სასამართლო მედიაციის კონცეპტუალური ხედვა
საკვანძო სიტყვები:
სასამართლო მედიაცია, მედიაციის მოდელი, მედიაციის კულტურა, ილია ჭავჭავაძე როგორც მედიატორი, მედიაციის კონცეპტუალური ხედვა.ანოტაცია
წინამდებარე სტატიის მიზანია მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია სასამართლო მედიაციის თანამედროვე მოდელის შესახებ და შესთავაზოს მათ მისი სამომავლო განვითარების ხედვა. ავტორის მოსაზრებით, სასამართლო მედიაციის თანამედროვე მოდელის წარმატებით განვითარებისათვის აუცილებელია შემუშავდეს გარკვეული სტრატეგია, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს როგორც წარსული გამოცდილების, ასევე, ქართულ მართლმსაჯულებაში არსებული მდგომარეობისა და მიღებული რეკომენდაციების ანალიზს. გამომდინარე აქედან, სტატია მიმოიხილავს როგორც საქართველოში მორიგებით სამართლებრივი დავების გადაწყვეტის კულტურას, ასევე სასამართლო მედიაციის დანერგვიდან დღემდე მიღწეულ შედეგებსა და ექსპერტების მიერ შემუშავებულ დასკვნებს (რეკომენდაციებს). ამასთან, ავტორის ხედვით მედიაციის კულტურის საქართველოში დანერგვისათვის უდიდესი პრაქტიკული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ილია ჭავჭავაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და შეხედულებებს. შესაბამისად, სწორედ ილიას ნააზრევსა და მის ფასეულობებზე დაყრნობით სტატიაში მოცემულია დასკვნა ქართული მართლმსაჯულებისათვის წარმატებული მედიაციის ინსტიტუტის არსებობის მნიშვნელობაზე დახედვა ამის მისაღწევად.