მინდია უგრეხელიძე, ბრალი საფრთხის დელიქტებში, თბ., 1982, გვ. 74 (რეცენზია)
DOI:
https://doi.org/10.48614/jlaw.1.2022.4948საკვანძო სიტყვები:
არაპირდაპირი განზრახვა, პირდაპირი განზრახვა, თვითიმედოვნება, დაუდევრობა, საფრთხის დელიქტები, მართლწინააღმდეგობა, ბრალი.ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია პროფ. მინდია უგრეხელიძის მონოგრაფია - ბრალი საფრთხის დელიქტებში, რომელშიც ავტორს განხილული აქვს განზრახვა და გაუფრთხილებლობა, როგორც ბრალის ფორმები, ვინაიდან განსახილველი წიგნის ავტორი იმ შეხედულების მხარდამჭერია, რომელიც განზრახვას და გაუფრთხილებლობას ბრალის ფორმებად განიხილავს. სტატიაში მსჯელობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის საფრთხის დელიქტებში შესაძლებელი განზრახვის და გაუფრთხილებლობის ორივე საკანონმდებლო სახე (პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვა, თვითიმედოვნება და დაუდევრობა). გაკრიტიკებულია ის მოსაზრება, რომელიც უარყოფს არაპირდაპირი განზრახვით და გაუფრთხილებლობით საფრთხის დელიქტების შესაძლებლობას. განხილვის საგანს წარმოადგენს შედეგით კვალიფიცირებული საფრთხის დელიქტები და მათი აგებულება. სტატიაში ასევე გაანალიზებულია მართლწინააღმდეგობა და ბრალი, როგორც დანაშაულის ელემენტები. დადებითად არის შეფასებული და არგუმენტირებულად დასაბუთებული შეხედულებები, რომლებიც მართლწინააღმდეგობას წარმოგვიდგენენ, როგორც სისხლის სამართლის ნორმასთან ქმედების შეუსაბამობას, ხოლო ბრალს, ვითარცა სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობას.
ლიტერატურა / წყაროების მითითება
Bibliography is available in Georgian language.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.





