საჯარო სამსახურში დისციპლინური გადაცდომის არსის განმსაზღვრელი სამართლებრივი ნორმების ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი

ავტორები

  • Iza Kasradze

საკვანძო სიტყვები:

საჯარო სამსახური, საჯარო მოსამსახურე, დისციპლინური პასუხისმგებლობა, დისციპლინური გადაცდომა, მსუბუქი და მძიმე დისციპლინური გადაცდომები, ეთიკისა და ქცევის წესების დარღვევა.

ანოტაცია

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესმა და ქვეყნის მდგრადმა დემოკ­რატიულმა განვითარებამ წარმოშვა საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირების აუცილებლობა. საქართველოში 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონი, რომელიც მოწესრიგების მიღმა ტოვებდა საჯარო სამსახურის შემადგენელ ბევრ მნიშვნელოვან ელემენტს. შედეგად კი იქმნებოდა კანონის გამოყენების ბუნდოვანი და ორაზროვანი პრაქტიკა იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც უნიფიცირებულ მიდგომას საჭიროებს.[1]

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, როგორც პროფესიულ საჯარო მოხელეზე ორიენტირებული და გაცილებით დახვეწილი საკანონმდებლო აქტი.

ახალმა კანონმა საქართველოსთვის უცხო და ინოვაციური არაერთი ინსტიტუტი დაამკვიდრა, ასევე, გაითვალისწინა ისეთი ნორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა არსებულის სრულყოფას. ერთ-ერთ ასეთ საკითხს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობა. ახალ კანონში გაჩნდა საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმების შემცველი მე-10 თავი, რომელიც ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შედარებით სრულყოფილ წესს, ითვალისწინებს დისციპლინურ წარმოებას. ამასთანავე, საკა­ნონმდებლო დონეზე განისაზღვრა დისციპლინური გადაცდომის ცნება, რომელიც, გარ­კვეულ­წილად, განსხვავდება მანამდე არსებული დეფინიციისგან.

ამდენად, წინამდებარე სტატიის მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურში დისციპლინური გადაცდომის არსის განმსაზღვრელი ახალი სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა და ანალიზი, მათი მნიშვნელოვანი ასპექტების წარმოჩენა, ვინაიდან ისინი ქმნის საჯარო სამსახურის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარკვეულ საფუძვლებს.


*       ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

[1]       2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებითი ბარათი (რე­გისტრაციის № 07-2/372/8), 1, <http://bit.ly/2t7maWS>, [26.03.2019].

წყაროები

The Law of Georgia on Public Service, 4346-IS, 27/10/2015.

The Law of Georgia on Public Service, Parliamentary Gazette, 45, 31/10/1997.

The Law of Georgia - Criminal Code of Georgia, SSM, 41(48), 22/07/1999.

Decree № 200 of the Government of Georgia on Determining General Rules of Ethics and Conduct in Civil Service, 20/04/2017.

Code of Conduct of State Administration Employees, Adopted with CoM Decree № 126/11.06.2004, promulgated, SG № 53/22.06.2004, https://bit.ly/2vbqW5W.

Recommendation № R(2000)10 of the Committee of Ministers to Member States on Codes of Conduct for Public Officials, the Council of Europe, 11/05/2000.

Regarding the Regulations of Civil Servants, Law №188/1999, 28/06/2000.

The Civil Servant Act of the Republic of Croatia, 15/07/2005.

The Civil Servant Act of the Republic of Slovenia, № 020-05/98-20/8, 11/06/2002.

The Law of the Republic of Armenia on Civil Service, 04/12/2001.

The Law of the Republic of Azerbaijan on Civil Service, 21/07/2000.

The Law of the Republic of Azerbaijan on Rules of Ethics Conduct of Civil Servants, № 352-IIQD, 31/05/2007.

Aghapishvili I., Beselia G., Tsukhishvili N., Commentaries on the Decree of the Government of Georgia on Determining General Rules of Ethics and Conduct in Civil Service, Kardava E. (ed.), Tbilisi, 2018, 6 (in Georgian).

Amundsen I., Pinto de Andrade V. (eds), Public Sector Ethics, Luanda, Bergen, 2009, 13, http://bit.ly/2tBHlB0.

Baindurashvili N., Specifics of Handling the Disputes Related to Public Office, Legal Problems and Ways to Address Them, Legal Journal “Justice and Law”, № 3(38), 2013, 116 (in Georgian).

Barbu V., Disciplinary Liability of European Officials, Perspectives of Business Law Journal, Vol. 1, Issue 1, 2012,73.

Beselia G., Which Role Can Ethics Management Play in the Improvement of the Performance of Public Administration? What is the Relationship between Ethics and Law in this respect?, “Journal of Law”, № 1, 2012, 253 (in Georgian).

Bogdandy A. V., Mhuber P., Cassese S., The Max Planck Handbooks in European Public Law: The Administrative State, Vol. 1, 2017, 153.

Boroska P. A., Suwaj R., Staszic S., Ethical Responsibility of Officials of the European Union and Type Sanctions Imposed for Unethical Conduct, School of Public Administration, Poland, 2, http://bit.ly/2pL1ymL.

Cardona F., Liabilities and Discipline of Civil Servants, Support for Improvement in Governance and Management, A joint initiative of the OECD and the European Union, principally financed by the EU, 2003, 2, 4, 6, http://bit.ly/2t76Nhi.

Georgian Young Lawyers’ Association Report of 2015, Disciplinary Liability in Public Service – Legislation, Administrative Practice and Case Law, Tbilisi, 2016, 4, 9, 12, https://bit.ly/29DhwVu (in Georgian).

Gatserelia A., Gegenava D., Sommerman K., Kobakhidze I., Rogava Z., Svanishvili S., Turava P., Kalichava K., Khubua G., Handbook of the Legal Bases of Public Administration, Khubua G., Sommerman K. (eds.), Vol. 3, Tbilisi, 2016, 195 (in Georgian).

Gilman S. C., Ethics Codes and Codes of Conduct as Tools fot Promoting an Ethical and Professional Public Service: Comparative Successes and Lessons, Washington, 2005, 49-50.

Loria V., Administrative Law of Georgia, Tbilisi, 2005, 244-245 (in Georgian).

Maizière T. D., The Federal Public Service an Attractive and Modern Employer, Berlin, 2014, 48.

Malinche D. M., The Liability of Public Servants, Perspectives of Law and Public Administration, Societatea de Stiinte Juridice si Administrative (Society of Juridical and Administrative Sciences), Vol. 7(1), 2018, 69.

Morgoshia A., Particularities of Disciplinary Liability of Public Servant, Journal “Law”, № 4-5, 2000, 38-39 (in Georgian).

Orbeliani S., Sitkvis Kona Georgian Dictionary, Iordanishvili S. (ed.), Tbilisi, 1949, 342 (in Geor-gian).

Palidauskaite J., Codes of Conduct for Public Servants in Eastern and Central European Countries: Comparative Perspective, 2, 7-8, http://bit.ly/2sgG1jC.

Puran A. N., Olah L., Disciplinary Sanctions Applicable to Romanian Civil Servants, AGORA In-ternational Journal of Juridical Sciences, № 4, 2013, 185.

Tofan M., Bercu A. M., Disciplinarie Liabilities of the European Public Servants, CES Working Papers, I, (1), 2009, 23, 27, http://bit.ly/2uzx2L8.

Turava P., Pirtskhalaishvili A., Dvalishvili M., Tsulaia I., Kardava E., Sanikidze Z., Makalatia G., The Law of Georgia on Public Service – Commentaries., Kardava E. (ed.), Tbilisi, 2018, 283 (in Georgian).

Decision of July 14, 2016 № BS-184-183(K-16) Chamber of Administrative Cases of Supreme Court of Georgia.

Decision of December 10, 2015 № BS-161-158(K-15) Chamber of Administrative Cases of Supreme Court of Georgia.

Decision of April 29, 2014 № BS-651-626(K-13) Chamber of Administrative Cases of Supreme Court of Georgia.

Decision of March 25th, 2009 № BS-1108-1070(K-08) Chamber of Administrative Cases of Supreme Court of Georgia.

McManus v Scott-Charlton, Federal Court of Australia, 70 FCR 16, (1996).

Electronic Version of Explanatory Dictionary, Joint Project of Arnold Chikobava Institute of Linguistics and Language Modeling Association, https://bit.ly/2Qo1hUv (in Georgian).

Explanatory Note to Law of Georgia on Public Service of October 27th, 2015 (Registration № 07-2/372/8), 1, http://bit.ly/2t7maWS.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-06-30

როგორ უნდა ციტირება

Kasradze, I. (2019). საჯარო სამსახურში დისციპლინური გადაცდომის არსის განმსაზღვრელი სამართლებრივი ნორმების ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. სამართლის ჟურნალი, (1). Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/2643

გამოცემა

სექცია

სტატიები