in Quest of Itself, Boston, 1966, 11.

16. Fuller L.L., The Lawyer as an Architect of Social Structures, in: The Principles of Social Order: Selected Essays of Lon L. Fuller, Winston K.I. (ed.), Durham, 1981, 264-270.

17. Fuller L.L., The Morality of Law, Revised Edition, New Haven, 1969, 3, 39, 59, 74, 97, 129, 162, 192-193, 194, 207-210.

18. Fuller L.L., The Needs of American Legal Philosophy, in: The Principles of Social Order: Selected Essays of Lon L. Fuller, Winston K.I. (ed.), Durham, 1981, 249-250, 253.

19. Hart H.L.A., Review: The Morality of Law by Lon L. Fuller, Harvard Law Review, Vol. 78, № 6, 1965, 1286.

20. Luban D., Natural Law as Professional Ethics: A Reading of Fuller, Social Philosophy and Policy: Natural Law and Modern Moral Philosophy, Vol. 18, № 1, 2001, 184-186.

21. Martin M., Judging Positivism, Oxford, 2014, 134.

22. Rundle K., Forms Liberate: Reclaiming the Jurisprudence of Lon L Fuller, Oxford, 2012, 99-100, 113, 115.

23. Schauer F., Fuller’s Internal Point of View, Law and Philosophy, Vol. 13, № 3, 1994, 285, 302-304.

გამოქვეყნებული

2026-06-30

ციტირების წესი

ხუჯაძე ჟ. (2026). სამართლისა და სამართალშემოქმედების მორალურობა ლონ ფულერისეულ ბუნებითი სამართლის პროცედურულ თეორიაში. სამართლის ჟურნალი, (1). https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11862

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.