საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნების მიმოხილვა დამოუკიდებლობისა და „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპებთან მიმართებით
საკვანძო სიტყვები:
გარანტია, დამოუკიდებელი ბუნება, სახელმწიფო შესყიდვები, უზრუნველყოფის საშუალება, გარანტი, პრინციპალი, ბენეფიციარი, მოთხოვნა, მოთხოვნის წარდგენის ვადა, „ზუსტი შესაბამისობის“ პრინციპი, მოთხოვნის სწორი მართვა, საავანსო უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულებისანოტაცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიდან გამომდინარე ურთიერთობის რეგულირების ნორმებს ითვალისწინებს. ეს საშუალებები კოდექსის სხვადასხვა თავში არის გაბნეული, მათი სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით.
საბანკო გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა, სადაც გარანტი კისრულობს თანხის გადახდას და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. იგი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. საბანკო გარანტია, როგორც უზრუნველყოფის საშუალება, 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან გამოჩნდა ამერიკის ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა 1970-იანი წლებიდან იგი ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში.
საბანკო გარანტიის ინსტიტუტი ფართოდ გამოიყენება როგორც საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, ასევე, ქვეყნის საზღვრებს შიგნით. იგი უკავშირდება როგორც ფულადი, ისე არაფულადი ვალდებულების შესრულებას. გარანტია გამოიყენება ისეთი სახელშეკრულებო ურთიერთობების უზრუნველსაყოფად, რომლე ბიც დაკავშირებულია საქონლის მიწოდებასთან ან სამშენებლო სამუშაოთა შესრულე ბასთან. საბანკო გარანტიები დოკუმენტურ აკრედიტივთან ერთად თანამედროვე კომერციული ურთიერთობების უმთავრესი ელემენტია. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში გამოყენების ინტენსიური რაოდენობისა და რეგულირების პროცესში არსებული პრობლემების გამო, სახელმწიფოს მიერ მიღებული სამართლებრივი ნორმების გარდა, მისი რეგულირება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მიღებული უნიფიცირებული წესებისა და გაეროს სავაჭრო კომისიის კონვენციის (შემდგომში – კონვენცია) საფუძველზე ხორციელდება.
მრავალგვარი რეგულირების მიუხედავად, საბანკო გარანტია რთული სამართლებრივი ბუნებით გამოირჩევა. ამასთან, მისგან გამომდინარე მოთხოვნის სწორი მართვა აუცილებელი და სავალდებულოა. ვინაიდან მასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ურთიერთობების მონაწილე მხარეთა მოთხოვნებისა და ვალდებულებების არსებობა. ურთიერთობის ამგვარი კომპლექსურობა პრაქტიკაში საკმაოდ ბევრ პრობლემას იწვევს. ხელშეკრულების მხარეები სათანადოდ ვერ ახდენენ საკუთარი უფლებების რეალიზებას, მოთხოვნის მართვას და უფლების დაცვას, რაც უმეტეს შემთხვევაში, დავის
საგანი ხდება.
საბანკო გარანტიიდან გამომდინარე პრობლემური საკითხები მრავლად არის საქართველოს სინამდვილეშიც. მათი სიმრავლე სახელმწიფო შესყიდვების ურთიერთობაში საბანკო გარანტიების გამოყენების დანერგვამ და რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
ნაშრომში განხილულია საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება და მისი უმთავრესი პრინციპები, რომლებიც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის მართვის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.
წყაროები
Civil Code of Georgia, Law of Georgia, 26/06/2017, Articles 881, 887, 885.
Convention of Independent Guarantees and Stand-by letters, Articles 2, 3, 5, 12, 14, 16.
International Chamber of Commerce, Uniform Rules of Independent Guarantees #458, Articles N1, 2, 9.
International Chamber of Commerce, Uniform Rules of Independent Guarantees #758, Articles N3, 13, 14, 15, 19, 22, 20, 6.
Barru D.J., How to Guarantee Contractor Performance on International Construction Projects: Comparing
Surety Bonds with Bank Guarantees and Standby Letters of Credit, George Washington International Law Review, Vol. 37, Issue 1, 2005, 78-80.
Barru D.J., How to Guarantee Contractor Performance on International Construction Projects: Comparing Surety Bonds with Bank Guarantees and Standby Letters of Credit, George Washington International Law Review, 2005, 74-75.
Bertrams R., Bank Guarantees in International Trade, 3rd ed., Kluwer Law International, 2004, 1.
Chanturia L., Commentary of Civil Code of Georgia, (Edit), Tbilisi, 2017, 28, 57, (In Georgian).
Chanturia L., Credit Assurance Law, Tbilisi, 2012, 204 (In Georgian).
Chanturia L,. The General part of Civil law, Tbilisi, 2011, Tbilisi, 90 (In Georgian).
De Ly P., The UN Convention on Independent Guarantees and Stand-by letters of Credit” 1999, 831.
Dolan J.F., The UN Convention on International Independent Undertakings: Do States with Mature Letter-ofCredit Regimes Need it”, Banking and Finance Law Review, 1998, 13.
Eitelber E., Autonomy of document Credit Undertakings in South African Law, 2002, 122.
Elliot F., Project Security: Bonds and Guarantees, https://www.fenwickelliott.com/sites/default/files/ nick_gould_-_project_security_bonds_and_gurantees_paper_for_university_of_vienna.indd_.pdf, 10, [15/07/2017].
Enonchong N., The Autonomy Principle of Letter of Credit: an Illegality Exception? Lloyd’s Maritime and Commercial Law Quarterly, 2006, 404.
Goode R., Abstract Payment Undertakings and the Rules of the International Chamber of Commerce, Saint Louis university Law Journal, 1995, 740.
Goode R., Commercial Law, 1026, Jack r. Documentary Credits, 2001, 366.
Goode R., Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, 1992, 751.
Hein online, Citation: 9 Const. L. Int’l 13 2014. The usage of on-demand bonds has become more prevalent and calls more frequent, 2014,17., Citation: 9 Const. L. Int’l 13 2014, [10/12/2016].
Hsun Ch.H., The Independence of Demand Guarantees, Performance Bonds and Standby Letters of Credit,” National Taiwan University Law Review, Vol. 1:2, 2006, 3.
Kayembe G.L., The Fraud Exception in Bank Guarantee”, 2008, 1.
Kelly-Louw M., Limiting Exceptions to The Autonomy Principle of Demand Guarantees and Letters of Credit, 2008,197, 311.
Kelly-Louw M., Selective legal Aspects of bank Guarantees, 2008, 126.
Kelly-Louw M., The Documentary Nature of Demand Guarantee and Doctrine of Strict Compliance , 2009, 309.
Kelly-Louw M., The Documentary Nature of Demand Guarantees and the Doctrine of Strict Compliance, (part 2) 2009, 301 478, 481.
Khatiashvili A., Bank Guarantee as an Independent Security for the Fulfilment of obligation and liability of the parties to the contract, 2011, 35, 36, 37, (In Georgian).
Khotenashvili P., Legal Aspects of Bank Guarantees, 2015, Tbilisi, 7, (In Georgian).
Michelle K.L., Selective Legal Aspects of Bank Demand Guarantees, University of South Africa, 2008, 65.
Mofleh A.I. Abstract Payment Undertaking: To What Extent are They Truly Abstract?, Uni, Versity of Leicester, 2009, 10,11,12.
Odeke A., Judicial Approach to Injunctions in Letters of Credit and Performance Bond Transactions: The Fraud Exception Re-examined, Denning Law Journal, Vol. 10,1995, 38.
Oelofse A., The Law of Documentary Letters of Credit in Comparative Perspective, 1997, 354.
Popkhadze G., The Legal Nature of Bank Guarantee, 2016, 8, (In Georgian).
Pugh-Thomas A., Letters of Credit –Injunctions-the Purist and the Pragmatist: Can a Buyer Bypass the Guarantor and Stop the Seller from Demand Payment from the Guarantor? 1996, 210.
Seaconsar Far East Ltd v Bank Markazi Jomhouri Islami Iran: HL 15 Oct 1993.
Decision of Gurjaani District Court of December 27, 2016, №340110015001160711.
Decision of Khashuri District court, September 29, 2015, Case №2-302-2015, №130210015001063580.
Decision of The Supreme court of Georgia , Chamber of Civil, Industrial and Bankruptcy October 20, 2009, Case № ას-562-871-09.
Decision of the Supreme Court of Georgia Chamber of civil Cases, 07 July, 2012, Case, №AS-80-77-2014.
Decision of The Supreme court of Georgia, Chamber of Civil, Industrial and Bankruptcy March 17, 2009, Case №AS-781-996-08.
Decision of The Supreme court of Georgia, Chamber of Civil, Industrial and Bankruptcy January 20, 2001, Case №3კ-62-01 17.
Decision of the Supreme Court of Georgia, dated July 11, 2017, Case №AS-2ბ7114/14, №330210014403740.
Decision of the Tbilisi Appeals Court of April 10, 2017 №2B/4510-16.
Decision of the Tbilisi Appeals Court of February 10, 2016, №2B/5563-15, №130210015001063580.
Decision of the Tbilisi Appeals Court of November 09, 2016, №2B/4559-15, №330210015703697.
Decision of the Tbilisi City Court of July 17, 2015, Case №2/856-15.
Decision of the Tbilisi City Court of June 21, 2016, Case №2/7526-15.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2018 სამართლის ჟურნალი
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .