ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან აცილების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა საქართველოში და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან

ავტორები

  • კონსტანტინე კორკელია

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.1.2025.9292

საკვანძო სიტყვები:

ბუნებრივი კატაკლიზმები, სიცოცხლის უფლება, ევროპული კონვენცია, წყალდიდობა თბილისში, შოვის სტიქია.

ანოტაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება)  სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, გაატაროს ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლისათვის ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებისაკენ. ამ ვალდებულების შესასრულებლად სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული სიცოცხლის უფლების დარღვევის თავიდან აცილების მარეგულირებელი კანონმდებლობა და გაატაროს პრაქტიკული ღონისძიებები სიცოცხლის უფლების დასაცავად ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში.

ნაშრომის მიზანია, გაანალიზდეს საქართველოში ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან აცილების  მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან. ამ მიზნის მისაღწევად ნაშრომში განხილულია ევროპული სასამართლოს საქმეები, რის საფუძველზეც გაანალიზებულია  სახელმწიფოს ვალდებულებათა შინაარსი. მოგვიანებით, მიმოხილულია საქართველოში ბუნებრივი კატაკლიზმების მართვის მარეგულირებული კანონმდებლობა, რასაც მოსდევს საქართველოს პრაქტიკის ანალიზი. კერძოდ, განხილულია ორი ბოლოდროინდელი მოვლენა - 2015 წლის წყალდიდობას თბილისში და 2023 წლის რაჭის სტიქიას, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოჰყვა. გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, ნაშრომში გამოთქმულია მოსაზრებები საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მომავალში ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ.

ავტორის ბიოგრაფია

კონსტანტინე კორკელია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი; გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი. ნაშრომში ასახული მოსაზრებები არის ავტორისეული და არ გამოხატავს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პოზიციას.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Constitution of Georgia, Article 29.1.

The Law of Georgia on Civil Safety, June 27, 2018.

The Law of Georgia on the Rules for Planning and Coordination of National Security Policy, March 4, 2015.

The Law of Georgia on Environmental Protection, December 10, 1996.

"Georgia’s National Strategy for Disaster Risk Reduction 2017–2020 and Its Action Plan," Government Decree No. 4, 11 January 2017.

Kravchenko S., Bonine J. E., Interpretation of Human Rights for the Protection of the Environment in the European Court of Human Rights, Pacific McGeorge Global Business Development Law Journal, 25, No.1, 2012.

Pedersen O. W., The European Court of Human Rights and International Environmental Law, in: The Human Right to a Healthy Environment, J. H. Knox and R. Pejan (eds.), 2018.

Imparato E., The Right to Life Passes Through the Right to a Healthy Environment: Jurisprudence in Comparison, Widener Law Review 22, No.1, 2016.

Dickson B., Positive Obligations and the European Court of Human Rights, Northern Ireland Legal Quarterly, 61, No. 3, 2010.

Budayeva and Others v. Russia, March 20, 2008.

Kolyadenko v. Russia, February 28, 2012.

Murilos Saldias v. Spain, ruling, November 28, 2006.

M. Özel and Others v. Turkey, November 17, 2015.

Viviani and Others v. Italy, April 16, 2015.

გამოქვეყნებული

2025-06-30

ციტირების წესი

კორკელია კ. (2025). ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან აცილების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა საქართველოში და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან. სამართლის ჟურნალი, (1), 459–483 (Geo) 356. https://doi.org/10.60131/jlaw.1.2025.9292

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.