ISSN : 1987-7668
E-ISSN : 2720-782X
გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომი შესრულებულ უნდა იქნეს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით, შეესაბამებოდეს ჟურნალის აკადემიურ სტანდარტს და სარედაქციო პოლიტიკას, რაზეც პასუხისმგებელია ავტორი.
ჟურნალის დარგობრივი მიმართულებისა და აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, ავტორს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო ნაშრომის კვლევის თემატიკა.
სამეცნიერო ნაშრომი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ტექსტს, სიძულვილის ენას, არაეთიკურ შეფასებებსა და შეურაცხყოფელ/დამაკნინებელ მოსაზრებებს, პიროვნულ კრიტიკას.
ნაშრომის შინაარსი უნდა იქნეს გადმოცემული მესამე პირთა პერსონალური მონაცემის დაცვით.