დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას შესრულებული ქორწინების შედეგები
DOI:
https://doi.org/10.48614/jlaw.2.2020.5-14საკვანძო სიტყვები:
ქორწინება, განქორწინება, მონოგამიურობა, სასულიეორ პირები, იკონომია, ეკლესია.ანოტაცია
სტატიაში ავტორი განიხილავს კანონიკური სამართლის ნორმების დარღვევით დამყარებული საქორწინო ურთიერთობის სამართლებრივ შედეგს. რეალურ ცხოვრებაში, ხშირად, სახეზე გვაქვს ქორწინება, რომელიც შესრულებულია კანონიკური სამართლის მიერ დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით. კანონიკური სამართლის ხასიათიდან გამომდინარე, მსგავსი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა წევრისთვის და რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებლური აღსარებლობისაა, საკითხის აქტუალურობაც საკმაოდ მაღალია. რიგ შემთხვევებში, საკითხში სრულყოფილად გაურკვევლობა, დაუდევრად, იწვევს საქორწინო ურთიერთობის დაწყებისათვის წაყენებული მოთხოვნების უგულებელყოფას, რამაც შესაძლებელია, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. ქორწინების დამაბკოლებელი გარემოებების გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს გარკვეულ უარყოფით შედეგს, როგორც დაქორწინებული წყვილისთვის, ასევე მღვდელმსახურისთვის, რომელმაც შეასრულა ასეთი ქორწინება. შედეგი შეიძლება იყოს, როგორც საეკლესიო სასჯელი, ისევე წყვილის დაშორება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სწორედ თანმდევი შედეგი წყვილის დაშორების შემთხვევაში, რა კანონიკურ-სმართლებრივი სტატუსით სარგებლობს დაშორებული წყვილი და ბავშვები. ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია კანონიკური იკონომიის (შეწყალების) საკითხი, რასაც მიმართავენ კიდეც, აუცილებობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სასულიერო იერარქები. სტატიაში გამოკვლელულია ყოველივე ზემოწამოჭრილი საკითხი შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე და არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით.
წყაროები
Abesadze G., Legal Foundation for Marriage and Related Problems, Chelidze E. (ed.), Tbilisi, 2002, 36 (in Georgian).
Bumis P. I., Canonic Law, Garakanidze I. (Trans.), Tbilisi, 2013, 46-47 (in Georgian).
Dolidze I., Works in Georgian Law, Vol. 2, Tbilisi, 1965, 151-164 (in Georgian).
Meiendorf I., Marriage and the Eucharist, Abashidze L. (Trans.), “Journal Dialogue”, № 1-2 (6-7), 2007, www.orthodoxtheology.ge [27.10.2020] (in Georgian).
Nikodim Bishop of Dalmatia, Canon of Orthodox Church, Saint Petersburg, 1897, 591, 594 (in Russian).
Orthodox Canon Law, with comments by Bishop Nikodimos (Milash), Vol. 1, Hegumen Dositheos (Bregvadze) (ed.), Tbilisi, 2007, 40, 56, 58, 335, 340, 360, 416-421, 500, 502, 544, 553 (in Georgian).
Orthodox Canon Law, with commentary by Bishop Nikodim (Milaš), Vol. 2, Tbilisi, 2011, 335, 336, 358, 371, 372, 375, 379, 395 (in Georgian).
Psalms and Prayers, Tbilisi, 2009, 399 (in Georgian).
Suvorov N., A Textbook in Canon Law, Moscow, 1908, 351 (in Russian)
Vlastar M., Alphabetical Sintagma, Ilyinskiy N. (Trans.), Moscow, 1892, 56, 61, 74 (in Russian).
orthodoxtheology.ge [27.10.2020].
azbyka.ru [27.10.2020].
patriarchate.ge [27.10.2020].
www.interfax.ru/world/627665 [27.10.2020].
ria.ru/20180904/1527826946.html [27.10.2020].
www.romfea.gr [27.10.2020].
www.holycouncil.org [27.10.2020].
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .