ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები

ავტორები

  • გიორგი აბულაძე

DOI:

https://doi.org/10.60131/jlaw.2.2025.10701

საკვანძო სიტყვები:

ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართალი, შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, გონივრული მისადაგება.

ანოტაცია

შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებს და მისი სამართლებრივი ბუნების ანალიზს. პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მასშტაბური ზრდა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამ საკითხს, რადგან დასაქმება, ერთი მხრივ, არის სოციალიზაციისა და კეთილდღეობის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, მისი არქონა ან სამუშაოზე უთანასწორო მოპყრობა წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების მნიშვნელოვან რისკს.

სტატია გამოყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციის სამართლებრივ ასპექტებს როგორც წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ურთიერთობების ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. ნაშრომი აქცენტს საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოსა და სასამართლოების გადაწყვეტილებების მიმოხილვაზე აკეთებს, წარმოაჩენს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა დასაქმების პრაქტიკულ გამოწვევებს და მკითხველს აცნობს საუკეთესო პრაქტიკას. მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული გონივრულ მისადაგებაზე, როგორც თანაბარი მოპყრობის პრინციპის იმპლემენტაციის ინსტრუმენტზე, ურომლისოდაც ვერ მიიღწევა საჭიროების მქონე პირთა რეალური თანასწორობა და სამუშაო ადგილზე ინტეგრაცია.

კვლევის საგანს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლების განსაზღვრა საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოსა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვის გზით და ასკვნის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელ დაცულ ნიშნად ანტიდისკრიმინაციულ სამართალში, როგორც პროგრესირებადი და ხელშესახები გავლენის მქონე პრობლემის საპასუხო ნაბიჯი. ამგვარი მიდგომა შექმნის საფუძველს შრომით ბაზარზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების ღირსეული და თანასწორი ჩართულობისთვის.

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი აბულაძე

სამართლის მაგისტრი, იურისტი, მედიატორი.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

References are not available.

გამოქვეყნებული

2025-12-30

ციტირების წესი

აბულაძე გ. (2025). ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები. სამართლის ჟურნალი, (2). https://doi.org/10.60131/jlaw.2.2025.10701

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.