ISSN : 1987-7668
E-ISSN : 2720-782X
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სამართლის ჟურნალი“ არის სრული ღია წვდომის ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი პერიოდული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მიერ.
ქართულენოვანი ჟურნალი დაფუძნდა 2009 წელს, 2011 წლიდან ჟურნალი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ჟურნალის სახელწოდებაა ქართულ ენაზე - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ჟურნალი“, ინგლისურ ენაზე - “Journal of Law”.
ჟურნალის პერიოდული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერია: (ISSN) ბეჭდური: 1987-7668, ელექტრონული: 2720-782X.
ჟურნალი, წელიწადში ორჯერ ქართულენოვან და ინგლისურენოვან დამოუკიდებელ გამოცემებად ქვეყნდება ელექტრონული და ბეჭდური სახით.
ჟურნალის ყველა ელექტრონული გამოცემა ღიად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველისთვის. დაინტერესებულ პირს აქვს უფლება ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე უსასყიდლოდ გაეცნოს ჟურნალის მასალას, ჩამოტვირთოს, გადაიღოს ასლი, მართლზომიერი გზით გაავრცელოს და მოახდინოს სათანადო სამეცნიერო ციტირება საავტორო უფლებების დაცვით.
ჟურნალის გამომცემელია ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“.