ზეგავლენით ვაჭრობის პრობლემატური ასპექტები საქართველოსა და ევროპული ქვეყნების შედარებით-სამართლებრივი ანალიზის ჭრილში

ავტორები

  • გიორგი გამხიტაშვილი

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2023.7074

საკვანძო სიტყვები:

მოხელე, პასიური ზეგავლენა, აქტიური ზეგავლენა, სამსახურებრივი ავტორიტეტი, ლობიზმი.

ანოტაცია

 

წინამდებარე სტატიაში განხილულია ზეგავლენით ვაჭრობის ინსტიტუტის სამართლებრივი ასპექტები ევროპის საბჭოს :კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენციისა“ და რამდენიმე ევროპული ქვეყნის კანონმდებლობის ანალიზის ჭრილში. ამ კუთხით სტატიაში გაანალიზებულია ევრო საბჭოს კონვენციაში მოცემული ზეგავლენით ვაჭრობის ქმედების ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო, მისი მოქმედების სამართლებრივი ფარგლები და თითოეული სახელმწიფოს ეროვნულ სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობაში მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობა. ამდენად, ამ კუთხით სტატიაში დეტალურადაა გაანალიზებული საქართველოს, ესპანეთის, საფრანგეთის, ბელგიისა და უნგრეთში არსებული ზეგავლენით ვაჭრობის ინსტიტუტის ძირითადი ელემენტები და ასევე განხილულია ევროპის საბჭოს კონვენციასთან  მათი თავსებადობის საკითხები. ასევე, შედარებითსამართლებრივი ანალიზის ჭრილში განხილულია საქართველოსა და ზემოთხსენებული ევროპული ქვეყნების ზეგავლენით ვაჭრობის ინსტიტუტის განმასხვავებელი სამართლებრივი ელემენტები.                                                         ზეგავლენით ვაჭრობა, როგორც, პირადი ურთიერთობის გამოყენებით, მოხელეებზე არამართლზომიერი ზემოქმედების განხორციელების ერთგვარი ბერკეტი ქმნის კორუფციულ ფონს იმდენად, რამდენადაც ამ ქმედებით მოქალაქეების თვალში  ილახება სახელმწიფო უწყებების პრესტიჟი და მათდამი ნდობის ხარისხი. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზემოქმედების განხორციელების ასპექტში, ზეგავლენით ვაჭრობა გარკვეულწილად ემსგავსება ლობისტურ საქმიანობას, სწორედ ამ მოტივით ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა ზეგავლენით ვაჭრობის კრიმინალიზაციაზე. ამდენად, ამ ასპექტში დეტალურადაა გაანალიზებული ზეგავლენით ვაჭრობისა და ლობისტური სამიანობიების ურთიერთმიმართების საკითხი. საბოლოოდ კი, შედარებითსამართლებრივი და სისტემური ანალიზის ჭრილში შეფასდა ზეგავლენით ვაჭრობის ძირითადი სამართლებრივი ელემენტები და ასევე მკაფიო ზღვარი გაივლო აღნიშნული ინსტიტუტსა და სხვა ისეთი სახის მომიჯნავე კანონიერ საქმიანობებს შორის როგორიცაა მაგალითად, ლობიზმი, იურიდიული ან სხვა სახის მომსახურება და სხვა საკონსულტაციო საქმიანობები.

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი გამხიტაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, ადვოკატი.

წყაროები

Penal Code of France, 22/07/1992, https://sherloc.unodc.org/cld/uploads/res/document/french_penal_code_html/french_penal_code.pdf [20. 12. 2023].

Criminal Code of Spain, 23/11/1995, https://www.mjusticia.gob.es/es/AreaTematica/DocumentacionPublicaciones/Documents/Criminal_Code_2016.pdf [10.12. 2023].

"Criminal Law Convention on Corruption" of the Council of Europe, Strasbourg, 27/01/1999.

Criminal Code of Hungary, 25/06/2012, https://sherloc.unodc.org/cld/uploads/res/document/hun/2013/hungary_criminal_code_2012_html/Hungary_Criminal_Code.pdf [29/12/2023].

Gamkhitashvili G., Problematic Aspects of the Separation of Bribery and Influence Peddling, Law Herald Journal, No. 4, 2021, 130-135 (In Georgian).

Gogiberidze G., Doctoral Thesis on the topic: Lobbying and Legal Aspects of its Regulation, Tbilisi, 2012, 66 (In Georgian).

Hollan M., Trading in Influence: Requirements of the Counsil of Europe Convention and the Hungarian Criminal Law. Acta Juridica Hungarica, 52, #3, 2011, 244-245.

Lekveishvili M., Mamulashvili G., Todua N., Private Part of Criminal Law, Book II, 7th ed., 2020, 410, 413 (In Georgian).

Philipp J., The Criminalisation of Trading in Influence in International Anti-Corruption Laws. University of the Western Cape, 2009, 35-36, 39, 40, 43-44 48.

Slingerland W., Trading in Influence: Corruption Revizited. Saxion University, 2010, 3-4, https://www.law.kuleuven.be/integriteit/egpa/egpa2010/slingerland_trading-in-influence.pdf [28.12. 2023].

https://www.mjusticia.gob.es/es/AreaTematica/DocumentacionPublicaciones/Documents/Criminal_Code_2016.pdf [10.12. 2023].

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-30

როგორ უნდა ციტირება

გამხიტაშვილი გ. (2023). ზეგავლენით ვაჭრობის პრობლემატური ასპექტები საქართველოსა და ევროპული ქვეყნების შედარებით-სამართლებრივი ანალიზის ჭრილში. სამართლის ჟურნალი, (1), 292–309 (Geo) 252. https://doi.org/10.60131/jlaw.1.2023.7074

გამოცემა

სექცია

სტატიები