პრეზიდენტის ვეტოს ნორმატიული რეგულირება ქართულ სამართლებრივ სინამდვილეში
DOI:
https://doi.org/10.60131/jlaw.1.2023.7068საკვანძო სიტყვები:
პრომულგაცია, პრეზიდენტის ვეტო, პარლამენტი, მოტივირებული შენიშვნები, საკანონმდებლო პროცესი, შეკავება-გაწონასწორების პრინციპი.ანოტაცია
თანამედროვე კონსტიტუციონალიზმში უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის შეკავება-გაწონასწორების მექანიზმების არსებობა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ხელისუფლების შტოების ურთიერთქმედება, ზღვარდადებულია კონსტიტუციით და მოიცავს მრავალ მექანიზმს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს მეთაურის უფლება საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონზე გამოთქვას მოტივირებული შენიშვნები და დაუბრუნოს კანონი პოლიტიკურ განხილვებს. აღნიშნულ უფლებას, რომელიც რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში ხშირად მოიხსენიება პრეზიდენტის ვეტოს სახელწოდებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია შეკავება-გაწონასწორების პრინციპის პრაქტიკული რეალიზაციის თვალსაზრისით.
ქართულ სამართლებრივ სინამდვილეში პრეზიდენტის ვეტოს უფლების კონსტიტუციონალიზება 1995 წლის კონსტიტუციის მიღებას უკავშირდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულმა პროცედურულმა წესმა მრავალი ცვლილება განიცადა, საბოლოოდ კი 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე ჩამოყალიბდა დღეს მოქმედი რედაქციით. აღნიშნულმა საკონსტიტუციო რეფორმამ საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ახლებური რეგულირება განაპირობა. წინამდებარე სტატიის მიზანი, პრეზიდენტის ვეტოს ნორმატიულ მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება და მათი განხილვაა.
წყაროები
Constitution of Georgia, 21/02/1921
Constitution of Georgia, 1921, 24/08/1995.
Constitutional Law of Georgia "On Amending the Constitution of Georgia", 19/10/2017.
Organic Law of Georgia "On Normative Acts", 22/10/2009.
Law of Georgia "On State Power", 06/11/1992.
Law of the Republic of Georgia "On Establishment of the Office of the President of the Republic of Georgia and Amendments and Additions to the Constitution of the Republic of Georgia", 14/04/1991.
Regulations of the Parliament of Georgia, 20/09/1994.
Regulations of the Parliament of Georgia, 06/12/2018.
Explanatory note to the Constitutional Law of October 13, 2017 "On Amendments to the Constitution of Georgia".
Dzamashvili B., The Expediency of Equipping the President with the Right to Veto in the Legal and Political Reality in Georgia, Student Law Journal, 2013, 99 (in Georgian).
Gegenava D., Introduction to Georgian Constitutional Law, Under the editorship of Sulkhan-Saba Orbelian University Publishing House, Tbilisi, 2019, 31 (in Georgian).
Javakhishvili P., The Chronicle of the Evolution of the President Veto of Georgia, in the anniversary collection; "Avtandil Demetrashvili 80", Tbilisi, 2021, (in Georgian).
Javakhishvili P., Anatomy of the normative regulation of the veto of the President of Georgia, in the collection: "800 years of constitutionalism", Tbilisi, 2017, 114, 116 (in Georgian).
Kobakhidze I., Constitutional Law, the first edition, Tbilisi, 2019, 29 (in Georgian).
Papashvili T., The President's Right to Veto: Dimensions and Context, Models of State Governance: Georgia's Constitutional Reality and Perspective, Gegenava D.(ed.), Tbilisi, 2016, 28 (in Georgian).
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .