გასაცვლელი ქონების ტოლფასოვნების პრეზუმფცია
DOI:
https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11885საკვანძო სიტყვები:
გასაცვლელი ქონება; ტოლფასოვნების პრეზუმფცია; ნასყიდობა; გაცვლა; კეთილსინდისიერება; ნაგულისხმები პირობა.ანოტაცია
სამოქალაქო (კერძო) სამართლებრივი ნორმების შემუშავებისას კანონმდებელი ამა თუ იმ დანაწესის ფორმულირების სხვადასხვა მეთოდს იყენებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია პრეზუმფციული დებულებები. კანონში პრეზუმფციის ასახვის ხერხი სხვადასხვაგვარია. პრეზუმფცია შესაძლოა პირდაპირ დადგინდეს, ან იკვეთებოდეს ნორმის განმარტების შედეგად.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზეა არაპირდაპირი, ანუ ირიბი პრეზუმფციები. მათი დადგენა არა იმდენად თეორიული, არამედ უფრო პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, მის ასეთ მნიშვნელობას განაპირობებს პრეზუმფციის მიერ მხარეთა უფლება-მოვალეობების სწორად განხორციელებაზე გავლენის მოხდენა. პრეზუმფცია წარმოშობს იურიდიულ შედეგს, რაც გამოიხატება მტკიცების ტვირთის სწორ გადანაწილებაში, პრეზუმფციული ფაქტის დაძლევის შემთხვევაში კი, ამა თუ იმ მატერიალური უფლებით სარგებლობაში ან ამ უფლების გამორიცხვაში.
კლევის საგანი, კონკრეტულად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში ტექსტში შემოკლებით აღინიშნება როგორც “სკ”) 522-ე მუხლის დანაწესის ანალიზით (მათ შორის, შედარებით-სამართლებრივი ასპექტით) შემოიფარგლება. დასახელებულ ნორმაში საკუთრივ პრეზუმფციული დანაწესის აღმნიშვნელი სიტყვები, როგორებიც არის: “ივარაუდება”, “იგულისხმება” და ა.შ, ნახსენები არ არის, თუმცა ლიტერატურაში ის მაინც პრეზუმფციის შემცველ დანაწესად არის მიჩნეული. გაცვლის ხელშეკრულება (Tauschvertrag) უძველეს სამართლებრივ ინსტიტუტებს შორისაა. მან ჯერ კიდევ პრე-მონეტარული ეკონომიკის პირობებში შეასრულა ცენტრალური ფუნქცია — ადამიანთა შორის ურთიერთობებში ბალანსის დაცვა და ქონებრივი ინტერესების კოორდინაცია. გაცვლის სისტემა ეფუძნებოდა იდეას, რომ თითოეული ქონებრივი სიკეთე შეიძლება შეფასდეს და გათანაბრდეს ტოლფას სამართლებრივ სიკეთესთან.
სწორედ აქედან იღებს სათავეს ტოლფასოვნების პრეზუმფცია — ვარაუდი, რომ გაცვლილი ქონებრივი სიკეთეები ბუნებრივად თანაბარია ღირებულებით. რომის სამართალი გაცვლას განიხილავდა, როგორც „უსახელო ხელშეკრულებას“ (contractus innominatus), ვინაიდან მისთვის ცალკე ფორმა არ არსებობდა. თუმცა, პრაქტიკამ და დოგმატიკამ მას მაინც მიანიჭა სამართლებრივი მნიშვნელობა: პრეტორული სამართლის გავლენით, იქმნებოდა ვალდებულებითი ურთიერთობა, როცა ერთი მხარე ასრულებდა ქონების გადაცემის მოვალეობას, ხოლო მეორე მხარე ვალდებული ხდებოდა ანალოგიური მოქმედება შეესრულებინა[1] ეს ისტორიული ფონი ხაზს უსვამს, რომ გაცვლა სამართლის თვალსაზრისით ყოველთვის ასოცირდებოდა „თანასწორობასთან“.
გაცვლის ხელშეკრულების მიმართ ნასყიდობის წესები ვრცელდება, რაც თავისთავად იმაზე მიანიშნებს, თუ რაოდენ ხშირად გვხვდება გაცვლის/ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო საკითხები. ამის მიუხედავად, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში პრობლემის მონოგრაფიული კვლევა, ან თუნდაც ცალკე აღებული კვლევა, რომელიც გასაცვლელი ქონების ტოლფასოვნების პრეზუმფციას შეეხებოდა, არ გვხვდება.
[1] Zimmermann R., The Law of Obligations: Roman Foundations of the Civilian Tradition, Oxford, 1996, 515-520.
წყაროები
1. Civil Code of Georgia, 26/06/1997.
2. Civil Procedure Code of Georgia, 14/11/1997.
3. Civil Law Code of the Georgian Soviet Socialist Republic, 1964 edition (annulled).
4. Civil Code of the Russian Federation, 26/01/1996.
5. French Civil Code, 21/03/1804.
6. German Civil Code, 18/08/1896.
7. Italian Civil Code, 04/04/1942.
8. Swiss Code of Obligations, 30/03/1911.
9. UNIDROIT Principles of International Commercial Contracts, 2016.
10. United Nations Convention on Contracts for the International Sale of Goods, 11/04/1980.
11. Vashakidze G., Good Faith According to the Civil Code of Georgia – Abstraction or Applicable Law, Georgian Law Review, Vol. 10, Issue 1, 2007 (in Georgian).
12. Vashakidze G., Complex System of Obligations under the Civil Code, Tbilisi, 2010 (in Georgian).
13. Dzlieriashvili Z., Contract of Exchange in Georgian Law, Comparative Law Journal, No. 8, 2022 (in Georgian).
14. Nadibaidze L., Legal Grounds for the Acquisition of Ownership, Meridian Publishing House, Tbilisi, 2002 (in Georgian).
15. Khunashvili N., The Principle of Good Faith in Contract Law, Bona Causa Legal Firm, Tbilisi, 2016 (in Georgian).
16. Zoidze B., Reception of European Private Law in Georgia, Publishing Affairs Training Centre, Tbilisi, 2005 (in Georgian).
17. Chitoshvili T., The Content and Types of Obligations Arising from Obligational-Legal Relations (General Characterisation), Unjust Enrichment: Main Issues, Bona Causa Legal Firm, Tbilisi, 2015 (in Georgian).
18. Kropholler J., German Civil Code, Study Commentary, Darjania T., TcheTchelashvili Z. (trans.), Chachanidze E., Darjania T., Tortladze L. (eds.), 13th revised ed., Tbilisi, 2014 (in Georgian).
19. Zimmermann R., The Law of Obligations: Roman Foundations of the Civilian Tradition, Oxford, 1996.
20. Medicus D., Lorenz S., Schuldrecht I – Allgemeiner Teil, München, 2020.
21. Palandt O., Bürgerliches Gesetzbuch-Kommentar, 71st ed., München, C. H. Beck, 2012.
22. Canaris C.-W., Lehrbuch des Schuldrechts, Bd. I, München, 2007.
23. Brox H., Walker W.-D., Allgemeiner Teil des BGB, 41st ed., München, 2022.
24. Markesinis B., Unberath H., Johnston A., The German Law of Contract: A Comparative Treatise, 2nd ed., Oxford and Portland, Oregon, 2006.
25. Bianca M., Diritto civile, La vendita e la permuta, Milano, 2014.
26. Terré F., Simler P., Lequette Y., Droit civil, Les obligations, Paris, 2019.
27. Sergeev A. P. (ed.), Civil Law, Vol. 2, Ch. 36 by Averchenko N. N., Moscow, Velbi, RG-Press, 2012 (in Russian).
28. Braginsky M. I., Vitryansky V. V., Contract Law, Book One, General Provisions, Moscow, Statut, 2009 (in Russian).
29. Atiyah P. S., Adams J. N., MacQueen H. L., The Sale of Goods, 11th ed., London, 2005.
30. Scyboz G., Gilliéron P.-R., Scyboz P., Code civil suisse et Code des obligations annotés, Lausanne, 2004.
31. Judgment of 19 May 2023 No. AS-1126-2021 of the Civil Cases Chamber of the Supreme Court of Georgia.
32. Judgment of 25 November 2021 No. BS-1275(K-18) of the Administrative Cases Chamber of the Supreme Court of Georgia.
33. Judgment of 14 November 2019 No. AS-859-859-2018 of the Civil Cases Chamber of the Supreme Court of Georgia.
34. Judgment of 2 December 2010 No. AS-847-796-2010 of the Civil Cases Chamber of the Supreme Court of Georgia.
35. Canada (Deputy Minister of National Revenue) v. Mattel Canada Inc., [2001] 2 S.C.R. 100, 2001 SCC 36.
36. Bhasin v. Hrynew, 2014 SCC 71 (CanLII), [2014] 3 S.C.R. 494.
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





