ISSN : 1987-7668
E-ISSN : 2720-782X
გამოსაქვეყნებლად წარდგენის პოლიტიკა
,,სამართლის ჟურნალში" ნაშრომის წარდგენა გულისხმობს, რომ აღწერილი ნამუშევარი ადრე არ იყო გამოქვეყნებული, რომ ის არ განიხილება სხვაგან გამოსაქვეყნებლად, რომ მის გამოქვეყნებაზე თანხმობას აცხადებს ყველა ავტორი და ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც კვლევა განხორციელდა.
ჟურნალში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ავტორისეული, ავთენტური კვლევა მხოლოდ მისი პირველადი პუბლიცირების მიზნით.
ნაშრომი არ მიიღება ჟურნალში გამოსაქვეყნებლად თუ მისი არსებითი ნაწილი ან სრული ვერსია გამოქვეყნებულია ან უკვე წარდგენილია სხვა სამეცნიერო გამოცემაში პუბლიცირების მიზნით.
გამოქვეყნების უსასყიდლობა
ავტორთათვის ,,სამართლის ჟურნალში" ნაშრომის გამოქვეყნება უსასყიდლოა.
საავტორო უფლებების პოლიტიკა
ნაშრომის ავტორი ჟურნალს საავტორო უფლებებს გადასცემს იმ ფარგლებით, რაც აუცილებელია ნაშრომის საგამომცემლო უზრუნველყოფისთვის, მ/შ სამეცნიერო-ტექნიკური რედაქტირების, ბეჭდური და ელექტრონული წესით გამოქვეყნების, თარგმნის, ვიზუალური გადამუშავების მიზნით.
ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების ავტორებს მათ ნაშრომებზე რჩებათ არაქონებრივი საავტორო უფლებები.
ავტორს უნარჩუნდება ნაშრომის გადამუშავებისა და შემდგომი რეპროდუცირების უფლება ჟურნალის, როგორც პირველადი გამოქვეყნების წყაროს, გამოხატული მითითებით.
თანაავტორობით წარდგენილი ნაშრომის შემთხვევაში, ავტორები მათი სამეცნიერო ხარისხისა და თუ წოდების, ნაშრომში განხორციელებული კვლევის მოცულობისა და ფარგლების მიუხედავად, იზიარებენ თანაბარ პასუხისმგებლობას ნაშრომის შინაარსობრივ მხარესა და აკადემიურ კეთილსინდისერებაზე.
ნაშრომი შეიძლება გამოქვეყნდეს ფსევდონიმით. თუმცა დაუშვებელია კვლევის გამოსაქვეყნებლად წარდგენა ანონიმურად, მხოლოდ ფსევდონიმის გამოყენებით.
პირის ან პირთა წრის ავტორად ან თანაავტორებად აღნიშვნა გულისხმობს გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომის მათ მიერ შესრულებას, ვიდრე არ იარსებებს საწინააღმდეგო დასაბუთება.
ღია წვდომის პოლიტიკა
ჟურნალი, წელიწადში ორჯერ ქართულენოვან და ინგლისურენოვან დამოუკიდებელ გამოცემებად ქვეყნდება ელექტრონული და ბეჭდური სახით.
ჟურნალის ყველა ელექტრონული გამოცემა ღიად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველისთვის. დაინტერესებულ პირს აქვს უფლება ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე უსასყიდლოდ გაეცნოს ჟურნალის მასალას, ჩამოტვირთოს, გადაიღოს ასლი, მართლზომიერი გზით გაავრცელოს და მოახდინოს სათანადო სამეცნიერო ციტირება საავტორო უფლებების დაცვით.
ლიცენზია
ჟურნალი ექვემდებარება CC BY-NC-ND ლიზენციის პირობებს
Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
ჟურნალი დაარქივებულია მატერიალური სახით თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში.