კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე

ავტორები

  • Mariam Grigalashvili

საკვანძო სიტყვები:

საგადასახადო, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, სანქციისგან გათავისუფლება, სანქციისგან გათავისუფლების წინაპირობები, შეცდომა, არცოდნა, დისკრეციული უფლებამოსილება, მტკიცების ტვირთი.

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდე ლის სანქციისგან გათავისუფლების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა და დამკვიდრებული პრაქტიკა.
კეთილსინდისიერების ცნება სიახლეა საგადასახადო სამართლისათვის. განსახილველი ნორმა არ იძლევა საშუალებას, სრულყოფილად დადგინდეს ის წინაპირობები, რომელთა არსებობის დროსაც გადასახადის გადამხდელი შესაძლებელია, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან. შესაბამისად, მისი პრაქტიკაში გამოყენების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური და საინტერესო ხდება, რადგან არსებული საკანონმდებლო ნორმა იწვევს უფლებამოსილი ორგანოების შეუსაბამოდ მაღალი დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით არასწორი პრაქტიკის დამკვიდრებასა და განსხვავებული მიდგომების ჩამოყალიბებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, სტატიაში მსჯელობა წარმართულია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზის საფუძველზე. ამერიკული მიდგომის ძირითადი მახასიათებლების კვლევა ყველაზე გამართული საგადასახადო სისტემის გამოცდილების შესწავლის საშუალებას იძლევა.
ნაშრომში შესწავლილი და შეფასებულია დღეს არსებული პრაქტიკა, როგორც დავის საგადასახადო სისტემაში, ასევე სასამართლოში არსებობის დროს. დღემდე, როგორც პრაქტიკაში, ასევე ლიტერატურაში, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და, შესაბამისად, პრობლემურია, რისგან გამოსავალიც, ავტორისეული ხედვით, ნორმის გამოყენების წინაპირობების განსაზღვრით მისი სწორად ინტერპრეტაცია, უფრო კონკრეტულად და გასაგები ფორმით ჩამოყალიბების აუცილებლობა და მტკიცების ტვირთის სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობაა, რათა გარანტირებული იყოს დავის პროცესში როგორც საჯარო, ასევე კერძო ინტერესების დაცვა.

წყაროები

Administrative Procedure Code of Georgia, 14/11/1997.

Civil Code of Georgia, 26.06.1997.

Civil Procedure Code of Georgia, 23/07/1999.

Taxation Code of Georgia, 17/09/2010.

Gvaramadze T., Dissertation Legal grounds for tax liability (Comparative legal analysis), 2012, 164,169.

Internal Revenue Manual - 29.1.1 Introduction and Penalty Relief.

Ioseliani A., Principle of bona fide in the Contract Law (Comparative Legal Analysis), Review of Georgian Law – Special Edition, 2007, 7, 12, 20, 34.

Liluashvili T., Liluashvili G., Khrustali V., Dzlierishvili Z., Civil Procedure Law of Georgia 2014, 258.

Nadaraia L., Rogava Z., Rukhadze K., Bolkvadze B., Commentaries to the Taxation Code of Georgia, Book One, 2012, 326.

Nachkebia A., Interpretations of administrative law norms in the practice of Supreme Court, 2015,10, 265, 266.

Painter K. McG., There`s no Place Like Home: Projections on the Fate of the Home Mortgage Interest Deduc-tion and the Tentative Minimum Tax in Light of Consumer Behavior, St John`s Journal of legal Commentary Journal, Vol.22, Summer 2007, 295.

Rogava Z., Taxes, Taxation System and Tax Law, Bakmi, Publishing House of Bondo Matsaberidze, Tbilisi, 2002, 325.

Taxpayer Advocate Service-2013 Annual Report to Congress, Accuracy-related Penalty Under IRC 662(b)(1) and (2), 343.

Zippelius R., Doctrine of Legal Methods, Beck’s Publishing House, Munich 2006,15, 130-132, 134.

26 CFR 1. 6664-4- Reasonable Cause and Good Faith Exception to Section 6662 Penalties, Cornell University Law School.

Decision №bs-222-219(k-14) of October 7 2014 delivered by the Chamber for Administrative Law Cases of the Supreme Court of Georgia.

Decision №9750/2/15 of 26 March 2015 of the Council of Tax Appeals under the Ministry of Finance.

http://mof.ge/4712.

https://www.irs.gov/.

https://www.law.cornell.edu/cfr/text/26/1.6664-4>.

https://www.irs.gov/irm/part20/irm_20-001-001r.html#d0e991.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-12-31

როგორ უნდა ციტირება

Grigalashvili, M. (2017). კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე. სამართლის ჟურნალი, (2). Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/2376

გამოცემა

სექცია

სტატიები