ინკლუზიური განათლება ეიბლიზმის პირობებში: პოლიტიკის, პრაქტიკისა და კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი საქართველოსა და ევროპის მაგალითზე

ავტორები

  • ანა ხაჭაპურიძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11871

საკვანძო სიტყვები:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირი, ინკლუზიური განათლება, ეიბლიზმი, კანონმდებლობა.

ანოტაცია

სტატია მიმოიხილავს ინკლუზიური განათლების მდგომარეობას ეიბლიზმის პირობებში და იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს სოციალური სტიგმა, სტრუქტურული ბარიერები და ინსტიტუციური დისკრიმინაცია შშმ მოსწავლეთა განათლების ხელმისაწვდომობასა და შედეგებზე. ნაშრომი ეფუძნება საქართველოსა და ევროპის ქვეყნების პრაქტიკისა  და კანონმდებლობის შედარებით ანალიზს, რაც შესაძლებელს ხდის გამოიკვეთოს როგორც საერთო ტენდენციები, ასევე კონტექსტური განსხვავებები ინკლუზიური განათლების განხორციელების პროცესში.

ევროპის ქვეყნების მაგალითზე ჩანს, რომ ინკლუზიური განათლების წარმატება დამოკიდებულია სისტემური მიდგომების არსებობაზე: მრავალდონიან მხარდაჭერაზე, ადრეულ ინტერვენციაზე, რესურსების მდგრად განაწილებაზე, პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერებაზე. აღნიშნული ანალიზი აჩვენებს, რომ ეიბლიზმის დაძლევა ევროკავშირის ქვეყნებში განიხილება არა მხოლოდ სამართლებრივი რეგულაციების საკითხად, არამედ ფართო სოციალურ-კულტურულ ცვლილებად, რომელიც მოიცავს სტიგმის შემცირებას, განათლებისა და სოციალური პოლიტიკის ინტეგრაციას და მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დაფინანსების ეფექტიან მოდელებს.

საქართველოს კანონმდებლობა ფორმალურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება ხშირად ფრაგმენტირებულია და დამოკიდებულია სკოლების ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებზე.

სტატია მოიცავს ეიბლიზმის განმარტებასა და  წარმოშობას. აერთიანებს ეიბლიზმის თეორიულ ანალიზს, პოლიტიკის შედარებით კვლევას და პრაქტიკული გამოცდილებების შეფასებას, რაც იძლევა ინკლუზიური განათლების სისტემური ბარიერების კომპლექსურ სურათს. შედარებითი პერსპექტივა საშუალებას აძლევს მკვლევარს გამოავლინოს არა მხოლოდ არსებული ხარვეზები, არამედ ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც შეიძლება გადმოიტანოს საქართველომ ევროპის წარმატებული მოდელებიდან -  დაწყებული ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ახალი ფორმატებით, დასრულებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებით.

ინკლუზიური განათლების გაძლიერება საქართველოში მოითხოვს ეიბლიზმის როგორც სოციალური, ისე ინსტიტუციური გამოვლინებების შემცირებას; მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას; სპეციალისტთა პროფესიული განვითარების სისტემურ მოდელს; ინტერსექტორულ თანამშრომლობას; და ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც არა მხოლოდ ფორმალურად აღიარებს მრავალფეროვნებას, არამედ რეალურად უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა მოსწავლისთვის. სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები მიმართულია სწორედ ამ სტრატეგიული ცვლილებებისკენ და ასახავს თანამედროვე ევროპული მიდგომების საუკეთესო პრაქტიკებს, რომელთა ადაპტირება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ინკლუზიური, სამართლიანი და ბარიერებისაგან თავისუფალი განათლებისკენ.

ავტორის ბიოგრაფია

ანა ხაჭაპურიძე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

წყაროები

1. Constitution of Georgia, 24/08/1995, matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36 [08.05.2026] (in Georgian).

2. Organic Law of Georgia "Labor Code of Georgia", Tbilisi, 29/09/2020,matsne.gov.ge/document/view/1155567?publication=17 [08.05.2026] (in Georgian).

3. Criminal Code of Georgia, 22/07/1999,matsne.gov.ge/document/view/16426?publication=284 [08.05.2026] (in Georgian).

4. Law of Georgia "On General Education", Tbilisi, 08/04/2005,https://mes.gov.ge/uploads/Licenzireba/kanoni%20zogadi%20ganatlebis%20shesaxeb.pdf [08.05.2026] (in Georgian).

5. Convention on the Rights of Persons with Disabilities, 13/12/2006 (ratified in Georgia on 12/04/2014),https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289?publication=0 [08.05.2026] (in Georgian).

6. Committee on the Rights of Persons with Disabilities, General Comment No. 6,https://www.ombudsman.ge/res/docs/2019110511405646434.pdf [08.05.2026] (in Georgian).

7. European Convention on Human Rights, 04/11/1950,https://www.echr.coe.int/documents/d/echr/convention_kat [08.05.2026].

8. Unified Strategy of Education and Science of Georgia 2017-2021, Tbilisi, Ministry of Education and Science of Georgia, 2017,https://mes.gov.ge/uploads/MESStrategy_2017-2021.pdf [08.05.2026] (in Georgian).

9. Makalathia T., Basiladze N., Teachers Dependencies Inclusive Education Towards In Georgia, International Journal of Inclusive Education,Vol. 23, №5, 2019, 45-52 (in Georgian).

10. Tabatadze Sh., Gorgodze S., Education System In Georgia, TB., CCIIR, 2017 (in Georgian).

11. Chanturia G., Chincharauli T., Inclusive Education In Georgia: Current Trends And Challenges, TB., Ilya State University, 2015 (in Georgian).

12. EU Strategy on the Rights of Persons with Disabilities 2021–2030, Brussels, European Commission, 03/03/2021, https://commission.europa.eu/strategy-and-policy/policies/justice-and-fundamental-rights/disability/enhancing-strategy-rights-persons-disabilities-2030_en [08.05.2026].

13. Decree-Law No. 54/2018, Presidency of the Council of Ministers, Article 1-3, Lisbon, 06/07/2018, https://www.dge.mec.pt/sites/default/files/EEspecial/dl_54_2018_en_version_dge.pdf [08.05.2026].

14. Charter of Fundamental Rights of the EU, 26/10/2012, https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:12012P/TXT [08.05.2026].

15. Committee on the Rights of Persons with Disabilities, General Comment No. 2, 22/05/2014, https://docs.un.org/en/CRPD/C/GC/2 [08.05.2026].

16. Committee on the Rights of Persons with Disabilities, General Comment No. 1, 19/05/2014, https://docs.un.org/en/CRPD/C/GC/1 [08.05.2026].

17. Barnes C., Mercer G., Exploring Disability: A Sociological Introduction, Cambridge, Polity Press, 2010.

18. Björn P. M., Aro M., Koponen T., Fuchs L. S., Fuchs D., The Manyfaces of Special Education Within RTI Frameworks in the United States and Finland, Learning Disability Quarterly, Vol. 39, №1, 2016, 58-60, https://journals.sagepub.com/doi/abs/10.1177/0731948715594787 [08.05.2026].

19. Campbell F. K., Contours of Ableism: The Production of Disability and Abledness, New York, Palgrave Macmillan, 2009.

20. Canevaro A., by Anna L., The Historical Evolution of School Integration in Italy: Some Witnesses and Considerations, Alter - European Journal of Disability Research, Vol. 4, №3, 2010, 203-208, https://doi.org/10.1016/j.alter.2010.02.007 [08.05.2026].

21. Hattie J., Visible Learning: A Synthesis of Over 800 Meta-Analyses Relating to Achievement, London, Routledge, 2009.

22. Ianes D., Demo H., Zambotti F., Integration and Inclusion in Italy: The Actual Situation and Future Prospects, Journal of Cognitive Education and Psychology, Vol. 13, №1, 2014, 35-39, https://connect.springerpub.com/content/sgrjcep/13/1 [08.05.2026].

23. Lawson A., Disability and Equality Law in Britain, Oxford, Hart Publishing, 2008.

24. Malinen O. P., Savolainen H., Xu J., Beijing In-service Teachers’ Self-efficacy and Attitudes Towards Inclusive Education, Teaching and Teacher Education, Vol. 28, №4, 2012, 526–534, https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0742051X11001569 [08.05.2026].

25. Norwich B., Changing Policy and Legislation and Its Effects on Inclusive Education: A Perspective From England, British Journal of Special Education, Vol. 41, №4, 2014, 403–425, https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/1467-8578.12079 [08.05.2026].

26. OECD, Sickness, Disability and Work: Breaking the Barriers, Paris, OECD Publishing, 2010.

27. Oliver M., The Politics of Disablement, London, Macmillan Education, 1990.

28. Oliver M., The Politics of Disablement (Online Version), London, Macmillan Education, 1990, https://www.scribd.com/document/740879802/The-Politics-of-Disablement [08.05.2026].

29. Oliver M., Barnes C., The New Politics of Disablement, Houndmills, Basingstoke, Palgrave Macmillan, 2012.

30. Powell J. J. W., Barriers to Inclusion: Special Education in the United States and Germany, Boulder, Colorado, Paradigm Publishers, 2011.

31. Shakespeare T., Disability Rights and Wrongs Revisited, London, Routledge, 2014.

32. UNESCO, A Guide for Ensuring Inclusion and Equity in Education, Paris, UNESCO Publishing, 2017, https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000248254 [08.05.2026].

გამოქვეყნებული

2026-06-30

როგორ უნდა ციტირება

ხაჭაპურიძე ა. (2026). ინკლუზიური განათლება ეიბლიზმის პირობებში: პოლიტიკის, პრაქტიკისა და კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი საქართველოსა და ევროპის მაგალითზე. სამართლის ჟურნალი, (1). https://doi.org/10.60131/jlaw.1.2026.11871

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.