მშენებლობის ნებართვის კანონმდებლობის და პრაქტიკის პრობლემების გადაჭრის გზები ახალი სამშენებლო კოდექსის პრიზმაში
საკვანძო სიტყვები:
მშენებლობის ნებართვა, სამშენებლო წესრიგი, ადმინისტრაციული წარმოება, სამშენებლო კოდექსი, ექსპერტიზა, სანებართვო დოკუმენტაციის ნუსხა, დასაშვებობის კონტროლი, საგამონაკლისო ნებართვა.ანოტაცია
სტატია ეხება მშენებლობის ნებართვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებს და მის ანალიზს ახალი სამშენებლო კოდექსის ჭრილში. დღეის მდგომარეობით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობა სწრაფ პროგრესს განიცდის, შესაბამისად, სახეზეა მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების აუცილებლობა. სამშენებლო კანონმდებლობის გაუმჯობესება კი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია.
უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც დღეის მდგომარეობით საჭიროებს მეტ შესწავლას და დეტალურ კვლევას, არის მშენებლობის ნებართვის სპეციფიკა, ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებანი და მისაღები გადაწყვეტილების სირთულიდან გამომდინარე ყველა დაინტერესებული პირის თუ უფლებამოსილი ორგანოს ჩართვა შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სტატიაში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: მშენებლობის ნებართვა, როგორც სამშენებლო წესრიგის სამართლის ინსტიტუტი, მშენებლობის დასაშვებობის კონტროლი, ნებართვას დაქვემდებარებული სამშენებლო საქმიანობა, მშენებლობის ნებართვის საკანონმდებლო რეგულაცია და მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურები, მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება, სანებართვო დოკუმენტაციის ნუსხა და განაცხადის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა და საექსპერტო როლი.
სტატიაში გამოყენებულია შედარებითსამართლებრივი მეთოდი და მისი მიზანია სწორედ ზემოთ აღნიშნულ პრობლემათა წარმოჩენა, მათი გადაჭრის გზების ძიება, მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის დეტალური ანალიზის საფუძველზე, ახალი საკონმდებლო რეგულაციების პრიზმაში. აღნიშნული ანალიზი, იმედია, თავის მცირეოდენ წვლილს შეიტანს სამშენებლო სამართლის კვლევასა და განვითარებაში.
წყაროები
Constitution of Georgia, LHG, 31, 25/08/1995.
Organic Law General Administrative Code of Georgia, LHG 32 (39), 1, 15/07/1999.
Law of Georgia on Spatial Arrangement and Basis for Urban Construction, 24/06/2005.
Law of Georgia on Licenses and Permits, 18/07/2005.
Local Self-government Code of Georgia, 19/02/2014.
Law of Georgia “Code of Georgian Space Planning, Architectural and Construction Activities”, LHG, 3213, 99, 20/07/2018.
Construction Code of Russia, 22/12/2004.
Resolution №57 of the Government of Georgia on the Rules of Issue of Construction Permit and Construction Conditions, 24/03/2009.
Resolution №41 Government of Georgia, Technical Regulation on Approving the Construction Safety Rules 28/01/2016
Brenner M., Offentliches Baurecht, Heidelberg, 2010,190.
Churghulia D., Problematic Issues of Protection of the Rights of Owners of Neighboring Property in Issuing Construction Permits and Construction Planning, “Journal of Law”, № 2, 2017, 315-329 (in Georgian).
Giorgadze L., Construction-legal Status of the Land, “Journal of Law”, № 1, 2016, 358 (in Georgian).
Kalichava K., Kopaleishvili M., Control of Admissibility of Construction Activities in Georgia (Re-forms Need and Perspectives) Administrative Law, Scientific Journal, Vol. 2, Tbilisi, 2016, 95-97, 100-101 (in Georgian).
Kalichava K., Construction Law, Khubua G., Sommermann K. P. (eds.), Legal Grounds for Public Governance, TSU Administrative Sciences Publication, Vol.3, Tbilisi, 2016, 274, 284, 287-291 (in Georgian).
Kalichava K., Environment Protection Law, Tbilisi, 2018 (in Georgian).
Kalichava K., Gigineishvili D., Knorr A., Materials of the Institute of Administrative Sciences of TSU, Perspectives of Administrative Sciences, Book 2, Tbilisi, 2016, 29-60; Gegenava A., Giorgadze D., Kalichava K., Stelkens U., Book 3, 2017 9-63; Joxadze V., Stelkens U., Book 4, 2018, 40-89 (in Georgian).
Ravi S., The Development Permit Process, Building Department Administration, 3rd ed., ICC, Ch. 7., USA, 170-171.
Tsiklauri I., Giorgadze L. (ed.), Issues of Administrative Proceedings for Issuing Construction Permit, David Batonishvili Institute of Law, Tbilisi, 2013, 114, 115, 122, 123, 125 (in Georgian).
Turava P., Basic Concepts and Institutions of Construction Law, “Journal of Law”, № 2, 2009, 121, 122, 123 (in Georgian).
Decision of July 18 2012, №bs-1015-1007 (k-11) of the Supreme Court of Georgia.
Decision of April 20 2017, №bs 930-922 (2k-16) of the Supreme Court of Georgia.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 TSU Publishing House
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .