დასაბეგრი ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეცვლა საგადასახადოსამართლებრივ ურთიერთობებში

ავტორები

  • გრიგოლ ჩხაიძე

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.2.2021.3629

საკვანძო სიტყვები:

გადასახადები, საგადასახადო სისტემა, დირექტივა, საგადასახადო კოდექსი, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის ცვლილება.

ანოტაცია

საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობები კომპლექსურობით გამოირჩევა. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, როგორც წესი, ქმნის კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, რომელშიც მხარეები მონაწილეობენ. საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულების დადგომისთვის აუცილებელია, რომ პირი იმყოფებოდეს შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ან იყოს თვითდასაქმებული და ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის კი აუცილებელია, რომ პირი ახორციელებდეს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად, მისი საქმიანობა დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის ხელშეკრულებების გაფორმებასთან. ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, პირი თავისუფალ ბაზარზე კონკრეტული პროდუქციის განთავსებით მოლოდინს იქმნის, რომ მისი საქმიანობის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში ის მიიღებს მოგებას და შესაბამისად, მას დაეკისრება გადასახადის გადახდის ვალდებულება.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების ფორმა არ შეესაბამება დასაბეგრი ოპერაციის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას აძლევს, მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომელიც არსებით ეკონომიკურ გავლენას არ ახდენს და სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. დასახელებული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და ის შემდგომ მითითებას არ შეიცავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ოპერაციის ფორმისა და შინაარსის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები, რომლებიც კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ, თითოეული საკითხის შესწავლისას ყურადღებით უნდა მოეკიდონ აღნიშნული მუხლის, როგორც გამონაკლისი ნორმის გამოყენების შესაძლებლობას.

აღნიშნული ნაშრომის მიზანია განსაზღვროს, თუ რა წინაპირობების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, გამოიყენოს დასაბეგრი ოპერაციის ფორმის შეცვლა მაშინ, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შინაარსით სხვა სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს. ნაშრომი ასევე მიზნად ისახავს იმ რისკების ანალიზს, რომლის წინაშე, აღნიშნული ნორმის არასწორი გამოყენების პირობებში, გადასახადის გადამხდელი შეიძლება, დადგეს.

სტატიის ფარგლებში განხილულია როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა, ისე საერთო სასამართლოების პრაქტიკა.

ავტორის ბიოგრაფია

გრიგოლ ჩხაიძე

სამართლის დოქტორი, ლუნდის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.

წყაროები

Tax Code of Georgia, LHG, 54, 17/09/2010.

Civil Code of Georgia, Parliamentary Gazette, 31, 24/07/1997.

General Administrative Code of Georgia, LHG, 32(39), 25/06/1999.

Administrative Procedural Law of Georgia, LHG, 39(46), 23/07/1999.

De Broe L., International Tax Planning and Prevention of Abuse: a Study under Domestic Tax Law, Tax Treaties and EC Law in Relation to Conduit and Base Companies, IBFD Publications, Amsterdam, 2008, 168, 170.

Doesum A. V., Kesteren H. V., Norden G.-J. V., Fundamentals of EU VAT Law, Netherlands, 2016, 123.

Gordon R. K., Thuronyi V., Tax Legislative Process in Tax Law Design and Drafting, Thuronyi V. (ed.), Washington D.C., 1996, 2.

Henkow O., Financial Activities in European VAT, A Theoretical and Legal Research of the European VAT System and the Actual and Preferred Treatment of Financial Activities, Netherlands, 2007, 60, 75.

Jespersen C. B., Intermediation of Insurance and financial Services in European VAT, Netherlands, 2011, 32.

Kesteren H. V., Taxable and Non-Taxable Transactions, in: Lang M., Pistone P., Rust A., Schuch J., Staringer C., Raponi D. (Eds.), Recent Developments in Value Added Tax,Vienna, 2016, 221, 225, 226, 228, 231.

Li J., Economic Substance: Drawing the Line between Legitimate Tax Minimization and Abusive Tax Avoidance, Canadian Tax Journal, Vol. 54, Issue № 1, 2006, 43-44, 53.

Papis-Almansa M., Insurance in European VAT on the Current and Preferred Treatment in the Light of the New Zealand and Australian GTS System, Netherlands, 2016, 133.

Radeva Y., VAT Implications of Cancellation Charges: New Substance-over-Form Rule?, International VAT Monitor, Vol. 30, № 1, 2019, 14.

Rogava Z., Tax Code Commentaries, Tbilisi, 2012, 479 (in Georgian).

Rosenblatt P., General Anti-Avoidance Rules for Major Developing Countries, Series on International Taxation, Vol. 49, Kluwer Law International, 2015, 134, 138.

Rosenblatt P., Tron Manuel E., Anti-Avoidance Measures of General Nature and Scope - GAAR and Other Rules, IFA Cahiers, Vol. 103A, International Fiscal Association, Rotterdam, 2018, 14.

Sijbren C., A VAT Primer for Lawyers, Economists, and Accountants, The Vat Reader, Tax Analysts, 2011, 2, www.taxhistory.org/www/freefiles.nsf/Files/VATReader.pdf/$file/VATReader.pdf [06.09.2022].

Terra B. J. M., Kajus J., Introduction to European VAT (Recast), Amsterdam, 2020, 128.

Uridia G., Tax Code Commentaries, Tbilisi, 2011, § 73.9, 486-491 (in Georgian).

Zimmer F., Form and Substance in Tax Law – General Report, The Hague, 2002, 16-97.

Case C-653/11, Her Majesty’s Commissioners of Revenue and Customs v Paul Newey, ECR [2013].

Case C-212/97, Centros Ltd v Erhvervs- og Selskabsstyrelsen, ECR [1999].

Decision of July 18, 2018 case № BS-854-846(K-16) of Supreme Court of Georgia.

Decision of March 14, 2017 case № BS-702-595(2K-16) of Supreme Court of Georgia.

Decision of March 16, 2016 case № 3B/2026-15 of Tbilisi Appeal Court.

Decision of April 27, 2016 case № 3B/634-15 of Tbilisi Appeal Court.

Decision of May 13, 2015 case № 3/7152-15 of Tbilisi City Court.

Decision of March 13, 2015 case № 3/2173-14 of Tbilisi City Court.

Decision of September 23, 2014 case № BS-246-243(K-13) of Supreme Court of Georgia.

Decision of February 18, 2014 case № BS-463-451(K-13) of Supreme Court of Georgia.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-31

როგორ უნდა ციტირება

გრიგოლ ჩხაიძე. (2021). დასაბეგრი ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეცვლა საგადასახადოსამართლებრივ ურთიერთობებში. სამართლის ჟურნალი, (2), 216–230(GEO),197. https://doi.org/10.60131/jlaw.2.2021.3629

გამოცემა

სექცია

სტატიები