Fragmented Foundations Societal Constitutionalism beyond the Nation State

Authors

  • Gunther Teubner
  • (Tranlated by) Lasha Bregvadze

Abstract

ძირითადი ძირითადი უფლებების „ჰორიზონტალური“ ეფექტის საკითხი, ანუ მათი მე-შვეობით მოვალეობების დაწესება არა მარტო საჯარო უწყებების, არამედ უშუალოდ „კერ-ძო მმართველობის“ მიმართაც, კიდევ უფრო დრამატულ ხასიათს იძენს ტრანსნაციონალურ სფეროში, ვიდრე მას ოდესმე ჰქონია ნაციონალური სახელმწიფოს კონტექსტში. საკითხი განსაკუთრებით წინააღმდეგობრივია იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევებში მხილებულია ტრანსნაციონალური კორპორაციები. გამოვყოფ რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევას: გარემოს დაბინძურება და ადგილობრივ მოსახლეობათა ჯგუფებისადმი არაადამიანური მოპყრობა, მაგალითად, კორპორაცია Schell-ის მხრიდან ნიგერიაში; ქიმიური კატასტროფა ბოპალში; უღირსი სამუშაო პირობები აზიისა და ლათინური ამერიკის ქარხნებსა და სახელოსნოებში; ფარმაცევტული ნაწარმის გადაჭარბებული განფასების პოლიტიკა სამხრეთ აფრიკის შიდსის დრამის დროს; ბავშვთა შრომის გამოყენებისთვის კორპორაციების – IKEA და Nike – მხილება; კომპანია Adidas-ის დადანაშაულება ჩინეთში სპორტული ბურთების იძულებითი შრომით წარმოების გამო; ბანანის პლანტაციებში მძიმედ მომწამვლელი პესტიციდების გამოყენება; პროფკავშირებში გაწევრიანებული მუშების „გაუჩინარება“; გარემოსადმი მიყენებული ზიანი ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტების შედეგად. ამ ჩამონათვალის განვრცობა ადვილია. სკანდალური მოვლენებით ტომეულების შევსება შეიძლება.

რაც ძირითადი უფლებების ჰორიზონტალური ეფექტის სამართლებრივ საკითხს საჭირ-ბოროტო პოლიტიკურ მოვლენად გარდაქმნის, ეს არის მთავრობის პრივატიზაციის მიმდინარე პროცესი. ჰორიზონტალური ეფექტის სამართლებრივი დოქტრინა ჩვეულებრივ თავს არიდებს მძიმე შეკითხვას ძირითადი უფლებებით კერძო აქტორების უშუალო შებოჭვის შესახებ. შემუშავდა დოქტრინათა სიმრავლე, რის თანახმადაც კერძო სფეროში ძირითადი უფლებები ხასიათდება მხოლოდ „არაპირდაპირი“ მოქმედების ძალით.1 საკითხის უხეში გამარტივების შედეგად, მიიღება ორი ძირითადი კონსტრუქცია, თუმცა კი მრავალი ვარიანტით. სახელმწი-ფოებრივი მოქმედების დოქტრინის თანახმად, კერძო აქტორებზე ცალსახად არ ვრცელდება

ძირითადი უფლებების მბოჭავი ძალა, თუ მათ საქმიანობაში ვერ მოხერხდება სახელმწიფოებრივი მოქმედების ვერანაირი ელემენტის მიკვლევა. ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ სახელმწიფო უწყებები გარკვეულწილად ჩართულნი არიან ამ პროცესში, ან კერძო აქტორი ითავსებს ფართო თვალსაზრისით „საჯაროდ“ მიჩნეულ ფუნქციებს. ალტერნატიულად, ძირითადი უფლებების სტრუქტურული მოქმედების დოქტრინის ძალით, აუცილებელია ამ უფლებების აღიარება სამართლის მთელი სისტემის მასშტაბით, სახელმწიფოს მიერ ამოქმედებული კერძოსამართლებრივი დანაწესების ჩათვლით. თუმცა ძირითადი უფლებების მოქმედების შეზღუდვა სამართლის სისტემის ფარგლებში გულისხმობს, რომ უშუალოდ კერძო აქტორები არ არიან ძირითადი უფლებებით დაწესებული მოვალეობების სუბიექტები.

 ამ გამოცანის ამოხსნას კიდევ უფრო ართულებს გლობალიზაცია. ძირითადი უფლებებით კერძო აქტორების შებოჭვის საკითხი უფრო მწვავედ დგას ტრანსნაციონალურ სივრცეში, ვიდრე ეროვნული სახელმწიფოს კონტექსტში. სხვა მხრივ ყველგან მყოფი სახელმწიფო და მისი ნაციონალური სამართალი ამ შემთხვევაში თითქმის გამქრალია, რის შედეგადაც სახელმწიფოს მოქმედების დოქტრინა და ძირითადი უფლებების სტრუქტურული მოქმედების თეორია გამოიყენება მხოლოდ უმნიშვნელოდ, სულ რამდენიმე სიტუაციაში. იმავდროულად, ტრანსნაციონალური კერძო აქტორები, მეტადრე ტრანსნაციონალური კორპორაციები, ინტენსიურად აწესრიგებენ ცხოვრების განსხვავებულ სფეროებს კერძო მართვის თავიანთი რეჟიმებით. ამდენად, შეუძლებელია თავის დაღწევა კითხვისგან – ხდება თუ არა მათი პირდაპირი შებოჭვა ძირითადი უფლებებით.

Published

2017-12-31

How to Cite

Teubner, G., & Bregvadze, (Tranlated by) L. (2017). Fragmented Foundations Societal Constitutionalism beyond the Nation State. Journal of Law, (2). Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/2404

Issue

Section

Articles