გერმანიაში სამოქალაქო სამართალწარმოებისას სასამართლო კომუნიკაციის მნიშვნელობა
საკვანძო სიტყვები:
მითითების მოვალეობის ახალი რეგულირება, მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტის ახალი რეგულირება, მიკერძოებულობა და მოსამართლის ქმედების საზღვრები, დავის მოსამართლის და მომრიგებელი მოსამართლის გამიჯვნა, პროცესის მორიგებით დასრულების ფინანსური უპირატესობა.ანოტაცია
სამოქალაქო საპროცესო სამართალმა 21-ე საუკუნის დასაწყისში გერმანიაში ორი ფუნდამენტური ცვლილება განიცადა: მოსამართლის მიერ მითითებების გაცემის მოვალეობის და მომრიგებელი მოსამართლის როლის გაძლიერების კუთხით, რომელიც მოიაზრებს მოსამართლის უფლებამოსილებას, გავლენა მოახდინოს პროცესის მხარეებზე და მიიყვანოს ისინი მორიგების შეთანხმებამდე. ორი ახალი რეგულაციის შედეგად, გაიზარდა კომუნიკაცია, როგორც მოსამართლესა და მხარეებს, ასევე თავად მხარეებს შორისაც. შესაბამისად, მოსამართლის როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი პროცედურის შესაბამისად პროცესის წარმართვით, მატერიალურ-სამართლებრივად დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებით. მოსამართლეს მეტი კომუნიკაცია აქვს მხარეებთან სამართლებრივი დავის მოგვარებამდე, იქნება ეს სასამართლო გადაწყვეტილების, თუ მხარეებს შორის მიღწეული მორიგების ფორმით.
მოცემული ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, ნათელი მოჰფინოს ახალი რეგულაციების ძირითად შედეგებს და წარმოაჩინოს მოსამართლის ახლებური როლი.
სტატიაში დასაბუთებულია, რომ მოსამართლის სამოქმედო არეალის გაფართოების საფუძველზე უნდა მოხდეს მოსამართლის საქმიანობის საზღვრების ხელახალი დადგენა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიუკეროებლობის ცალკეულ შემთხვევაში იძენს. მოსამართლის გაფართოებული სამოქმედო არეალი შეიცავს ასევე რისკებს: ერთი მხრივ, მოსამართლეს ევალება მხარეებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მეორე მხრივ, მხარეებს შეუძლიათ, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, უარი თქვან ამ კომუნიკაციაზე. აღნიშნულის მაგალითია შემთხვევა, როდესაც მოსამართლე მხარეებს გარიგების პირობებს სთავაზობს და ამით მის მიმართ მხარეთა უარყოფით განწყობას იწვევს. კანონი გვთავაზობს გამოსავალს, გაიმიჯნოს დავის მწარმოებელი მოსამართლის და მომრიგებელი მოსამართლის პიროვნებები პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.
სტატიაში ასევე წარმოჩენილი იქნება მხარეთა კონსესუსზე დამყარებული სამოსამართლო გადაწყვეტილების ფინანსური უპირატესობები.
წყაროები
Baumbach/Lauterbach/Albers/Hartmann, ZPO-Kommentar, 73. Auflage 2015, nach Paragraphen und Randnummern zitiert.2.Gerold/Schmidt-Müller-Rabe, Rechtsanwaltsvergütungsgesetz, 19. Auflage 2008, nach Verzeichnis (VV) und Randnummern zitiert.
MünchKommZPO-Wagner, 5. Aufl. 2016, nach Paragraphen und Randnummern zitiert.
Prütting/Gehrlein, ZPO-Kommentar, 6. Aufl. 2014 nach Paragraphen und Randnummern zitiert.
Stein/Jonas, ZPO, 22.Aufl. 2004, nach Band, Paragraphen und Randnummern zitiert.
Wieczorek/Schütze-Smid, ZPO, 4.Auflage 2013, nach Paragraphen und Randnummern zitiert.
Zöller-Greger, ZPO-Kommentar, 31. Aufl. 2016, nach Paragraphen und Randnummern zitiert.
Berlemann, Michael/Christmann, Robin/Focken, Niels: Lassen sich Vergleiche und Berufungen vorhersagen?, in: Deutsche Richterzeitung (DRiZ) 2016, 62.
Greger Reinhard, Reinhard/ Weber, Harriet: Das neue Güterichterverfahren. Arbeitshilfe für Richter, Rechtsanwälte und Gerichtsverwaltung, in: Monatsschrift für deutsches Rechts (MDR) 2012, S. 9.
Schmitt, Stephan: Recht jenseits des Rechts, 2012 (Dissertation).
Schmitt; Stephan: Stufen einer Güteverhandlung: Lehre einer imperfekten Gerechtigkeit, 2014.
Schneider, Egon, Neue Juristische Wochenschrift (NJW), 1970, 1884.
Tochtermann, Peter: Die Unabhängigkeit und Unparteilichkeit des Mediators, 2008, S. 32.
von Bargen, Jan Malte: Gerichtsinterne Mediation. Eine Kernaufgabe der rechtsprechenden Gewalt, 2008, S. 192 (Dissertation).
von Bargen, Jan Malte: Der Richter als Mediator, in: Haft/von Schlieffen: Handbuch der Mediation, Verhandlungstechnik, Strategie, Einsatzgebiete, 2. Auflage 2009, S. 946.
Voßkuhle, Andreas: Rechtsschutz gegen den Richter: Zur Integration der Dritten Gewalt in das verfassungsrechtliche Kontrollsystem vor dem Hintergrund des Art. 19 GG, 1993, S. 93 f.
BGHZ 47, 275 (287) BGHZ 47, 275 (287).
BGH NJW 2004, 164.
BGH Anwaltsblatt (Anwbl) 2006, 71.
BGH NJW 2007, 2414.
BGH NJW 2006, 60, 62.
BGH, Beschluss vom 29.10.2012, Az.: V ZB 286/11.
BVerfGE NJW-RR 2007, 1073.
BVerfGE 42, 88.
OLG Karlsruhe NJW-RR 2013, 1535.
OLG München MDR 2004, 52.
Brandenburgisches Oberlandesgericht NJW-RR 2009, 1224.
OLG Rostock NJW-RR 2002, 576.
OLG Hamm MDR 2013, 1121.
OLG Frankfurt, NJW 1970, 1884.
OLG Frankfurt MDR 2007, 674.
OLG Frankfurt MDR 2007, 1884.
OLG Bremen NJW-RR 2013, 573.
OLG Karlsruhe NJW-RR 2013, 1535.
OLG Stuttgart MDR 2000, 50.
Arbeitsgericht Hannover, Beschluss vom 1.2.2013, Az.: 2 Ca 10/13, veröffentlicht in: Zeitschrift für Konfliktmanagement (ZKM), 2013, S. 130 f.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2019 TSU Publishing House
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .