სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტები და სუბიექტები, როგორც სისხლის სამართლის ფილოსოფიის კატეგორიები

ავტორები

  • Guram Nachkebia

საკვანძო სიტყვები:

სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტები, სისხლისსამართლებრივი დაცვის სუბიექტები, სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სისტემა.

ანოტაცია

სტატიაში დასმულია სისხლის სამართლის ფილოსოფიის საკითხი და ამ პოზიციიდან გაკრიტიკებულია სისხლის სამართლის ტრადიციული დოგმატიკა, რომელიც მართლზომიერი ქმედების გამო სამართლებრივი ურთიერთობის იდეას არ იცნობს. ამ პოზიციიდანვეა გაკრიტიკებული რუსული სისხლის სამართლის დოგმატიკის ტრადიციული კონცეფციაც, რომლის თანახმად, სისხლის სამართალი თითქოს აწესრიგებს დანაშაულის ჩადენის გამო წარმოქმნილ ურთიერთობას. ამ პოზიციიდანაა შემუშავებული „დანაშაულის ობიექტისა“ და „დანაშაულის სუბიექტის“ ტრადიციული ცნებები. რეალურად კი, პირიქით, დანაშაულის ჩადენას მისი ჩამდენი პირი გაჰყავს სისხლის სამართლის ფარგლებს გარეთ, რის გამოც „დანაშაული“ სისხლის სამართლის მოწესრიგების საგანი უკვე აღარ არის.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ სისხლის სამართლის კანონის პრაქტიკული ამოქმედების შედეგად იქმნება სამართლებრივი ურთიერთობა მართლზომიერი ქმედების გამო, ამ პოზიციიდან „დანაშაულის სუბიექტის“ ყალბი ცნების ნაცვლად ბუნებრივად ყალიბდება „სისხლის სამართლის სუბიექტის“ ცნება, რადგან ეს უკანასკნელი, თავისი მართლზომიერი ქმედებით, სამართლის ნორმის მოთხოვნას მართლწესრიგში გადართავს. მაშასადამე, სამართლის სუბიექტი, თავისი მართლზომიერი ქმედებით, დანაშაულებრივი ხელყოფისაგან იცავს იმ ობიექტს, რომელიც დანაშაულებრივი ხელყოფისაგანაა დაცუ-ლი სისხლის სამართლის კანონით. აქედან გამომდინარე, „დანაშაულის ობიექტი“ კი არ არსებობს, არამედ „სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი, რომელიც წინ უსწრებს დანაშაულის ჩადენას. „სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტები (მაგალითად: ადა-მიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება და. ა. შ) და სუბიექტები (მაგალითად: მოქალაქე, მოხელე, მედიცინის მუშაკი და ა.შ) შეადგენენ, ერთი მხრივ, მართლზომიერი ქმედების გამო სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნიან სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სისტემას.

წყაროები

Authors’ Collective, Private Part of Georgian Criminal Law, Vol. II, 2017, 159.

Baumann O., Weber M., Mitsch W.J., Strafrecht, Allgemeiner Teil, Lehrbuch, 10 Auflage, 1996.

Javakhishvili Iv., History of Georgian Nation, Vol., 12, T, 7, 1984, 61, 78, 109, 188.

Lekveishvili M., Private Part of the Criminal Law, Tbilisi, 2011, 24.

Mamulashvili G. (ed.), Private Part of the Criminal Law, Part 1, Tbilisi, 2016, 20, 30.

Nachkebia G., Textbook of Criminal Law, General Part, Tbilisi, 2015, 46.

Nachkebia G., Introduction to the general theory of the qualification of the conduct as a crime (from the aspect of the system of criminal science), Part 1, Tbilisi, 2000, 81.

Nachkebia G., Concept of the Object of Criminal Legal Protection “Samartali”, № 6-7, 1999.

Гаухман Л.Д., Квалификация преступлений: закон, теория, практика, М., 2001, 64.

Уголовное право, Общая часть, Учебник для вузов, 2004, 78.

Коржанский Н. И., Объект и предмет уголовно-правовой охраны, М., 1980, 28.

Никифоров Б. С., Объект преступления по советскому уголовному праву, М., 1960, стр. 8-9.

Уголовное право, Особенная часть, Учебник, 2001, 13.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-12-31

როგორ უნდა ციტირება

Nachkebia, G. (2017). სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტები და სუბიექტები, როგორც სისხლის სამართლის ფილოსოფიის კატეგორიები. სამართლის ჟურნალი, (2). Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/2399

გამოცემა

სექცია

სტატიები