სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის თანამედროვე პრობლემატიკა

ავტორები

  • Lela Janashvili
  • Giorgi Gogiashvili

საკვანძო სიტყვები:

თერიტორიული ორგანიზაცია, ასიმეტრიული ფედერალიზმი, რეფერენდუმი

ანოტაცია

ქართული კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრობლემათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ქვეყანაში ეფექტიანი ტერიტორიული მოდელის ჩამოყალიბებაა.საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციაში მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო ღიადაა დატოვებული საქართველოს სახელმწიფოებრივტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტა და მათი მოწესრიგება კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კონსტიტუციური კანონისთვისაა გადაცემული. მისაღებია უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რაც განუზომლად  ზრდის ჩვენი ქვეყნისათვის თემის აქტუალობასა და მნიშვნელობას.ჩვენი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში მოკლებული იყო შესაძლებლობას დამოუკიდებლად განესაზღვრა თავისი სახელმწიფო ფორმის საკითხი. ქართული მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციებისა და ისტორიული განვითარების გათვალისწინების გარეშე თავს მოხვეულმა სახელმწიფო წყობილების სისტემამ მრავალი რთული პრობლემა წარმოშვა, რომელთა გადაწყვეტაც ვერ მოხერხდა არსებული რეალობისა და ახალი ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინების გარეშე. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს თავისი განვითარების ტრადიციულ ისტორიულ კალაპოტს, დროებით მოშლილ ბუნებრივ შინაგან ევოლუციას. ამასთანავე, ახალი სახელმწიფო წყობილების მოდელმა ხელი უნდა შეუწყოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ აღორძინებას.  კონსტიტუციონალიზმის პრინციპები აქტუალობას არ კარგავს საქართველოსათვის, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სახელმწიფოს მოდელის (იგულისხმება როგორც მმართველობის, ასევე ტერიტორიული მოწყობის ფორმა) ძიებაშია, ამას მოწმობს ჩვენს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, სულ ახლახან, კიდევ ერთი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა. საქართველოში მოქმედ ყველა საკონსტიტუციო კომისიებს ჰქონდათ საკითხის გადაწყვეტის წარუმატებელი მცდელობა და საკითხი დღემდე ღიად რჩება. თემის სირთულიდან გამომდინარე პრობლემის გადაჭრა ვერ იქნება ერთჯერადი ამოცანა, უნდა წარიმართოს პროცესი, რომელიც თავის განვითარებას ჰპოვებს, რასაც მყარი თეორიული საფუძველი სჭირდება. შედარებითი მეთოდის გამოყენებით, სახელმწიფო წყობილების ძირითადი მოდელების შესწავლა ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი ქვეყნისათვის ფრიად სასარგებლო შეიძლება იყოს, და დაგვეხმაროს ორგანული სახელმწიფო მოწყობის მოძიებაში.ამ მხრივ, დიდი პრობლემებია არა მხოლოდ აფხაზურ და ოსურ  საზოგადოებაში, არამედ ქართული საზოგადოების სამართალცნობიერებაშიც. აფხაზეთისა და ოსეთის  სამართლებრივი  პრობლემის (სტატუსის) გადაჭრისათვის საჭიროა მიღწეულ იქნას დიდი კომპრომისი,  საჭიროა ორივე მხარის დარწმუნება შეთავაზებული მოდელის მართლზომიერებაში, რაც ვერ მიიღწევა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის წარმატებული პრეცედენტების დამოწმების გარეშე.ტერიტორიული მოწყობის რომელი მოდელი უნდა ავირჩიოთ: უნიტარული თუ ფედერალური? როგორი უნდა იყოს ავტონომიებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების სტატუსი? კომპეტენციის რა მოცულობა დარჩება ცენტრალურ ხელისუფლებას და კომპეტენციის რა ნაწილი უნდა გადაეცეს ტერიტორიულ ერთეულებს? ფედერაციის რომელი მოდელი იქნება საქართველოსათვის მიზანშეწონილი?საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის გათვალისწინებით, აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა უნდა  მოხდეს მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკაში ავტონომიური ერთეულებისათვის გათვალისწინებული ყველაზე უფრო მაღალი სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით. ამგვარად, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს (უპირველეს ყოვლისა აფხაზეთს და შემდგომ ოსეთს) სხვა თანასწორი სტატუსის მქონე რეგიონებისაგან განსხვავებით ექნება განსაკუთრებული სტატუსი, რაც გულისხმობს უფრო მაღალ სტატუსს, სხვა ტერიტორიულ ერთეულებზე უფრო მეტ უფლებამოსილებებს და მეტ შინაგან ავტონომიურობას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ საქართველოს მომავალ ტერიტორიული მოწყობის მოდელში ასიმეტრიული სისტემის არსებობა გარდაუვალია.

წყაროები

პაკტე პ., მელენ-სუკრამანიანი ფ., კონსტიტუციური სამართალი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2012, 238, 289, 57.Avery G., The Foreign Policy Implications of and for a Separate Scotland, Forreign Affairs Commite, the UK Parliament, 17 de oc. 2012.

Beaud O., Le souverain, in Revues Pouvoirs, 1993, n67, 33; La souverainetédans la contribution à la théorie de l’État de Carré de Malberg, Rd, 1994, 1251; fédéralisme et souveraineré, notes pour unethéorieconstitutionnelle de la Fédération, RDP, 1998, 33.

Breda V., La devolucion de Escocia y el referendum de 2014: ¿Cuales son las respuestas potenciales en España? UNED. Teoría y Realidad Constitucional. Num.31, 2013.69-88, 70, 72.

Céline Romainville, Dynamics of Belgian Plurinational Federalism: A Small State Under Pressure, 38 B.C. Int‘l & Comp. L. Rev. 2015, 225.

Colliard C.A., Institutions des relations internationals, Dalloz, №79, 1978, 59.

Deschouwer K., Belgium: Ambiguity and Disagreement, in Dialogues On Constitutional Origins, Struqture and Change in Federal Countries, Vol. 1, at 10, 10 (Raoul Blindenbacher& Abigail OstienKaros eds., 2005.

Eyers J., Bursens P., The European Rescue of the Federal State: How Europeanisation Shapes the Belgian State, in the Politics of Belgium: Institutions and Policy Under Bipolar Adncentrifugalfederalism, 195, 213 (Marleen Brans et al. eds.), 2009.

García Barcia M., Catalonia: The New European State? ILSA Journal of International & Comparative Law ILSA Journal of International & Comparative Law, Summer, 2014, 402, 418.

Harlow C., Rawling R., Law and Administration, Cambridge, New York: Cambridge University Press, 2009, 87.

Haquet A., Le concept de souveraineté en droitconstitutionnelfrançais, PUF., 2004.

Liñeira R., Ha de ser Escócia un país independent? El debat a dos mesos del referéndum, Institut de Ciencia e politique i socials, №7, Julio, 2014,3.

Luchaire f., La souveraineté, RFDC, 2000, 451.

Michalon Th., Á la recherche de la légitimité de l’ État, RFDC 1998.

Swenden W., Theo Jans M., Will it Stay or Will it Go? Federalism and the Sustainability of Belgium, 29 West.Eur. Pol.878, 2016, 879-81.

Troper M., Le titulaire de la souveraineté, RDP, 1996, 1504.

David M., Positivismejuridique et souveraineté du peopleselon M.Troper, RDP, 1997.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-08-04

როგორ უნდა ციტირება

Janashvili, L., & Gogiashvili, G. (2017). სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის თანამედროვე პრობლემატიკა. სამართლის ჟურნალი, (2). Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/1858

გამოცემა

სექცია

სტატიები