ქართული კრიმინოლოგიის სათავეებთან მოკლედ გიორგი მიხეილის ძე შენგელაიას შესახებ (1897 ნოემბერი - 1950 მარტი)

ავტორები

  • დავით წულაია

საკვანძო სიტყვები:

კრიმინოლოგია, ფსიქიატრია, დამნაშავე, ბოროტმოქმედი, დანაშაული, ბოროტმოქმედობა.

ანოტაცია

დღესდღეობით საქართველოში, კრიმინოლოგებისა და იურისტებისთვის თითქმის უცნობია გიორგი მიხეილის ძე შენგელაიას პიროვნება. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც გასული საუკუნის თუ თანამედროვე ქართულ იურიდიულ და კრიმინოლოგიურ ლიტერატურაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი მისი პიროვნებისა და პროფესიული მიღწევების შესახებ. არადა, გ. შენგელაია, წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ასევე ლექციებს უკითხავდა ადვოკატებს, პოლიციელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს. პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, გ. შენგელაია აქტიურ სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. იგი იკვლევდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უკავშირდებოდა კრიმინოლოგიასა და სისხლის სამართალს.

სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ბატონი გიორგი შენგელაიას პიროვნებისა და მისი საქმიანობის გაცნობის აუცილებლობა  საზოგადოებისათვის.  კვლევის პროცესში მოპოვებული იქნა, სულ რამდენიმე წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ჩამოყალიბდა ინფორმაცია ბატონ გიორგი შენგელაიას ბიოგრაფიული თუ პროფესიული ცნობების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ და საინტერსო მასალას მოვიპოვებთ, რომელსაც აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას.

ავტორის ბიოგრაფია

დავით წულაია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

წყაროები

Gobronidze E., The Docent, G. Shengelaia (Ministry of Health of the Georgian SSR, M. Asatiani Scientific Research Institute of Psychiatry, volume XVIII, ed., academician A. Zurabashvili), Tbilisi, 1958, 157-160.

Jimsheleishvili V., G. Shengelaia as a Specialist of Forensic Psychiatry (Ministry of Health of the Georgian SSR, M. Asatiani Scientific Research Institute of Psychiatry, Volume XVIII, ed., academician A. Zurabashvili), Tbilisi, 1958, 551-553.

Shengelaia G., Examining the Issues of Right of Criminal Law, Criminality and Criminals, Contemporary Medicine, #9, Tbilisi, 1927, 451-456.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-31

როგორ უნდა ციტირება

წულაია დ. (2019). ქართული კრიმინოლოგიის სათავეებთან მოკლედ გიორგი მიხეილის ძე შენგელაიას შესახებ (1897 ნოემბერი - 1950 მარტი). სამართლის ჟურნალი, (2), 137–141. Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/2900

გამოცემა

სექცია

სტატიები

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები