ISSN : 1987-7668
E-ISSN : 2720-782X
ქართულენოვანი სტატიის ბიბლიოგრაფიაში წყაროები უნდა განთავსდეს . კონსოლიდირებული და ნუმერირებული სახით შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ქართულ ენაზე მითითებული ნორმატიული მასალა და აქტები (მიღების თარიღის მითითებით);
ბ) ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა ანბანური თანმიმდევრობის დაცვით;
გ) ქართულენოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები (უახლესიდან უძველესისკენ);
დ) ინგლისურ ენაზე მითითებული ნორმატიული მასალა და სხვა აქტები;
ე) სხვა ენებზე მითითებული ნორმატიული მასალა და სხვა აქტები (უახლესიდან უძველესისკენ);
ზ) ინგლისურენოვანი სამეცნიერო წყაროები ანბანური თანმიდევრობის დაცვით;
თ) სხვა ენებზე მითითებული სამეცნიერო ნაშრომები ანბანური თანმიმდევრობის დაცვით;
ი) ინგლისურ ენაზე მითითებული უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებები (უახლესიდან უძველესისკენ);
კ) სხვა ენებზე მითითებული უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებები (უახლესიდან უძველესისკენ);
ლ) ნაშრომში დამოუკიდებლად (წყაროს სახელწოდების გარეშე) მითითებული ელექტრონული ბმულები.
ინგლისურენოვანი სტატიის ბიბლიოგრაფიაში წყაროები უნდა განთავსდეს . კონსოლიდირებული და ნუმერირებული სახით შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ინგლისურ ენაზე მითითებული (თარგმნილი) ნორმატიული მასალა და აქტები (მიღების თარიღის მითითებით);
ბ) სხვა ენებზე მითითებული ნორმატიული მასალა და აქტები (მიღების თარიღის მითითებით);
გ) ინგლისურ ენაზე მითითებული (თარგმნილი) სამეცნიერო წყაროები ანბანური თანმიმდევრობის დაცვით;
დ) სხვა ენებზე მითითებული სამეცნიერო წყაროები ანბანური თანმიმდევრობის დაცვით;
გ) ინგლისურ ენაზე მითითებული (თარგმნილი) სასამართლო გადაწყვეტილებები (უახლესიდან უძველესისკენ);
დ) სხვა ენაზე მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებები (უახლესიდან უძველესისკენ);
ე) ნაშრომში დამოუკიდებლად (წყაროს სახელწოდების გარეშე) მითითებული ელექტრონული ბმულები.
უცხოენოვანი (გარდა დასავლეთევროპულ ენებზე გამოცემული) წყაროები ბიბლიოგრაფიასა და სქოლიოებში ითარგმნება ინგლისურ ენაზე და წყაროს დასასრულს მიეთითება წყაროს პირველადი გამოქვეყნების ენა, მაგალითად, (in Georgian).
სამეცნიერო წყაროს ბოლო რეკვიზიტად მიეთითება შესაბამისი გვერდები. ერთი და იმავე წყაროს ნაშრომში სხვადასხვა გვერდების მითითებით რამდენჯერმე გამოყენების შემთხვევაში, ბიბლიოგრაფიაში ერთხელ მიეთითება შესაბამისი წყარო და ყველა გვერდის ჩამონათვალი მძიმით, რომელთა გამოყენებაც განხორციელდა ნაშრომში.