გამჭოლი პასუხისმგებლობა და მისი სახესხვაობანი (გერმანული, ამერიკული და ინგლისის პრაქტიკის მიხედვით)

ავტორები

  • გვანცა მაღრაძე

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.2.2024.8319

საკვანძო სიტყვები:

გამჭოლი პასუხისმგებლობა, რევერსიული გაჭოლვა, საფარველის ახდა, გამანადგურებელი ჩარევა.

ანოტაცია

კაპიტალური ფორმის წარმონაქმნი დღესდღეისობით მსოფლიოში ბიზნესის წარმოების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რაც განპირობებულია მისი განსხვავებული, მომგებიანი, კომფორტული და ინვესტორზე მორგებული კონსტრუქციით. კერძოდ კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის პრივილეგიით, რაც უბიძგებს დაინტერესებულ პირებს თამამად, პირადი აქტივის დაკარგვის საფრთხის გარეშე მოახდინონ ბიზნეს პორთფოლიოს დივერსიფიცირება. თუმცა საკორპორაციო სამართლის ამ ფუძემდებლურ პრინციპსაც აქვს გამონაკლისი, რასაც გამჭოლი პასუხისმგებლობა, იგივე veil piercing ეწოდება. დღეს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ რიგ შემთხვევაში გარდაუვალი და აუცილებელია ამ საგამოაკლისო ღონისძიების გამოყენება, რათა შენარჩუნებულ იქნეს ან აღდგეს სამართლიანობა. საუბარია კაპიტალური მოწყობის კონსტრუქციაში პარტნიორის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე „უფლების“ ბოროტად გამოყენებისას.

წინამდებარე ნაშრომი სწორედ გამჭოლი პასუხისმგებლობის და პრატქიკაში განვითარებული და ჩამოყალიბებული სხვადასხვა ქვეყნის მიდგომებს განიხილავს. შესავალის შემდეგ, მოკლედ არის მიმოხილული თავად დოქტრინის ჩამოყალიბების ისტორიული ექსკურსი, რაც თემატურად მოიცავს როგორც იურიდიული წარმონაქმნის - იურიდიული ფიქციის არსს და მის დამოუკიდებელ, განცალკევებულ სამართალსუბიექტობას, რომელსაც ლოგიკურად მოსდევს ამ განცალკევებულობის საგამონაკლისო ღონისძიებით იგნორირების შესაძლებლობის დაშვება. ცალსახად მნიშვნელოვანია გამოიყოს ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც ტრადიციული გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენებას ლეგიტიმურს ხდის სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკაში, რათა მკითხველისთვის აღქმადი იყოს ამ დოქტრინის სუბ-ტიპების არსი. გარდა ამისა, გამჭოლი პასუხისმგებლობის კვლევა მიმართულია წარმოაჩინოს მსგავსება/განსხვავებები მის ვარიაციებთან, როგორიც არის რევერსიული გაჭოლვა ამერიკული, ხოლო საფარველის ახდის ინგლისური დოქტრინა. ამასთან, ნაშრომში წარმოჩენილია გერმანული სასამართლოს უახლესი მიდგომა გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების თუ მისგან თავის შეკავების თვალსაზრისით, სადაც არ გამოიყენება ზემოთ ხსენებული ამერიკულ/ინგლისური ტერმინოლოგია, თუმცა არსობრივად მჭიდროდ დაკავშირებული მიდგომაა ჩამოყალიბებული. დასვნის სახით კი შეჯამებულია სტატიაში განხილულ საკითხთა გარშემო ჩატარებული კვლევის შედეგები.

ავტორის ბიოგრაფია

გვანცა მაღრაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

წყაროები

Burduli, I., "Equity Capital and Its Functions," in *Theoretical and Practical Issues of Modern Corporate Law*, Tbilisi, 2009, pp. 268-269.

Burduli, I., "Property Relations in Joint-Stock Companies (Especially During the Formation Process)," (dissertation), 2008, pp. 20-41.

Magradze, G., "The Issue of Personal Liability of a Business Entity's Director/Manager and Partner/Shareholder," Tbilisi State University Law Journal, No. 1, ed. Burduli, 2017, pp. 144-166.

Adam, L., "Three Steps Forward, Three Steps Back: Why the Supreme Court Decision in Prest v Petrodel Resources Ltd Leads us Nowhere," *The King’s Student Law Review*, Vol. 5, No. 2, 2014, pp. 70, 74.

Allen, N. B., "Reverse Piercing of Corporate Veil: The Straightforward Path to Justice," *St. Jones Law Review*, Vol. 85, No. 3, 2011, pp. 1147, 1153-54, 1156.

Austin, R.P., Ramsey, I.M., *Ford’s Principles of Corporations Law*, Butterworths, Australia, 2010, pp. 115-116.

Burke, V., "Reverse Corporate Veil Piercing: Is the Equitable Remedy Worth the Risk?," *George Maison Law Review*, Vol. 30(4), 2023, pp. 1079-1080.

Dignam, A., Canruh, D., "Into Reverse: Redesigning Veil Piercing," Queen Mary Law Research, Paper No. 401, 2023, p. 24.

Hannigan, B., "Wedded to Solomon: Evasion, Concealment and Confusion on Piercing the Veil of the One-man Company," *Irish Jurist*, New Series, Vol. 50, 2013, p. 39.

Klein, W.A., Coffee Jr., J.C., Partnoy, F., *Business Organization and Finance: Legal and Economic Principles*, Thomson Reuters/Foundation Press, 2010, p. 148.

Kleindiek, D., "Materielle Unterkapitalisierung, Existenzvernichtung und Deliktshaftung – GAMMA," 2008 *Neue Juristische Wochenschrift* [NZG], 687.

Lee, P. W., "The Enigma of Veil-Piercing," *International Company and Commercial Law Review*, Vol. 26(1), 2015, pp. 28-34.

Mujih, E., "Piercing the Corporate Veil: Where is the Reverse Gear?," London Metropolitan University, 2016, p. 15.

Pargendler, M., "Veil Peeking: The Corporation as a Nexus for Regulation," *University of Pennsylvania Law Review*, Vol. 169:717, 2021, p. 738.

Richardson, M., "The Helter-Skelter Application of the Reverse Piercing Doctrine," *University of Cincinnati Law Review*, 2011, p. 1606.

Tan, C.H., Wang, J., Hofmann, Ch., "Piercing the Corporate Veil: Historical, Theoretical and Comparative Perspectives," *Barkley Business Law Journal*, Vol. 16, Issue 1, 2019, pp. 140, 158.

Thompson, R.B., "Piercing the Corporate Veil: An Empirical Study," *Cornell Law Review*, 1991, p. 1036.

Peter B. Oh, "Veil Piercing," Legal Studies Research Paper Series, Working Paper No. 2010-06, Pittsburgh, Pennsylvania, 2010, p. 85.

Ventoruzzo, M., Conac, P.H., Goto, G., Mock, S., Notari, M., Reisberg, A., *Comparative Company Law*, American Casebook Series, West Academic Publishing, 2015, pp. 151, 183.

Wormser, M., *Disregard of the Corporate and Allied Corporation Problems*, Baker, Voorhis & Co, New York, 1927, pp. 6, 10.

Youabian, E., "Reverse Piercing of the Corporate Veil: The Implications of Bypassing 'Ownership' Interest," 33 *Sw. U. L. Rev.* 2004, p. 77.

Zhen Qu, Ch., Bjorn, A., "Lowering of the Corporate Veil in Germany: A Case Note on BGH 16 July 2007 (Trihotel)," *Oxford University Comparative Law Forum*, 2008, [15.08.2024].

*Salomon v Salomon & Co Ltd* [1896] UKHL 1 (16 November 1896) https://www.bailii.org/uk/cases/UKHL/1896/1.html, [06.08.2024].

*Bremer Vulkan* case, The Federal Supreme Court of Germany, BGH, case, [2001], BGH NJW 2001, 3622 (“Bremer Vulkan”); BGH ZIP 2002, 1578 (“KBV”).

*Berkey v. Third Avenue Railway Co.* [1926] 44 N.Y. 84, 155 N.E. 58.

*Trihotel* case, Bundesgerichtshof [BGH] [Federal Court of Justice] II ZR 3/04, Jul. 16, 2007 (Trihotel), 2007 NeueJuristische Wochenschrift [NJW] 2689.

*VTB Capital Plc v Nutritek International Corp.* [2013] UKSC 5, [2013] 2 AC 337; available at: https://www.bailii.org/uk/cases/UKSC/2013/5.html, [15.08.2024].

- *Prest v Petrodel Resources Ltd*, [2013] 3 WLR 1.

გამოქვეყნებული

2024-12-05

როგორ უნდა ციტირება

მაღრაძე გ. (2024). გამჭოლი პასუხისმგებლობა და მისი სახესხვაობანი (გერმანული, ამერიკული და ინგლისის პრაქტიკის მიხედვით). სამართლის ჟურნალი, (2). https://doi.org/10.60131/jlaw.2.2024.8319

გამოცემა

სექცია

სტატიები