გადაბირება და შეგულიანება, როგორც დანაშაულის ჩასადენად ადამიანის წაქეზების (თანამონაწილეობის) სახეები ძველ ქართულ სისხლის სამართალში

ავტორები

  • ნინო ჟვანია

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2025.9271

საკვანძო სიტყვები:

თანამონაწილეობა, წამქეზებელი, სუბიექტური შერაცხვა, ქართული სამართლის ძეგლები, შემგულიანებელი, გადამბირებელი.

ანოტაცია

წარმოდგენილი სტატიის ფარგლებში განხილულია სისხლის სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - თანამონაწილეობის შესახებ. კერძოდ, მიმოხილულია თანამონაწილეობის ერთ-ერთი სახის წამქეზებლობის თაობაზე ძველ ქართულ სამართალში, რაც მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია გადამბირებლის და შემგულიანებლის სახით. საკითხის განხილვის დროს, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული დანაშაულის სუბიექტური მხარის კვლევაზე, რადგანაც, წამქეზებლის დასჯადობა სწორედ სუბიექტური შერაცხვის პრინციპს ეფუძნება. სტატიის ცალკეულ თავებში წამქეზებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი განხილულია სასამართლო პრაქტიკაში არსებული კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.

 

სტატიის ბოლოს გაკეთებულია დასკვნა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, თანამონაწილენი არც ერთ შემთხვევაში არ თავისუფლდებოდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და მეტიც, მათი პასუხისმგებლობა უფრო მეტად იყო გამოკვეთილი, ვიდრე უშუალო ამსრულებლებისა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე წამქეზებლების ნებას აღასრულებდნენ. ზემოაღნიშნული რასაკვირველია ბრალეული პასუხისმგებლობის განსაზღვრისას სუბიექტური შერაცხვის პრინციპის არსებობაზე მიუთითებს, რადგანაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება არა მხოლოდ დანაშაულის უშუალო ამსრულებელი, არამედ ის პირიც, ვინც სიტყვით და რჩევით აქეზებს მეორე პირს დანაშაულის ჩასადენად.

ავტორის ბიოგრაფია

ნინო ჟვანია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Kekelia M., Crimes Against Life, Health, Honor, and Dignity in Ancient Georgian Law, Tbilisi, 2015, 66 (in Georgian).

Orbeliani S., Georgian Lexicon, Vol. 1, Tbilisi, 1991, 104, 607 (in Georgian).

Law of Prince Batonishvili Davit, text edited and researched by D. Furtseladze, Tbilisi, 1964, 8–9, 15, 30–31, 36 (in Georgian).

Turava M., Criminal Law: Overview of the General Part, 9th ed., Tbilisi, 2013, 331, 336–337 (in Georgian).

Explanatory Dictionary of the Georgian Language, edited by A.Chikobava, One-Volume Edition, Tbilisi, 1986, 476 (in Georgian).

Monuments of Georgian Law, ed. I. Dolidze, Vol. 5, Tbilisi, 1974, 692–694, 439–441 (in Georgian).

Monuments of Georgian Law, ed. I. Dolidze, Vol. 6, Tbilisi, 1977, 516, 525–527, 545, 569–572.

Georgian Synonyms Dictionary, 3rd ed., Tbilisi, 1978, 559 (in Georgian).

Combined Dictionary of the Old Georgian Language, comp. Rukhadze G., Tbilisi, 2008, 6 (in Georgian).

Tsereteli T., Problems of Criminal Law, Vol. 2, Tbilisi, 2007, 8, 16–17, 135–137, 164 (in Georgian).

გამოქვეყნებული

2025-06-30

ციტირების წესი

ჟვანია ნ. (2025). გადაბირება და შეგულიანება, როგორც დანაშაულის ჩასადენად ადამიანის წაქეზების (თანამონაწილეობის) სახეები ძველ ქართულ სისხლის სამართალში. სამართლის ჟურნალი, (1), 36–45 (Geo) 33. https://doi.org/10.60131/jlaw.1.2025.9271

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.